საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია
("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი ("პერსეპოლისი", თეირანი, ირანი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე ("დინამო", თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე ("კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი).

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
ძალიან უცნაურია,გოჩოლეიშვილიც კი ეროვნულშია. ჩემი აზრით ცოტახანში დაკორექტირდება ეგ სია და ახალგაზრდულის ხალხი გამოაკლდება. წინაამდეგშემთხვევაში ახალგაზრდული ამოიტენება,სხვა თუ არაფერი,მასპინძელს ორმაგად ღირსეულად მოეთხოვება თამაში. სრულიად გაუგებარია იგივე, როცა ლორიას არ ართმევ პირველობას და მეკარეებს მონაცვლეობით ათამაშებ,რატომ უნდა დააკავო ეხლა მამარდაშვილი. მითუმეტეს ახალგაზრდულის სხვა მეკარეებს არც ერთს არ აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა !
დავითი
04:20 03-06-2023
5
ქვილითაიაო
გოლიაღარგავა
01:33 03-06-2023
2

სიახლეები პოპულარული