- არ ვიცი, რამდენად იქონიებს თამაშზე გავლენას ის ფაქტი, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა; ანაც ის, რომ მათ მარცხი აქვთ. საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და სრული კონცენტრაცია მოვახერხოთ, ვითამაშოთ ისე, როგორც მეორე ტაიმში ნორვეგიელთა წინააღმდეგ!..
აღვნიშნავ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ მსგავსი ტურნირების შესაბამისად
გველესიანს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და გამოვიძახეთ. ვიცი, ბევრს მიაჩნია, რომ ის უფრო ადრე უნდა გამოგვეძახებინა, თუმცა ვფიქრობთ, ის ახლაა მზად, ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.
მატჩის წინ ტაქტიკას არ ვამხელ. ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა, თუმცა აქ, ტაქტიკაზე მეტად, ჩვენი დამოკიდებულებების დამსახურება იყო. კვიპროსი და შოტლანდია განსხვავებული გუნდები არიან და მატჩის წინ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა სქემით უნდა ვითამაშოთ.
ნორვეგიის ნაკრებთან უფრო ერთი ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე ორი დავკარგეთ. შარშან ივნისში ვთქვი, რომ "ერთა ლიგაზე" ოთხივე შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდი. მაშინ ამ პროგნოზმა გაამართლა, ახლა კი არ მინდა, ვარაუდებში შევცდე. მთავარია, შესარჩევ ეტაპზე ისე ვითამაშოთ, როგორც ეს ნორვეგიასთან მეორე 45 წუთში იყო.
გასვლაზე ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არაა, ბევრი მგზავრობა გვიწევს. თუმცა ასეთია კალენდარი და ამაზე არ ვფიქრობთ. მნიშვნელოვანია, როცა ფეხბურთელები შეკრებაზე კარგი განწყობით ჩამოდიან და იმედი მაქვს, ამ განწყობას გუნდში გაავრცელებენ. ძალიან ვამაყობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელს წარმატებული სეზონი ჰქონდა!..
ივნისში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან დატვირთული და მძიმე სეზონი აქვს გამოვლილი. ფეხბურთელები შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ.
სურვილები კარგია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ბევრი ვიშრომოთ, ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ხუთივე ნაკრებს ეს მიზნები აქვს, სამი კი იმედგაცრუებული დარჩება.
მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში დაცვაში შეცდომები იყო, თუმცა იქ ბევრი მოთამაშე გვაკლდა და ოპტიმალური შემადგენლობით არ ვიყავით. ნორვეგიასთანაც იყო პრობლემები და არამხოლოდ დაცვაში. როცა დაცვაზე ვსაუბრობთ, ამაში მთელი გუნდი უნდა იყოს ჩართული. კაშიას თამაშით კმაყოფილი ვარ. უშეცდომოდ არავინ თამაშობს. თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენს კარში გოლის გატანა საკმაოდ რთული იქნება.
მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. საქმე არა მხოლოდ გოლებში, არამედ მიდგომებსა და დისციპლინაშია. მას უფრო ძლიერ გუნდში თამაშიც შეუძლია. მთავარია, სადაც იქნება, სათამაშო დრო ჰქონდეს და ამით ნაკრებსაც წაადგება.