"გეგმები კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად" - ქეცბაიამ მომავალ მატჩებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოსთან (17 ივნისს) და ნორვეგიასთან (20 ივნისს) ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ჩემპიონატის შემდეგ თამაში სასიამოვნო არაა, მაგრამ ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ყველა ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია. რთული შეხვედრები გვაქვს და რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა მოსამზადებლად 10 დღე დაგვრჩა. იმედია, ამ დროის მანძილზე სათანადოდ მომზადებას შევძლებთ.

საქართველოსთან მატჩზე ბევრი ვისაუბრეთ, ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაშია. ბევრჯერ მითქვამს, საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ კვიპროსი ჩემთვის უცხო არაა. უკვე 30 წელია
აქ ვცხოვრობ, კვიპროსელი მეუღლე მყავს, ქალიშვილი - ნახევრად კვიპროსელი. საქართველოსთან ადვილი დაპირისპირება არ გველის, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც მათ ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებიც დიდ ქვეყნებში ასპარეზობენ. წარმატებული ფეხბურთელები ჰყავთ.

როგორი გეგმები გვაქვს კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად? ყველა გუნდს ჰყავს კარგი თავდამსხმელები. ერთი იტალიაში გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო მეორე - ინგლისში. რა თქმა უნდა, მათი კარგად მეურვეობა დაგვჭირდება, რათა პრობლემები არ შეგვიქმნან.

ეროვნული გუნდი მუდმივად იცვლება. ჩვენ თავის წარმოსაჩენად შანსს ვაძლევთ", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თემური მართლა კაი კაცია, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუგოთ!
ზაზა გ.
08 ივნისი 2023 00:42
2
ჰალანდს რაც გინდათ ის უქენით, ხვიჩას ხელი არ დაედოს.
ეეე
07 ივნისი 2023 22:39
3
კვარა წინაზე ნაკრებში ჩამოსვლის მერე შეჩერებულია. 13 მშრალი მატჩი :/ ნაკრებიდან დაითარსა და იმედია აქედან გატეხავს ნავსს.
ლადო
07 ივნისი 2023 22:15
4
ნაკრებიდან კი არ დაითარსა, ეშმაკის მოციქულმა ვახუინა სანაიამ დათარსა, რაც ხვიჩას გულშემატკივარი გახდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
07 ივნისი 2023 22:49
19

ნაკრების მწვრთნელობისას თემურმა იმდენი იძახა რონალდოები და მესებიო მართლა გამოჩნდნენ ისინი საქართველოშიც!
ქომაგი
08 ივნისი 2023 10:59
1
წარმატებები ქეცბაიას და წარმატებები ჩვენს ნაკრებს
იკა
08 ივნისი 2023 06:22
1
ქეცბაიას შვილმა იცის ქართული??
ირაკლი
07 ივნისი 2023 23:34
30
რატო უნდა გაინტერესებდეს თემურის შვილმა იცის ქართული თუ არა?? დიდი მჭევრმეტყველი არც თემურია თვითონ, მაგრამ რა კავშვირი აქ ამას მის უდიდეს პროსეფიონალიზმთან და პატრიოტიზმთან?!
Gambler
08 ივნისი 2023 11:01
3
ნამდვილი აფხაზის მშობლიური ენა არის მეგრული ენა
Soxumchsnin-ს
08 ივნისი 2023 04:03
11
ყველა გამოხმაურება
არცერთი ფეხბურთელი არ უვარგა კვიპროს და თუ რამე შედეგი აჩვენეს ქეცბაიას დამსახურებით იქნება
კიოლნი
08 ივნისი 2023 14:44
0
დიდი ხნის წინ თბილისის "დინამოს" წყალბურთელები პრინციპულ მატჩს თამაშობდნენ მოსკოვში "დინამოსთან"; ბოლო წუთზე, როცა ანგარიში იყო ჩვენს სასარგებლოდ, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომლის დასარტყმელად მშვენიერაძე გაემზადა; "ვინც გაიტანოს, იმის დედაც ..." გასძახა ჩვენმა მეკარე გიორგაძემ! "შენი კარგიც..." გამოსძახა მშვენიერეძემ და ბურთი ტრიბუნებისკენ გაისროლა.
წააკითხეთ ეს კვიპროსელთა მწვრთნელს!
მომპირკეთებელი
08 ივნისი 2023 12:14
4
ნიკას.ნიკა,როგორ გეტყობა,რომ ასაკი არ გაქვს და წარმოდგენაც არ გაქვს,რა იყო საბჭოთა კავშირი.მშვენიერაძეების დინასტია,წლების განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელები იყვნენ და რა თქმა უნდა, მოსკოვში წაიყვანეს.რატომ წავიდაო,იტყვი,მაგრამ იმ წლებში,უარს ვერ იტყოდა,რადგამ ეს მისთვის წყალბურთიდან მოკვეთის ტოლფასი გახდებოდა.უცხოეთში სათამაშოდ წასვლა,მაშინ ოცნებაშიც კი,შეუძლებელი იყო და როგორც გასამხედროებული პირი,მოსკოვში გადაყვანაზეც ვერ იტყოდა უარს.ნიკოლოზ დერიუგინსაც სთხოვეს ცსკაში გადასვლა,მაგრამ ეს უკვე გაცილებით გვიანი წლები იყო და ნაკრების კარიც,თითქმის მთლიანად დაუკეტეს,ამის გამო.რისი მოგებაც შეეძლო,იმის მესამედიც ვერ მოიგო,ალბათ და როცა მიჰყავდათ,მაშინაც ძალიან ცოტას ათამაშებდნენ.
სოსო
08 ივნისი 2023 18:41
0
ხოდა არაპროფესიონალი ყოფილა ორივე. არ დაიწყოთ ახლა პატრიოტობა, პატრიოტი თუ იყო ეთამაში თავის ქვეყანაში.
ნიკა
08 ივნისი 2023 15:12
3
დიდება უფალს წარმატებები ქეც მაგარო წინ წინ
kaka
08 ივნისი 2023 10:24
2
თემურის დახმარება მაგრა დაგვჭირდება, როცა ბოლო ეტაპზე ჩვენს კონკურენტს კვიპროსთან ექნება შეხვედრა, ასე რომ როგორც ჩვევია საქართველოს საქმეს აქაც გააკეთებს ქეცბა.
ნიკა
08 ივნისი 2023 15:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული