სანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი დაპირისპირებები მოახლოებულია და ვილი სანიოლს უკვე უნდა ჰქონდეს მონახაზი, რომლის გამოყენებასაც უახლოეს შეხვედრებში ეცდება.

კარგია, რომ ოპტიმალური შემადგენლობით შეკრებას ვახერხებთ. ახლა მთავარი სირთულე გადაღლილობა იქნება, რაც ამ პერიოდში დამახასიათებელია, თუმცა, ამ მხრივ, ყველა ნაკრები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაშია.

Sportall.Ge

სავარაუდოა, რომ გასვლით მატჩებში დაცვას მეტი ყურადღება დაეთმობა და საკუთარ შანსებს უფრო კონტრშეტევებზე მოვძებნით. გვახსოვს "ერთა ლიგაზე" ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში ჩატარებული შეხვედრები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას სისწრაფისა და სხვა საფეხბურთო უნარების
დიდი დამსახურებით, ამ ტაქტიკით მშვენიერ შედეგებს მივაღწიეთ. სასტარტო თერთმეტეულიც აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ ძალებს ვინ როგორ აღიდგენს, ესეც მნიშვნელოვანია...

სანიოლის სიაში სიახლეებს დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრში ველოდით. გიორგი გველესიანის ეროვნულ გუნდში გამოძახებას სოციალურ ქსელებში არაერთი ირანელი გამოეხმაურა. 32 წლის უკანახაზელს კარგი სეზონი აქვს. ის "ჯვაროსნების" რიგებში გამოძახებული ადრეც იყო, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. საინტერესოა, მას ძირითად შემადგენლობაში თუ ვიხილავთ. ნაკრებში დაბრუნდა ლუკა ლოჩოშვილი და დაველოდოთ, დაცვის ხაზი როგორ დაკომპლექტდება და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რადიკალურ ცვლილებებს თუ ვნახავთ. ზემოთ ჩამოთვლილ ორივე მოთამაშეს სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია ექნება.

Sportall.Ge

არც გიორგი გოჩოლეიშვილი და არც ირაკლი აზაროვი სანიოლმა ახალგაზრდულ ნაკრებს არ დაუთმო, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მათზე დიდ ავანსებს გასცემს. ვნახეთ, გოჩოლეიშვილი მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად თამაშობს და ამ შემთხვევაში, ის და აზაროვი კონკურენტები გამოდიან. მარჯვენა ფრთაზე კაკაბაძისა და ლობჟანიძის ვარიანტები არსებობს.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანიამ გუნდში ბოლო მატჩი გამოტოვა, ის კარიერას თურქეთში განაგრძობს და ვილის სიაში არაა. უნდა ვიფიქროთ, რომ ლუკა გაგნიძეს მეტი დრო მიეცემა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, რომელსაც შუა ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია. სიაშია ბათუმის "დინამოელი" სანდრო ალთუნაშვილიც.

შეუძლებელია, სანიოლი მიქაუტაძისა და ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზე არ ფიქრობდეს. ნორვეგიასთან ამ ამბავმა გაამართლა, თუმცა ეს ვარიანტი კვიპროსში აჯობებს თუ შოტლანდიაში, საკითხავია. ნაკრებშია გიორგი ქვილითაიაც, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ცოტა ხნის წინ დუბლი შეასრულა და იქნებ ნაცნობ გარემოში მას დრო მიეცეს კიდეც. კვარაცხელიასთან ერთად, ჩვენმა ფორვარდმა მეტოქეებს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს.

Sportall.Ge

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე არ იყო მზად, დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით ეთამაშა. "ჩაკვე" სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა და სათამაშო დროის პრობლემა არ ჰქონია. მისი ეპიზოდები უეფამაც გამოარჩია და კოლაჟი შექმნა. ასეთი გრაფიკის პირობებში მას, წესით, დრო უნდა მიეცეს და იმედია, თავის გამოჩენას შეძლებს. საკითხავი ისაა, არსებულ ტაქტიკურ სქემაში ფრანგი მთავარი მწვრთნელი მის ადგილს სად დაინახავს.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი შაბათს, 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. სამშაბათს, 20 ივნისს, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსაქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 43 /
თუ იმის მეტი გუნდი არ გვყავს,რომ კვიპროსთან ავტორი კონტრშეტევაზე თამაშს ვარაუდობს,საერთოდ არ გვყოლია გუნდი.რა კონტრშეტევა,საერთოდ ჩვენს ნახევარზე არ უნდა გადმოვარდეს ბურთი,თუ მეკარემ არ დაარტყა ძლიერად.თუ არადა მაშინ არც არაფრის შანსი არ გვქონია
ნუკრი
10:57 15-06-2023
0
ისევ ოპტიმისტური კომენტარებია თამაშის წინ, თამაშის მერე ისევ წავა ლანძღვა მწვრთნელის და ფეხბურთელების. აბსურდული ბრალდებებით. ის კი არა ეს უნდა ეთამაშებინა და ა.შ. გაიგეთ რომ ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს. ყველა მიხვდება ვისაც ვგულისხმობ. მარტოს მოგება მხოლოდ მარადონას შეეძლო. მიქაუტაძეზე კითხვის ნიშანს ვსვამ, რადგან არ ვიცი რამდენად გაიზარდა. გამოჩნდება შოტლანდიასთან. კვიპროსის ნაკრებთან ფრე უფრო სამარცხვინო შედეგი იქნება, ვიდრე წაგება. მე ასე ვთვლი და არავის არ ვახვევ ჩემს აზრს. სკოლაშიც ასეა მგონია სჯობია 2იანი მიიღო, ვიდრე 3 იანი რადგან 2 იცი რომ არ გისწავლია გაკვეთილი და ეს იმის შედეგია, 3 კი იმას ნიშნავს რომ ვერ ისწავლე. ნორვეგიას სასწაულად გადავურჩით. არაფერი მეორე ტაიმი არ უთამაშიათ მათ კარგად. უამრავჯერ ნაღდი შანსი გაუშვეს ხელიდან ნორვეგიელებმა.ასე რომ დიდი იმედები მე პირადად არ მაქვს. თქვენი არ ვიცი.ვისაც გჯერათ კი ბატონო გატარებთ. იმ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს.
დავით 67
18:32 14-06-2023
17

სიახლეები პოპულარული