რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
ამ წუთშიც გადის u21 ის თამაში. მერე რა რომ ამხანაგურია, კაციშვილი არ ახსენებს, არც უშვებენ და აინტერესებთ.
ეგაა გულშეატკივრობა?
კვარა რომ იქნებოდა მარტო მაშინ დაგაინტერესებდათ თუ როგორაა საქმე? ეს ერთი ბიჭი შუაზეც რომ გაიხეს თქვენი მოსაწონი მაინც არ იქნება, რომ ეთამაშა და ტრავმა მიეღო, მერე დაწერდით ახალგაზრდულში რა უნდოდა ჭკუა არ ჰქონდაო?
ამიტომ როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ,ყოველთვის ისე უნდა მოიქცეს, რადგან არავის არ ანაღვლებს მისი ბედი, პირიქით, ცუდად თუ წაუვა საქმე, უფრო ბედნიერები იქნებიან, რადგან ეს ქვეყანა უბედურებზე და განადგურებულებზე გიჟდება.
.
15 ივნისი 2023 21:05
3
რა განვლილი სეზონი? ყველა დიდი საფეხბურთო ფორუმი მსოფლიო ჩამპიონატი და ევროპის ჩემპიონატი სეზონის მერე ტარდება, ზუსტად ამ დროს, რომელ ფეხბურთელს უთქვია მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე არ წავალ დაღლილი ვარო? აბსურდია ეგ დაეზარა და არ წავიდა ეგ არი სიმართლე
დათო
15 ივნისი 2023 20:27
9
საქართველოში როცა ჩამოდის ხვიჩა, ყოველთვის ვცდილობ ნიუსები არ შემხვდეს და არ ვიკითხო, ყველაფერს ვაჰაიდებ, რადგან მუდმივად უაზრო კრიტიკით არის გაჯერებული.
დღეში ათას ბავშვთან იღებს ფოტოს და მაინც მოახერხეს ბედოვლათებმა ისეთი კადრის გადაღება, სადაც ბავშვებთან ვერ გაჩერდა, წავიდა კომენტარებში ლანძღვა-გინება.

გადატვირთული თამაშების მერე U21 ში ვეღარ ვითამაშებო და წავიდა ეგრევე ლანძღვა-გინება...

ყველაფერი დეტალებში ვიცი, რაც მის მიმართ ხდებოდა გამოჩენის დღიდან. კოვიდი რომ დაუდასტურდა, იმ დღიდან რომ დაიწყეს მისი ლანძღვა აღარ გაჩერებულან. ხან ტრავმის მოგონებას აბრალებდნენ, ხან კოვიდის, ხან რუსეთის აგენტობას, ხან არაპატრიოტობად და ათას სიბინძურეს.

ხვიჩას გარდა სხვა ფეხბურთელებიც თამაშობენ მაგ ნაკრებში ბილეთები მარტო ხვიჩას გამო გქონდათ ნაყიდი და თქვენ იძახით, რომ საქართველოს ნაკრები გიყვართ? და კიდე სხვას ადანაშაულებთ არაპატრიოტიზმში??

ხვიჩას გარდა რამდენი ფეხბურთელი გადმოდის იმ ავტობუსიდა და იმათაც რომ სთხოვოთ ავტოგრაფები და ცოტა სხვაც შეამჩნიოთ არგინდათ?

როგორ შეიძლება ასე ერთი ადამიანის ამოჩემება და ყველაფერი საზიზღრობის მასზე ნთხევა?

არ იმსახურებს ეს ქვეყანა მისი დონის სპორტსმენებს და სავარაუდოდ არც გვეყოლება რადგან, ამ ყველაფერს პატარა ბავშვები უყურებენ. ხედავენ, როგორ თელავთ ფეხით და აგინებთ მათ კუმირს, იმას, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა, და აღარავის, აღარავის მოუნდება ამ ქვეყნისთვის შრომა, აღარავის ექნება მოტივაცია ასეთი გულშემატკივრის ხელში.
ამიტომაც წავა ჩვენი ახალგაზრდობა და იქ განვითარდება, სადაც ამის საშუალება ექნება და სადაც ნიჭიერების გამო არ მოკლავენ!

მახსოვს, გერმანიის ან ესპანეთის ნაკრები რომ ჩამოდიოდა, ხალხი იმათი ფორმებით მიდიოდა სტადიონზე და ჩვენი ბიჭები დამცირებული იყვნენ იმათ შემხედვარე. მერე წაგების გამო აგინებდნენ, თავიანთ გულშემატკივრულ პასუხისნგებლობას კი ვერ გრძნობდნენ! ახლა ეგ შეიცვალა რადგან ხვიჩა გამოჩნდა მაგრამ ხვიჩას გამოჩენა დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც ამ ქვეყანას ოდნავ ზევით ასწევს, ყველას ანადგურებთ.
ამის მაგალითები უამრავია ამ ქვეყნის ისტორიაში...
Skeleton
15 ივნისი 2023 20:02
3
და კიდევ, ყველაზე საშიშები ის ვითომ კეთილი დოდო და ციცო დეიდები არიან, სასიქადულო "ვაშკაცს" და უფლის რჩეულს რომ უძახდნენ ხვიჩას, ყველაზე დაუნდობლები, ბოროტები და მაწყევარები არიან ,ყველაზე მარტივი მათი მართვა არის, ერთი პატარა ვიდეო მიუგდო იმ არაკაცმა და შვილისტოლა ბიჭს წყევლა კრულვას უგზავნიან, თავში აგივარდაო. აი ზუსტად ის დეიდები, კარგ ოჯახში აღზრდილ, სასიქადულოს რომ უწერდნენ კომენტარებში.
ყველა ფენა ასეთი მოწამლული და სამარცხვინო როგორაა, ადამიანი ყველა ასაკში, სქესში თუ ეკონომიურ მდგომარეობაში, ასე როგორ უნდა დაეცე!
ხვიჩა დატოვე ეს ქვეყანა გთხოვ!
აქ არ გაგახარებენ. ფიზიკურად თუ ვერა მორალურად მაინც გაგანადგურებენ.
იქნებ გაძლოთ ერთი თვეც სანამ აქაა და წავა მალე ნაპოლის შეკრებებზე.
იქნებ მანამდე მაინც შეიკავოთ ეს ბოღმა.
სიძულვილით და ზიზღით სავსე საქართველო ააშენა წლებია ამ ხალხმა და ერთი მერცხალი ვერაფერს უშველია ამ აყროლებულ ადგილს. იმ მერცხალს ან მოკლავენ და ან თავისნაირ აყროლებულს გახდიან. ასე იყო სულ!!!
!!
16 ივნისი 2023 15:03
0
ვიღაც არაკაცმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, ავტობუსიდან ჩამოსული ხვიჩა თურმე როგორ ვერ გაჩერდა ბავშვებთან და გვერდი აუარა.
როცა მილიონი ვიდეო არსებობს, სადაც ბავშვებთან ფოტოებს იღებს და სადაც ამდენ ავტოგრაფს არიგებს, თუ არ გძულს ადამიანი და ჩასაფრებული არ ხარ ამას არ გაუკეთებ.
ასე ჩუმად არ დაუწყებ გადაღებას და მერე გავრცელებას, შენი ინტერპრეტაციით, რომ რაც შეიძლება მეტი უარყოფითი კომენტარი დაიწეროს და რაც შეიძლება მეტმა გალანძღოს ადამიანი, ვინც ასე თუ ისე ქვეყანაში დადებითი ემოციის მომტანად ითვლება.
თან დაუწერია, დიდხანს ვიფიქრე დამედო თუ არაო. ანუ იმდენად კარგი ტიპი ვარ, რომ კვარას ცუდი ტიპობის გამომჟღავნება არ მინდოდა მაგრამ მაინც ვამჟღავნებო.

კვარამ თვითონ თქვა, რომ ნერვიულობს იმაზე, როცა ყველასთან ვერ ახერხებს გაჩერებას, ფოტოს გადაღებას და ამას თავადაც განიცდის.
ნეაპოლში უამრავი შემთხვევა იქნება მსგავსი, სადაც ბევრთან გაჩერდება მაგრამ ასევე ბევრთან ვერ გაჩერდება. არც მსმენია ნეაპოლელებისგან საყვედურები, რადგან აქაურებთან შედარებით შეგნებული ხალხია.
ესენი კი როგორ არიან მიჩერებული, იქნებ რამე შეეშალოს კვარას.
ასეთი პატარა და თან უღირსი როგორ უნდა იყო.
როგორ მინდა ეგ ბიჭი დავიცვა ამ სიბინძურისგან.
!!
15 ივნისი 2023 20:29
1
რამ დაღალა მარტის მერე არაფერი გაუკეტებია. და ახალგაზრულს კი დაეხმარებოდა სულ 2 ტამასი მოუწებდა. ისრ იძახიან ვითომ მსოფლიოზეც იყვნენ და ლიგაც კი მოიგეს.
არა რუსეთს
15 ივნისი 2023 19:51
15
არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ არიან ეროვნული ნაკრებების ვარსკვლავები
არც გერმანიაში, არც ინგლისში, არც ფრანგებში და ა.შ.
ქომაგი
15 ივნისი 2023 19:44
10
საფრანგეთში და გერმანიაში ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტით არ ფინანსდება და ანგარიშვალდებულებაც ნაკლები აქვთ ფეხბურთელებს.
უვიცი
16 ივნისი 2023 00:24
0
არა მგონია მისი ინიციატივა იყოს: აგენტი და კლუბი ჩაერეოდა. მიანიშნებდნენ, რომ თუ გადაღლისაგან ან სხვა დამატებითი ფაქტორის გამო (ემოციური;ფიზიკური; მეტოქის უხეშობა) ტრავმას მიიღებდა და გამოაკლდებოდა ნაპოლის პირველ წინასაზენო შეკრებებს- საფრთხე შეექმნებოდა მისი კონტრაქტის გადახედვა/კორექტირებას. ასე ვფიქრობ.
თუ ასე არაა, მაშინ ვერ გავამართლებ შემდეგი ფაქტორების გამო: -ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თან თბილისში და შანსია, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავახაროთ მთელი ქვეყანა;
-ასაკით მეტი ახალგაზრდული ჩემპიონატი არ მოუწევს და ეროვნულში ევროპის ან მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე თამაში, შეიძლება ისე დაამთავროს კარიერა - არც მოუწიოს;
-ჩვენი ერისათვის მისი წარმატება ნაკრებში და მისი მეშვეობით გუნდის წარმატება, ჩვენი ქვეყნისა და მისი გულშემატკივრებისათვის უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სკუდეტო;
-ნაპოლიში, რომ არ თამაშობდეს ახლა და ისევ ბათუმში იყოს, და იყოს სკაუტების დაკვირვების არეალში და წყდებოდეს მისი ტრანსფერის ბედი - მაშინაც უარს იტყოდა?
დათი
15 ივნისი 2023 18:11
6
ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,
პატრიოტი ქართველი
15 ივნისი 2023 17:34
7
როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ორივე ნაკრებებს.
Charley
15 ივნისი 2023 17:34
4
არც მიქაუტაძე და არც დავითაშვილი ახალგაზრდულში არ ითამაშებენ, აგერ ნახავთ.
დიმა
15 ივნისი 2023 17:28
0
სწორი გადაწყვეტილებაა,ამაზე ვწერდი ცოტა ხნის წინ და ალბათ წაიკითხა ხვიჩამ) არც მამარდა და სხვები უნდა იყვნენ,რადგან სხვა ბიჭებმა ითამაშონს და თუ კარგი თამაშები ექნებათ,კარგი კლუბი და კარგი მომზადება გამოგვადგება მომავალში. რაც მთავარია,ეროვნულ გუნდში ითამაშებს და მერე დასვენება ეკუთვნის,თან ქორწილი აქვს დაგეგმილი და ეკუთვნის შვებულება. კომენტარები კი სასწაულია,ისე სთხოვენ პატრიოტიზმს,თითქოს თვითონ პატრიოტიზმის ეტალონები არიან. ხალხი ამ ქვეყანაში,გირჩის მოწმობას იღებდა და სარწმუნოებას იცვლიდა,რათა არ წასულიყვნენ ჯარში და ხვიჩას სთხოვენ არაფრის მომცემ ტურნირზე ითამაშოს. თავს ასე იმართლებდნენ,კარგი მომზადება არ არის ჯარში და ამიტომ არ მივდივართო,ხოდა უ21 ევროპა არაფერი ტურნირი არ არის,ფიფთი ფიფთი რა,თქვენც სუ და ჩვენც სუ.
პ.ს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს,რომ გიორგი გულიაშვილს ხშირად ვნახავ,იმედი მაქვს კარგი ტურნირი ექნება. თქვენი არ ვიცი,მარა მე კი წავედი ბილეთის საყიდლად. აქამდე არ ვიყიდე,რადგან არ მომწონს ადამიანების დაჩაგვრა და ხვიჩამ თვითონ თქვა უარი,რაც კარგია და კარგი ბიჭი ხარ ძმაო შენ,წარმატებები ბიჭებს
სწორი გადაწყვეტილება
15 ივნისი 2023 17:10
4
მაგარი მზე ხარ და გაჩერდი. აზრზე არ ხარ არაფრის
შაკო
15 ივნისი 2023 18:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული