რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
დროშის შეურაცყოფა 15 საუკუნის წინათაც და ახლაც ქვეყნის შეურაცყოფას რომ უდრის ეტყობა არ უსწავლებიათ არც შენთვის და არც იმ უზრდელი გოგოსთვის.ხოლო თავისუფალი სიყვარული მართმადიდებლობაში რომ მრუშობაა ნებისმიერი მამაო გეტყვით.ჩენი მიზანი ის არის რომ კაშკაშა ვარსკვლავი როგორებიც იშვიათად ჩნდებიან არ გადავაყოლოთ ვიღაცას და გავიხაროთ ლამაზი ფეხბურთით.
პასუხის პასუხი
13 ივნისი 2023 14:53
17
ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე.
ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს.
ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს?
მამაოს რომ ახსენებ, არც მამაომ გითხრა ეგ? თუ მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო?

თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით.
ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი.
სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
!!
15 ივნისი 2023 17:29
0
ჩვენ ნაკრებში გვინდა ხვიჩა იყოს ლიდერი და ის დონე რომელიც გაუძღვება წინ. არ მგონია რაღაც განსაკუთრებულს ვითხოვთ, გასაგებია რომ სეზონი დამთავრდა მაგრამ ნაკრებში თამაშობენ ყველანი ასევე სხვა გუნდებში. ახლა ხალგაზდულიც ემატება და ეს რა თქმა უნდა სხვა გამოწვევა ხვიჩასთვისაც და ჩვენთვისაც. ახლაგაზდულმა თუ იყოჩაღა ევროპაზეც შეიძლება თავის გამოჩენა და ოლიმპიდაზეც შეიძლება მოხვედრა, რაც გუნდურ თამაშებში ჯერ არ გვღირსებია. ასე რომ ყველანი თავს ზემოთ უნდა ახტნენ და შეუძლებელი შეძლონ. ვფიქრობ ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ჩვენი გახარება და ამას შეძლებენ.
G.LA
13 ივნისი 2023 13:58
5
მარტის შემდეგ დაკატაობდა მოედანზე ნაპოლი და რამ დაღალა ?
sosia
13 ივნისი 2023 13:33
21
მართლა უვიცი რომ არ იყო ასეთ რამეს არ დაწერდი.
მაშინაც კი, როცა ხვიჩას გოლი არ გაუტანია, უდიდეს სამუშაოს წევდა გუნდისგვის. ამას შეფასებები და შედეგები ადასტურებს.თქვენ ალბათ მარტო ტაბლოზე უყურებდიღ ფეხბურთს, ან საცოდავად სიგარეტის ფული გქონდათ დადებული მის გოლებზე. რომ არ გაუტანია და ვერ მოგაგებინათ, მაგის გამო ლანძღვაზე გადახვედით.
რა უნდა ელაპარაკო ამ დონის ხალხს.
ხო მარა ემ ვი პი არ ეკუთვნოდაო თქვენნაირებმა ლამის პეტიცია შექმნან და იტალიაში გააგზავნონ.
იიი შეუერთდი ალ დაგაგვიანდეს ჩქალაა
უვიცი ს
15 ივნისი 2023 17:33
4
15 დისლაიქი რატომ აქვს ამ კომენტარს? რამე სხვაგვარად იყო?
უვიცი
13 ივნისი 2023 19:58
7
ჯერ-იძახიტ-ზეადამიანიაო-შემდეგ-მისგან-ადამიანის-შესაძლებლობაზე-მეტს-იტხოვტო-შენ-შიგ-ხო-არა-გაქვს-ამხანაგო!!!
svano magarski
13 ივნისი 2023 13:19
12
გავაუქმოთ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ...რამ დაღალა 19 აპრილის მერე არც საგოლე პასი აქვს და არც გოლი პირიქით ეხლა უნდა გამოიჩინოს თავი ,ზოგიერთები რეალს რომ უკავშირებთ იქ ესეთები არ ჭრის .
dato
13 ივნისი 2023 13:15
23
კი არ გადაიღალა პირად ცხოვრებას ბევრ დროს უთმობს განსაკუთრებით რაც ის გოგო მოსვენებას არ აძლევს და წარამარა იტალიაში აკითხავს.ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა ხვიჩას შედარებით სუსტი თამაში.რა ქვია ქალს რომელიც მთელი ქვეყნის თვალწინ ეხვევა და კოცნის ბიჭს რომელთანაც ჯვარი არა აქვს დაწერილი თან საქართველოს ხუთ ჯვრიანი დროშა უკანალზე შემოუხვევია.
ჩემი აზრით
13 ივნისი 2023 13:12
33
ფუ რა გულისამრევად ჭორაობს ტიპი.
.
15 ივნისი 2023 17:38
1
ორღობის ჭორიკანა კაცზე უარესი არაფერი არ არის. აი ვიღაცის მრუშობაზე, ტანსაცმელზე და მანერებზე რომ საუბრობ და სხვის საცვალში ხელებს აფათურებ, ამაზე დიდი სიმდაბლე არაფერია ეგ იცოდე.
ღმერთი ყველაზე მეტად იმათ სჯის, ვინც სხვას განიკითხავს.
ვინ გეკითხებათ ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე რომ საუბრობთ? ოჯახში არ გასწავლეს, რომ სხვისი პირადის გაქექვაზე უარესი ცოდვა არარსებობს?
არც მამაომ გითხრა სხვისუ განკითხვა ცოდვააო? მამაოსგან მარტო შენ რაც გინდოდა ის ისწავლე? სხვის საცვალში რა ხდება იმას უნდა სდიოო??? თავად წმინდანი ხარ, სხვისი ცოდვები ითვალეო?

თავს ნუ ირცხვენთ ასეთი კომენტარებით.
ხვიჩას თამაში თუ არ მოგწონთ, რათქმაუნდა შეგიძლიათ არგუმენტირებულად განიხილოთ და მოგისმენთ მცოდნე ხალხი.
სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ორღობის დონე ხართ!
!!
15 ივნისი 2023 17:36
0
ყველა გამოხმაურება
ზოგიერთს კომენტარზე ეტყობა, რომ შეგნება ნული აქვს და დივანზე მოკოტრიალეს და ბირჟის გამამაგრებელს ვერ წარმოუდგენია, თუ რა არის გადაღლილობა.
რატი
13 ივნისი 2023 13:08
7
რა სიტყვაა ვითხოვთ? ყოველთვის გადაღლილი იქნება სანაკრებო პაუზის დროს მაშინ ყოველთვის დავაბრალოთ გადაღლილობას და აქედანვე არ გვქონდეს იმედი არც მისი არც მიქაუტაძის არც მამარდასი და ყველა ვინც თავის კლუბში ძირითდში თამაშობს თუმცა ჩემპიონი 1 თვეზე მეტი ხნის წინ გახდა და დარჩენილ ტურებში ლოგიკურად თავი არ უნდა მოეკლა როცა წუნ გელოდება ასეთი სანაკრებო მატჩები განსხვავებით იმ კლუბებისგან ვისაც ბოლო ტურშიც ომი ქონდათ და 3 ფინალში მონაწილე კლუბზე აღარაფერს ვამბობ მაგათგან განსხვავებით 1 თვით მეტი გამოუვიდა დასვენება
ნოდო
13 ივნისი 2023 12:41
4
რა დაღლა ხო არ აფრენთ, ვითხოვთ ჩამოვიდეს და ნაკრებისთვის წელიწადში ხუთჯერ ან ექვსჯერ ითამაშოს, ან რამ დაღალა გუნდი თვენახევრის უკან გახდა ჩემპიონი და იმის მერე მთელი ნაპოლი დასეირნობდა.
Buxrika
13 ივნისი 2023 12:28
6
მას, რომ კითხოდ გადაღლილია თუ არა, არა?
გოგი
13 ივნისი 2023 11:54
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული