მიქაუტაძეც ჩამოვიდა - დღეს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

AutoSharing Option
ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს.

საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე
(„კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვიპროსთან წაგება და დღეც შანსების გრანულების ტოლფასი იქნება დროა ნაკრებმა მოსაგები თამაშების მოგებას ზედმეტი ფაფხუტით შიშით მიუდგეს და კიდე ერთი დაცვას მიხედე სანიოლ დაცვას..
კახა
12 ივნისი 2023 01:01
0
მიქაუტაძე თუ ჩამოვიდა და ნაკრებს შეურთდა, სხვის სურათები რატომ ადევს სტატიას?...
სადაა ლოგიკა?!...
თაზო
11 ივნისი 2023 20:23
0
დიდი ყურადღებით არის სათამაშო კვიპროსთან, არ შეიძლება მოდუნება, ერთ შანს დაელოდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვიტანონ მერე ძალიან რთული იქნება ჩვენ სასარგებლოდ მოტრიალება თამაშის, ასე რომ ამ თამქშში მაქსიმალური ყურადღება საჭირო!!! ვიღაცეებისგან მოვისმინე რომ ქეცბაია ისე გააკეთებს რომ ეს თამაში ჩვენ მოვიგოთ, და განგებ ისზავს ისე რომ ვითომ რაღაცეები ვერ გათვალა და წააგებუნებს ძალით კვიპროს. რაც სიგიჟეა ნამდვილი! ჩვენი მოგება გაუხარდება გულის სიღნეში მაგრამ არა თემო ის კაცი რო ესეთი რაღაც იკადროს, სპორტია ბოლოსდაბოლოს და ვალდებულია თავის საქმე პროფესიონალურად შეასრულოს და პირადი გრძნობები გადადოს, ეს არც ჩვენ უნდა გვეწყინოს , იმიტო რო სპორტია და მიდგომა და მოდგომა არაა ლამაზი! ვისაც იმის ჯერა რო თავის ფეხბურთელებს ეტყის რომ აბა ბიჭებო ეხლა ჩემი ქვეყანა ჩამოდის და არ შემარცხვინოთ, გაატანინეთ გოლი და ბოლომდე ნუ გამოეკიდებითო , მწარედ ცდება.
Vasili
11 ივნისი 2023 14:03
1
სპორტს რაც არ ეხება ისეთ კომენტარებს ნუ აქვეყნებთ ძალიან გთხოვთ. აქ შემოვდივარ სპორტზე ინფორმაციის გასაგებად და მხვდება ორღობის ჭორიკანა კაცების გაუნათლებელი კომენტარები!
ვის ტატუ არ უნდა ჰქონდეს, ვის ცოლი არ უნდა მოეყვანა და ასე შემდეგ.
ერის დიდ ნაწილი რომ გაუნათლებელია მაგას ისედაც ყოველდღე ვაწყდებით და აქ მაინც ნუ გვიაშკარავებთ ყველანაირ ნაგავს ძალიან გთხოვთ!
!!
11 ივნისი 2023 12:57
3
აი კვარაცხელიას დაქირავებული რომელიც მოუყვანიათ მოქმედებეში…
!!-s
11 ივნისი 2023 15:10
8
Davitis ganlageba dzalian momewona mec magas vfiqrob,rom kviprostan da misnair gundebtan super shemtevi gundis dakeneba jobs,ise kazaishvili dzalian magar formashia da texavs rom ar aris,nu mizezi gasagebia magram mainc...
Givi
11 ივნისი 2023 11:14
6
ტატუებიანი ფეხბურთელები დიდ ცოდვაში არიან
დღე
11 ივნისი 2023 08:22
26
ვინც განიკითხავს ის ყველაზე დიდ ცოდვაშია. ვინ გეკითხებათ ვის ტატუ აქვს და ვის პირსინგი, თქვე ციციკორეებოოო!!
გამომივიდნენ აქ წმინდანები
!!
11 ივნისი 2023 12:54
3
David-ს,Givi-ს პატივისცემით,
არ მჯერა სუპერ თავდასხმების. გასვლაზე თამაშობ, პლუს ქეცბას დაცვის გამაგრება უყვარს-ჩააბეტონებს. მათ ერთადერთი იმედი ჩვენთან აქვთ ქულა(ები) აიღონ, კონტრშეტევაზე ითამაშებენ და შენ ამ დროს ხელს უწყობ. მე ორივე თამაშში ვისურვებდი თამაში მოედნის ცენტრში მიდიოდეს, პერიოდული აფეთქებებით შეტევაში. ისტორიულადაც და დღევანდელობითაც კვარა, ჩაკვეტაძე, დავითაშვილის მონაცემებიდან გამომდინარე პერიოდული აფეთქებები შეტევაში უფრო მოგვიტანს შედეგს ვიდრე გამუდმებული იერიშები.

ჰაჰა
11 ივნისი 2023 11:41
0
ყველა გამოხმაურება
კარგი იდეაა ოთონდ გოჩოლეიშვილის ნაცვლად გველესიანი ამ ეტაპზე
დ ავ ი თ_ს
11 ივნისი 2023 05:19
6
მიქაუტაძე და კვარაცხელია თავდასხმაში და უკან დაუყენოს ჩაკვეტაძე (დავითაშვილი ან ლობჟანიძე) და მაგათ უკან კიტეიშვილი გაგნიძე. გამოვა ბომბა შეტევა დაცვაში კაკაბაძე კვირკველია ლოჩოშვილი და გოჩოლეიშვილი კარში მამარდაშვილი
David
11 ივნისი 2023 02:32
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული