ქეცბაია: საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია - წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
კვიპროსი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „აეკ არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"მოგესალმებით ყველას, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის, ხვალინდელი შედეგის შემდეგ, გამოჩნდება, რისთვის იბრძოლებენ გუნდები. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ ხვალინდელ მატჩში წარმატების მისაღწევად.

რა მიზანი გვაქვს? დღეს არ ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება შესარჩევის ბოლო ტურში. ახლა, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. არც ჩვენ და არც საქართველო ვართ
ფავორიტები, ფავორიტები სხვები არიან, ისინი, ვისაც უკეთეისი გუნდები ჰყავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
რა უნდა გავაკეთოთ ისმისთვის, რომ მოვიგოთ და ვის უნდა ვუფრთხოდეთ ყველაზე მეტად? საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალირად კარგად მომზადებული მოთამაშე ჰყავს, ისეთები, ვისაც თამაშისს ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და არ მივცეთ მათ ბევრი სივრცე. ვიმეორებ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და იმედი გავაქვს, ხვალინდელ მატჩში ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად.

განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ნაკრებს შორის? განსხვავება, მგონი, ძალიან დიდია - დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრია მოთამაშე, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა. ჩემს დროს კი, უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ბევრი კლუბშიც კი არ ირიცხებოდა. საბედნიეროდ, ყოველთვის არის პერიოდები, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდებიან ხოლმე. ახლა ბევრია ასეთი და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგებს, რასაც ქართველი ქომაგი ელის.

არ მგონია, სწორი იყოს დღეს იმაზე ლაპარაკი, რა სისტემით ვითამაშებთ ხვალ. მთავარია, რომ ვიცით მეტოქე გუნდი, ვიცით რა რთული თამაში გველის ხვალ და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა, პერსპექტიული, მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. ყველანაირად ვეცდებით, არ მივცეთ სივრცე, რაც მას სახიფათო მომენტებისთვის სჭირდება. ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და იმედია, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო უკეთეს შედეგებს დადებენ".

რატი შელეგია ლარნაკადან "სპორტალისთვის"

მკითხველის კომენტარები / 11 /
Qecbas cud dros mouwia nakrebis mwvrtneloba shemadgenlobis da resursis ar qonis gamo,, tumca imdeni mainc moaxerxa 10-matchiani waugebeli seria qonoda nakrebs sadac 80%-fexburtelebs praqtika ar qondat gundebshi,,darwmunebuli var dgevandel shemadgenlobastan ertad bevrad mets miagwevda da bevrad magari shedegebi eqneboda nakrebs vidre mashin,,temo profesionali jigriani qartveli kacia da warmatebebs vusurveb sadac iqneba tumca mtavari saqartveloa da kvarac ro gvipirispirdebodes isic mowinaagmdege iqneboda,,imedianad var ganwyobili da mjera ro chveni droc modis rogorc iqna,,warmatebebi saqartvelos orive tamashshi chven shegvidzlia aseti donis gundebtan tamamad davgegmot ukve mogeba (nu shotlandiastan minimum arwageba radgan gasvlazea tore saxlshi shotlandiastan da mag donis nakrebebtan ver mogeba unda chaitvalos cud shedegad))chven ukve gvyavs samagiso gundi dziritadian zamenebianad
Gel-100
17 ივნისი 2023 08:47
0
ჩადგება დაცვაში ხვალე და გინებები მერე ნახე
რას გვერჩოდი ქეცბაია.
17 ივნისი 2023 07:18
0
თემო ვიცი შენს გაგებაში არ ჯდება მაგრამ...დაგვითმე რა)))
გიუშა
17 ივნისი 2023 02:28
8
თემურ ქეცბაია ნაღდი პატრიოტია და გულით უყვარს საქართველო. მას კენჭისყრაზეც კი შეეტყო რომ არ უნდოდა სამშობლოსთან დაპირისპირება. დაე, ცხოვრებაში წარმატებები არ მოაკლდეს ხოლო სპორტული კუთხით გამარჯვებები, გარდა საქართველოსთან ჩასატარებელი მატჩებისა
სიმართლე
17 ივნისი 2023 02:09
0
კაით ნუ დაიწყეთ სადღეგრძელოები ეხლა რა. პატრიოტობა ერთია და რეებს აკეთებდა ნაკრებში (როგორ იქცეოდა საერთოდ) ეგ მეორე. მაგას არავითარი გამართლება არა აქვს
erti.
17 ივნისი 2023 07:21
8
თემურ, უდიდეს პატივს გცემ და ძალიან გაფასებ.
გისურვებ წარმატებას, ოღონდ ამ თამაშში არა.
დათო
17 ივნისი 2023 01:27
0
თემო უბრალოდ გენაცვალე რა.
გეგი
17 ივნისი 2023 00:10
0
ეს ის მომენტია როცა თემურის ადგილზე მტერს არ ვუსურვებ ყოფნას.
გამძლეობა თემურ და წარმატება.
ჩვენს ნაკრებს კი გამარჯვება ყველასთან და სულის სიმტკიცე
ზურა
16 ივნისი 2023 23:43
1
თემური არის ნამდვილ ვაჟკაცი ქართველი!!!
ხვალ მაგისთვის იქნება ძალიან ცუდი დღე!
მთელი ცხოვრება საქართველოს საკეთილდღეოდ გამოდიოდა, ხვალ ის დღეა როცა მთელი საქართველო მის წინააღმდეგ იქნება!
ჯონი
16 ივნისი 2023 21:37
1
Temos dzalian ukvars tavisi samshoblo da warmomidgenia xval ra dgeshi iqneba misi guli...
Givi
16 ივნისი 2023 21:29
1
დარწმუნებული ვარ, ხვალ მისი გული იტირებს. პროფესიონალია და პროფესიონალურად მიუდგება ხვალინდელ მატჩს უსათუოდ, მაგრამ გული კი ძალიან მძიმე დღეში ექნება საყვარელ საქართველოსთან დაპირისპირების გამო.
ქომაგი
16 ივნისი 2023 19:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული