კვიპროსი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „აეკ არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
"მოგესალმებით ყველას, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის, ხვალინდელი შედეგის შემდეგ, გამოჩნდება, რისთვის იბრძოლებენ გუნდები. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ ხვალინდელ მატჩში წარმატების მისაღწევად.

რა მიზანი გვაქვს? დღეს არ ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება შესარჩევის ბოლო ტურში. ახლა, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. არც ჩვენ და არც საქართველო ვართ
ფავორიტები, ფავორიტები სხვები არიან, ისინი, ვისაც უკეთეისი გუნდები ჰყავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
რა უნდა გავაკეთოთ ისმისთვის, რომ მოვიგოთ და ვის უნდა ვუფრთხოდეთ ყველაზე მეტად? საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალირად კარგად მომზადებული მოთამაშე ჰყავს, ისეთები, ვისაც თამაშისს ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და არ მივცეთ მათ ბევრი სივრცე. ვიმეორებ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და იმედი გავაქვს, ხვალინდელ მატჩში ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად.

განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ნაკრებს შორის? განსხვავება, მგონი, ძალიან დიდია - დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრია მოთამაშე, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა. ჩემს დროს კი, უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ბევრი კლუბშიც კი არ ირიცხებოდა. საბედნიეროდ, ყოველთვის არის პერიოდები, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდებიან ხოლმე. ახლა ბევრია ასეთი და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგებს, რასაც ქართველი ქომაგი ელის.
არ მგონია, სწორი იყოს დღეს იმაზე ლაპარაკი, რა სისტემით ვითამაშებთ ხვალ. მთავარია, რომ ვიცით მეტოქე გუნდი, ვიცით რა რთული თამაში გველის ხვალ და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა, პერსპექტიული, მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. ყველანაირად ვეცდებით, არ მივცეთ სივრცე, რაც მას სახიფათო მომენტებისთვის სჭირდება. ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და იმედია, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო უკეთეს შედეგებს დადებენ".
რატი შელეგია ლარნაკადან "სპორტალისთვის"