კვიპროსი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსს ვერ ამარცხებს - 1:1.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, პირველი მომენტი მიქაუტაძემ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი კარს ასცდა. ამას დაცვაში ჩვენი გუნდის შეცდომა მოჰყვა, როდესაც ჯერ მამარდაშვილმა, შემდეგ კი ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშებისას კვარაცხელიამ ორჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა აღინიშნოს, მეტოქე ღრმად დაცვაში არ იყო ჩამდგარი და ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას არ ფლობდა. 27-ე წუთზე ხვიჩამ ჩინებული პასით ჩაკვეტაძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან
შანსი ვერ გამოიყენა. 31-ე წუთზე კი მიქაუტაძემ ნახევარმცველ გოგიჩის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 35-ე წუთზე ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში მოწინააღმდეგის თავდამსხმელი ანტონიუ წაიქცა და პიტასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

ლარნაკა. "აეკ არენა"
კვიპროსი - საქართველო
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
მართლა აზრზე არ ხარ, აი რაში იყო მაგარი ლოჩოშვილი, ერთი კომპონენტი გვითხარი. ვისაც ის ჰგონია, რომ ხვიჩას ცუდი თამაში ჰქონდა, იმან არც უნდა უყუროს
ქომაგი-ს
01:15 18-06-2023
1
ვინც აქ ლორჩოშვილს აგინებთ, ფეხბურთის აზრზე არა ხართ. მიუხედავად იმ საეჭვო პენალტისა, ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. გაითვალისწინეთ, რომ ძაან ნაჩვევიც არაა კაშიასთან დუეტში თამაშს, ნაკლებად იძახებენ.
ქომაგი
00:47 18-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული