ქეცბაია: მატჩის ბედი სათადარიგოებმა გადაწყვიტეს - აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე, სახლში საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (1:2), კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"მგონი კარგი, საინტერესო მატჩი იყო ორივე გუნდის მხრიდან. მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. ვფიქრობ, ფრე კარგი შედეგი იქნებოდა ორივე გუნდისთვის. არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ სათადარიგო მოთამაშეებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. წაგებული თამაშით კმაყოფილი როგორ ვიქნები, მაგრამ მეტს ვერაფერს მოვთხოვდი ჩემს ფეხბურთელებს! 5-6 ფეხბურთელი გვაკლდა, ამხელა დანაკლსისის ანაზღაურება კი, ჩვენისთანა პატარა გუნდისთვის ძალიან რთულია. საწყენია, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად და საბოლოოდ, ქულაც
ვერ
ავიღეთ...

ცხადია, თვალს ვადევნებ ქართველ მოთამაშეებს და ვიცი, რა პოტენციალი აქვთ. ვიცი და მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ძალიან კარგი თაობა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. იმის გარდა, რომ კვიპროსელებმა პირადად ნახეს მსოფლიო დონის მოთამაშე... გული მწყდება, რომ ბევრი კვიპროსელი სახლში დარჩა, რომ საქართველოდან მეტი ქომაგი ჩამოვიდა, ვიდრე აქაურები. ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ... იმედია, შეიცვლება ეს მიდგომა.

რაც შეეხება შეცვლებს, დიახ, ამან იქონია გავლენა თამაშზე. მნიშვნელოვანია, სკამზეც გყავდეს მაღალი დონის მოთამაშეები და საბოლოოდ, სწორედ მათ გადაწყვიტეს მატჩის ბედი".

რატი შელეგია ლარნაკადან "სპორტალისთვის"

მკითხველის კომენტარები / 14 /
თემო ძალიან გვიყვარხარ გენაცვალეე!
გეგი
13:31 18-06-2023
1
სადარი სამარტალი ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
pepe
12:45 18-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული