კვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:1 მოუგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველა ანალიტიკურმა საიტმა "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აღიარა.

კვარაცხელიამ ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა ძალიან გუნდურად თამაშობდა, პარტნიორებს პასით სამჯერ შეუქმნა პოტენციური საგოლე მომენტი და 12-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა - იმდენივე, რამდენიც ყველა მისმა თანანაკრებელმა ერთად.

WhoScored-მა ხვიჩას გარჯა 9.0 ქულით შეაფასა, Sofscore-მა 8.8-ით, ხოლო Flashscore 8.2-ით.

altქეცბაია: მატჩის ბედი სათადარიგოებმა გადაწყვიტეს - აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

altსაქართველოს

ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altმატჩის დღე! საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ცვლილებები, რომელმაც გაამართლა...

მკითხველის კომენტარები / 41 /
მე სოფასკორმა და ფლეშსკორმა 10 რომ არ დაუწერეს ის გამიკვირდ, მაინტერესებს!! გუნდმა ვერ ითამაშა ცხრიანზე და კვარამ როგორ მიიღო ასეთი შეფასება....როგორც ჩანს, .მარტო უაზრო მატავით შემტევი მოთამაშის უმაღლესი შეფასება ახალია. კვიპროსთან თამაშით ჩვენ მხოლოდ შედეგით ვართ კმაყოფილი,რომლის დადგომაში მიქაუტაძემ, დავითაშვილმა და ლობჟანიძემ შეიტანეს ლომის წილი და არა ხვიჩამ,მართალია ეს შეფასებები სიმბოლურია და საკამათო, მაგრამ მაინც.....ისე ხვიჩა უკამათოა- ვასკვლავია და ისე განსხვავდებოდა ჩვენი და კვიპროსელი ფეხბურთელებისგან, როგორც ცა და დედამიწა, სწორედ ასეთი დონის შემტევ ფეხბურთელს, კვიპროსის დონის მაჩანჩალა გუნთან არ უნდა ჰქონდეს აქტივში, მთელი თამაშის განმავლოაში 10-12 ქუჩური მატავი და სამი გამამწვავებელი პასი, როდესაც თანაგუნდელები ფაქტიურად მარტო მას ხედავენ მინდორზე და პასისას პირველი არჩევანი არის..... ამ სანიოლისაც ვერ გავიგეე...ჭაკვე სპეციალურად დააყენა მარჯვენა ფლანგზე რომ ვერ ეთამაშა, თუ მე მომეჩვენა?? ან კვარას ცენტრში შემოწევით და აზაროვის მარცხენა ფრთის ჩაბარებით, რომელიც ვერც წინ ასწრებდა და ვერც უკან და უაზროდ დარბოდა- რისი დამტკიცედა უნდოდა-ესეც ვერ გავიგე....... ეს მხოლოდ ჩემი დილეტანტური აზრია და მეტი არაფერიიი...
SOSO
10:44 19-06-2023
13
მინიმუმ 3 ფეხბურთელი მიდის კვარაცხელიასთან როცა ბურთი აქვს, ეს უთავისუფლებს სივრცეს სხვა ფეხბურთელებს და გოლის შანსი იზრდება:) ესაა კვარას ეფექტი და გინდა კოზირი, ამას მოყვება ჯარიმა, ყვითელი, გოლი და მეტს რას ითხოვთ ამ კაცისგან:) დღეს კვარა გუნდის ლიდერია და ეს ფაქტია!!! გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს!!!
ბექა
09:56 19-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული