
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:1 მოუგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველა ანალიტიკურმა საიტმა "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აღიარა.
კვარაცხელიამ ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა ძალიან გუნდურად თამაშობდა, პარტნიორებს პასით სამჯერ შეუქმნა პოტენციური საგოლე მომენტი და 12-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა - იმდენივე, რამდენიც ყველა მისმა თანანაკრებელმა ერთად.
WhoScored-მა ხვიჩას გარჯა 9.0 ქულით შეაფასა, Sofscore-მა 8.8-ით, ხოლო Flashscore 8.2-ით.
გოლი თუ არ გაიტანა, თქვენი აზრით არც უთამაშია საერთოდ!
ისე, რა მაგის პასუხია და, ფილმ ფეოლაში ახალი, რუსი (ფილიპოვი) მწვრთნელის კადრები რატომ ამოჭრეს, ხომ არ იცით?
რეჟისორის ჩანაფიქრი იყო ეჩვენებინა, რომ ქართველის ნაშრომი რუსმა მიისაკუთრა და ფილმის რესტავრაციისას ეს 10-15 წამი ამოგლიჯეს.
1930-იანი წლებია ისევ?