ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:1 მოუგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველა ანალიტიკურმა საიტმა "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აღიარა.
კვარაცხელიამ ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა ძალიან გუნდურად თამაშობდა, პარტნიორებს პასით სამჯერ შეუქმნა პოტენციური საგოლე მომენტი და 12-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა - იმდენივე, რამდენიც ყველა მისმა თანანაკრებელმა ერთად.
WhoScored-მა ხვიჩას გარჯა 9.0 ქულით შეაფასა, Sofscore-მა 8.8-ით, ხოლო Flashscore 8.2-ით.
ძალიან კარგი ტამაშ ქონდა საოცარი პასები ბურტის გატანა მოძრაობა დრიბლინგი მართლაც რომ ძალიან დიდი კლასის ფეღბურთელი გვყავს ქართველებს