სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
ტაქტიკაში ქეცბაიამ აშკარად აჯობა სანიოლს და მის ორ დამხმარე გენიოსებს აიკადებით რომ მარიაჟობენ.
ბაჯო
19 ივნისი 2023 13:49
2
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას რო გადახედო შეიძლება ტირილი მოგინდეს
სლოვანი
ნეფჩი
კრაკოვია
აპოელი
ლეხი
ბათუმი
პანეთოლიკოსი
კარაგუმრუკი

ასე რომ მადლობა თქვით რასაც აღწევენ :)
las
19 ივნისი 2023 13:38
5
ვერ ვარ ხასიათზე.ისევ არ ჭამს ფიებს
G.LA
19 ივნისი 2023 12:27
7
რაც უფრო გაიზარდა ნაკრების დონე, მით უფრო ნათლად სჩანს დაცვის და ნახევარდაცვის სისუსტე. კვეკვესკირი რამდენჯერაც მიიღებს ბურთს იმდენი ვალიდოლი მჭირდება.. გაგნიძის იმედი მქონდა, მაგრამ ერთი ორი ისეთი პასი გააკეთა, არ ვიცი..
სხვა ვინ შეიძლება ჩამჭრელებად გამოგვადგეს?
ქუთაისელი
19 ივნისი 2023 11:52
3
მარადიშვილი!!!!
მათე
19 ივნისი 2023 13:39
1
მარადიშვილი
სოსო
19 ივნისი 2023 13:29
1
კვიპროსმა გვაჯობა გუნდური თამაშით,ეს ქეცბაიას დამსახურება იყო,საქართველომ მოიგო რამოდენიმე ფეხბურთელის კლასის წყალობით
ვარლამი,პოლონეთიდან
19 ივნისი 2023 11:46
3
კიდევ ვიძახი, სანიოლი ერთ იძახის, 4 მცველი და ორი თავდამსხმელით თამაში გაგმართლაო, იგივე მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მეორე ტაიმში და მეორეს აკეთებს, ათამაშებ რა 3 მცველს და ერთ თავდამსხმელს და შედეგიც სახეზეა!
ამნაირი უსახური თამაში ცუდია და შედეგი კარგი გასაგებია... კვიპროსმა ამგვარი თამაშით თვით საბერძნეთი დაამარცხა, მაგრამ თუ ეს ტაქტიკა უსახურია და არ ამართლებს, მაშინ?!
ლაშა
19 ივნისი 2023 11:19
0
Aq rogirc vxedav komentarebs gamodis rom mxolod me ar vfiqrob imaze,rom sanioli ar aris magali donis specialisti da ai ratom:1.ver chamoakaliba dacvis xazi,2.ver gaigo rogor gamoikenos zogierti fexburteli,magalitat gocholeishvili(ver mivxvdi ras aketebda kviprostan moedanze),an chakves marjvniv ra undoda??3.kvekve sul dziritadshi ratom??4.stantartulebi didi 0 ginda chveni ginda imati(areuloba sajarimoshi)5.roca gkavs aseti swrafi vingerebi sajarimoshi an aravin an dabali miqautadze da vis unda chauwodo???imitomaa utavbolo ukan pasebi...
Givi
19 ივნისი 2023 11:08
3
სპორტულ ფორუმებს სხვა ენებზეც ვათვალიერებ (ჩემი შვილიშვილები მეხმარებიან), მაგრამ სპორტალზე ვინც პოსტავს, მოყვარულებიც და სპეციალისტებიც, რაღაცატომ მეჩვენება, რომ უფრო კვალიფიციურია და კომპეტენტური, ვიდრე სხვა ქვეყნის ანალოგიური საიტების შინაარსი. ერთი სიტყვით, ტაქტიკაშიც, ტექნიკაშიც, ფიზიკაშიც მსჯელობა, შემადგენლობის დაყენება - ზოგიერთ ჩვენ პორტალელს მწვრთნელის დონეზე შეუძლია. ზოგიერთს ეს არ მოწონს - ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვსო. მე კი პირიქით მიმაჩნია, რაც უფრო მეტი კვალიფიციური მსჯელობა და დისკუსია იქნება, უფრო უკეთესია ქართული ფეხბურთისათვის, საერთო საქმისათვის, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა ნაკლება ერკვევა სათამაშო ტაქტიკაში, ერთმანეთში ურევს ტაქტიკურ განლაგებას და გუნდის სათამაშო ტაქტიკას. მოვუწოდებ ქართველ მწვრთნელებს, სპეციალისტებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ თამაშის განხილვებში, თამამად გამოთქვან აზრი, ჩაებან ცოცხალ დისკუსიებში. ასე უფრო აიმაღლებენ თეორიულ ცოდნას და კვალიფიკაციას.
თუმცა, ძალიან საწყენია, რომ ზოგიერთს კვალიფიკაცია და არგუმენტები არ ყოფნის და ყველა საპირისპირო, მიუღებელი აზრის მატარებელს ლანძღავს და შეურაცყოფას აყენებს. ამის წინ, ტაქტიკაზე (4-3-3) და შემადგენლობაზე მქონდა პოსტი და გამოვთქვი აზრი სამი თავდამსხმელით თამაშის შესახებ - მარცხნივ კვარა, ცენტრში მიქაუტაძე, ხან ბუდუ, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო. ვიღაც გამოვარდა და ამის გამო ლამის ფსიქიატრიულში, წარმოსახვითი ნაპოლეონის და რუსთაველის გვერდით დამაწვინა. მესმის მისი გაბრაზების, რომ შეიძლება თინეიჯერი იყო, ან ნააზრევის აღქმის უნარი ჯერ არ გააჩნდა. არც გავბრაზებულვარ - ასეთი ხალხი უფრო თანაგრძნობას საჭიროებენ, მაგრამ მოვერიდოთ სხვის დაცინვას, გალანძღვას, გინებას. ეს ალალი, სპორტული, სასარგებლო საიტია და ჩვენი მოზომილი, ზრდილობიანი კომენტირებით და ურთიერთ პატივისცემით უფრო კარგს და მიმზიდველს გავხდით.
მადლობა საიტის ადმინისტრაციას და წარმატებები ყველას!
თენგაბი
19 ივნისი 2023 11:05
2
მადლობა პირიქით თქვენ ბატონო სოსო, რომ საჯაროდ დამიჭირეთ მხარი უარი ვთქვათ ამ ზიზღით და აგრესიით გაჯერებულ კომენტარებზე. ჩვენ, ქართველები, პატარა ერი ვართ, ერთი დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერს გავუძლოთ და გადავრჩეთ. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გატანა-თანადგომა თუ გადაგვარჩენს. კი ბატონო, დისკუსია, კამათი, აზრების ჭიდილი უნდა იყოს, მაგის გარეშე განვითარება არ იქნება, ოღონდ ამის მიზანი უკეთესი ცხოვრება, ბევრი წარმატებული ქართველი და უკეთესი საქართველო უნდა იყოს. ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ერი!
თენგაბი
19 ივნისი 2023 18:12
0
კი, კარგი საიტია, მაგრამ ადმინისტრაციაზე მეტად ეს მკითხველის დამსახურებაა, მე სტატიებზე მეტად (განსაკუთრებით ინტერნეტიდან ნათარგმნების) ხშირ შემთხვევაში კომენტარებს ვკითხულობ, ერთგვარი ფორუმივითაა, რომლებმაც თავის მხრივ ვერ
მოიპოვეს პოპულარობა. ბევრია საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება (რა თქმა ე.წ. ბიომასას არ ვგულისხმობ). ხოლო ადმინები მაგრად სცოდავენ სამჯერ დავწერე რომ კვარას ჩავარდნა არ აქვს , ეს არის უიღბლობა , რომელიც მას დაეწყო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დავწერე სავარაუდო (შესაძლოა ვინმესთვის მიუღებელი) მიზეზიც, რომელიც არ ვთვლი რომ უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ არც ერთხელ არ გამომიქვეყნეს, ხან შევარბილე, ხან რა, მაგრამ მაინც არ დადეს, სამიდან არცერთხელ!! ამიტომ აღარ დავწერ თორე არც ამ კომენტს დადებებ.
ქორ-პარიკმახერი
19 ივნისი 2023 15:26
1
ყველა გამოხმაურება
კვიპროსში იყო ორი ამოცანა: 3 ქულის აღება და მოთამაშეების კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა შოტლანდიაში მატჩის წინ. ორივე ამოცანა შესრულებულია.
ქ. გ.
19 ივნისი 2023 10:53
2
სურათები შოტლანდიაში
https://twitter.com/GeorgiaGff/status/1670681738618568707
ქ. გ.
19 ივნისი 2023 10:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული