სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
1) ტაქტიკა რატომ უნდა შეეცვალა? აშკარად შემტევი შემადგენლობა დააყენა. სხვა საკითხია ის რომ პირველ ნომრად გვიჭირს თამაში. 2) ლოჩოსშვილზე გეთანხმებით. ჩაკვეტაძემ ცენტრში ბევრი ცადა. მეეჭვება ეგ დავითაშვილის ადგილზე ყოფილიყო. მარჯვნივ გოჩო იყო. მან ბევრი იმუშავა მაგრამ სიმწვავე აკლდა. აქედან 3) ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავითაშვილი და ლობჟანიძე თავიდანვე რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად კარგი თამაში წავიდოდა. იქნებ გოჩომ და ჩაკვემ დაღალა ის მცველები? ეს ვარიანტი რატომ არ განიხილება? 4. შეცვლა იყო სწორ დროს და სწორი. 5. გაგნიძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ჯერობით ბევრი აკლია, ამიტომ შემოყავს შეცვლაზე. 6. ჩვენ დაცვას მაგრა უჭირს პრესინგის დროს, არადა შოტლანდია ჩვენ დაცვას მაგრა დააპრესინგებს. საჭიროა კომბინაციების მომზადება, როგორ ამოვიტანოთ ბურთი დაცვიდან. ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს.
და ბოლოს რაც უფრო მეტი ანალიტიკური სტატია იქნება, მით უფრო განვითარდება ფეხბურთი. (ვიცი ბევრს გაეცინება, მაგრამ ესეა.)
ჰაჰა
19 ივნისი 2023 10:27
1
სანიოლმა შოტლანდიას არ ანახა რა ტაქტიკით ვითამაშებთ დაუმალავს სათამაშო სტილი მატჩი მოიგო და ახლა შოტლანდიაში სულ სხვა თამაშს ვითამაშებთ.
Ucxo
19 ივნისი 2023 10:15
3
რა შეფასება მაგას უნდა როგორც მწვრთნელი ქეცბაია ჯობია ხოლო ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებს უკეთესი ჰყავს
ადვილია
19 ივნისი 2023 09:46
9
ეს მწვრთენლი დღემდე ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელია ნაკრების ძირითადი 11-ული :)
გოჩოლეიშვილი სად დააყენა საერთოდ გაუგებარია, ცხოვრებაში არ უთამაშია მარჯვნივ.
ალბათ აზაროვი ვერ ამოაგდო ძირითადიდან ან არ ამოაგდებინეს.
ჩაკვესაც უნდა მისცეს ის დავალება რაც მას ეკუთვნის.
დავითაშვილის ადგილას დაყენაბა რაღა იყო, მაშინ პირდაპირ დავითაშვილი გამოეყვანა :)
მოკლედ შეცდომებია მსიი მხრადნ
ეს კაშიაც ბერდება 36 არის უკვე, ალბათ უნდა იფიქროს მისი შემცვლელი იპოვნოს
las
19 ივნისი 2023 09:41
17
თუ ძმა ხარ ჯერ შენ თვითონ მიიღე განათლება
მე
19 ივნისი 2023 15:06
1
გოჩოლეიშვილის რამდენი თამაში გაქვს ნანახი,ცხოვრებაში არ უთამაშიაო,რომ სწერ?21 წლამდელებში,ინგლისელებს.საკუთარი საჯარიმოდან წაღებული ბურთი რომ გაუტანა,რომელი ფლანგიდან წავიდა,აბა გაიხსენე?!თუ ის სხვა ცხოვრება იყო?რა ვიცი,შახტიარშიც ვცდილობდი მისი თამაშების ნახვას და იქაც მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა,სხვადასხვა პოზიციებზე,თუმცა მარცხნიდანაც დააყენეს,რამდენჯერმე.იქ წასვლამდეც,მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და ნუ გვარწმუნებ ამდენ ხალხს,ცხოვრებაში არ უთამაშიაო.თვითომ რომ არ გინახია,ეს არ ნიშნავს,რომ არ მომხდარა.
სოსო
19 ივნისი 2023 13:45
1
ყველა გამოხმაურება
ვფიქრობ ჩაკვეტაძის სუსტი თამაში არასწორად შერჩეული პოზიციის და ძალიან სუსტი მარჯვენა ფლანგის დამსახურებაა. ლობჟანიძე თავიდანვე რომ დაეყენებინა ბევრად პროდუქტიული ტანდემი იქნებოდა.
ჩაქო
19 ივნისი 2023 09:21
3
დაცვის ცენტრი უნდა იყოს:კაშია,კვირკველია(ან გველესიანი) დვალი. Ფლანგები: ლობჟანიძე და აზაროვი. Ცენტრი: კიტე და გაგნიძე. Წინ კვარა,დავითაშვილი და მიქაუტაძე.მეკარე მამარდა რათქმაუნდა.
Რერო
19 ივნისი 2023 08:48
3
რა ნახვა უნდა 21 საუკუნეა მეგობარო! Მოინდომე და შენც ნახავ.
Რერო
19 ივნისი 2023 14:55
0
გველესიანის თამაში სად ნახე? ირანში ცხივრობ?
ვერგავიგე
19 ივნისი 2023 11:19
3
გამარჯვებულის ფონზე, გაწონასწორებული და ობიექტური შეფასებაა
პაატა
19 ივნისი 2023 08:44
2
ვიღაცას თუ დედას არ აგინებენ და არც აქებენ, ლობირებაა? ექნებათ ინდივიდუალური შეფასებაც, ნუ ღელავთ
პატრიოტ ქართველს
19 ივნისი 2023 08:43
1
თუ ჯორჟს სწერთ ფრანგულ ამბავში
მაშინ ჟოღჟი უნდა დაწეროთ!!!
პროფესტო
19 ივნისი 2023 03:07
11
ვეჟო, იძახი ოთხმცველიანმა და ორთავდამსხმელიანმა ტაქტიკამ გაამართლაო და ეს ყველამ დაინახა და მაინც სამი მცველით და ერთი ფორვარდით ათამაშებ ნაკრებს?!
ჰოდა ამგვარი უსახური ფეხბურთით ყველა დაიღალა!
ლაშა
19 ივნისი 2023 01:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული