შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოკლედ უპასუხა მედიის კითხვებს:
"ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად არ იყო იოლი. დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში - ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.
კარგი იყო, რომ ამ სიტუაციაში ტრავმა არც ერთი გუნდის მოთამაშეებმა არ მიიღეს, მათ ხომ ბევრჯერ მოუწიათ თამაშში ჩართვა. რამდენჯერმე გახდნენ იძულებული, გახურებულიყვნენ.
შესცივდათ, უჭმელებიც იყვნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ რთული იყო, ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა მათზე.
მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა. მწვრთნელი ვარ და მეც ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს".
რატი შელეგია გლაზგოდან „სპორტალისთვის“
ფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში
საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?
მატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა