საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
Ერთი რამ ფაქტია,ჩვენ არ გვყავს შოტლანდიის და ნორვეგიის კლასის ფეხბურთელები, რეალურად გვყავს 3 4 კაცი მაღალი დონის,:კვარა,მამარდა,ჟორჟი, შეიძლება ამათ დაუმატო ზურიკო ან კიტე. Დანარჩენი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას პრემიერ ლიგით დაკომპლექტებულ ნაკრებს. Ამიტომ ჯერ ცაში ფრენა და ოცნება დიდი ფორუმზე მოხვედრის ძალიან საეჭვოა.
Გაბო
21 ივნისი 2023 15:32
3
მოროკოს ჩვენზე გაცილებით მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ძალიან მაგარ კლუბებშიც თამაშობენ.
გიორგი
22 ივნისი 2023 15:23
0
ერთად და მეტი მონდომებით ყველაფერი გამოგვივა მარტო მოროკოს მაგალითი რომ ავიღოთ ეგეც კი საკმარისია არც მოროკო ყოფილა ვარსკვლავებით გადაჭედილი გუნდი მაგრამ კინაღამ მუნდიალი მოიგეს)
gio9
21 ივნისი 2023 15:59
7
საყრდენი(ამრთმევი) ნახევარმცველი გვიჭირს ყველაზე უფრო!
უჩა
21 ივნისი 2023 15:23
0
საქართველოს ნაკრებმა თამასის პირველი 2/3 განმავლობაში აჩვენა მაგალითი კვარაცხელიას განეიტრალების--პასი არ უნდა მისცე და ყველაფერი რიგზე იქნება. ისე ხვიჩას ბოლო თამაშებში ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა სეზონის დასრულების მაგრამ პროფესიონალია და პასუხისმეგებლობა აქვს ამიტომ ბოლომდე იხარჯებოდა უკანასკნელი ძალების მობილიზაციით. მართლა რომ ზღაპრული სეზონი ჰქონდა (ერთი წლის წინ ვინ იფიქრებდა ქართველი ფეხბურტელი სერია ა-ს საუკეტესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის ნომინანტებშ სორის იქნებოდა ასე შემდეგ?) და ამიტომ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის საამაყოც, რასაც ყველას ვულოცავ. შემდეგი სეწზონი კიდევ უკეთესი ექნება.
გიორგი
21 ივნისი 2023 15:22
3
წიგნი, ფილმი და დიდება ხომ არ იჩქარეს ავტორებმა?
მოკლედ
21 ივნისი 2023 15:22
4
,,და ნაკვალევს წვიმა შლის,,
თემური
21 ივნისი 2023 15:18
1
ნახეთ შოტლანდიის დარჩენილი თამაშების სია. ოთხივე თამაშს წააგებს. ჩვენ იმედი ასე მალე არ უნდა დავკარგოთ.
ქ. გ.
21 ივნისი 2023 15:10
7
დავბრუნდით ისევ იმ ჭაობში, წლებია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ!!!!
ლადო
21 ივნისი 2023 15:06
5
დდდ
ზურაბი
21 ივნისი 2023 15:05
3
ო, რა ლამაზი სასიდედრო ჰყავს! "- ხვიჩა, როგორ ახერხებ ფოკუსის შენარჩუნებას?"
ზურაბი
21 ივნისი 2023 15:03
14
შენისთანა კაცს, თავის დროზე საზოგადოება აძლევდა სათანადო პასუხს.
გულშემატკივარი
22 ივნისი 2023 15:46
0
წყალში დაიკარგა ჩვენი ლიდერების უპირატესობა. ასეთ პირობებში ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი უფრო დაზარალდა, ვიდრე უნიჭო მოწინააღმდეგე. სად უფრო გაგიჭირდება ხვიჩას გაჩერება: კარგ მოედანზე თუ ჭაობში?
ქ. გ.
21 ივნისი 2023 15:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული