საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ვიცი მაინც დაბლოკავთ მარა თქვენთვის დავწერ რო ამის მიზეზი არის მამარდაშვილიიიიი. . . ეს ბიჭი გამოსვლაზე არის სრული პანიკიორი და შესაბამისად მისი შიში დაცვაზე გადადის,კაშიასაც კი გადაედო,პეხით ხო საერთოდ,მეშინია ერთ მშვენიერ დღეს მაგ ფეხით საკუთარი კარი არ აიღოს.ლორია ყველა დროი საუკეთესო ქართველი მეკარეა საიუზიდან მოყოლებული,აბსუს ლაზარე კუპატაძე ? რის გამო დაუნგრიეს ბიჭს კარიერა.გუგეშაშვილიც ბევრად ჯობს მამარდაშვილს.მეშინია ეხლა ახალგაზრდული არ დაღუპონ
napoleoni
24 ივნისი 2023 01:07
2
სუსტი სიტუაციის შეცვლის დროს უფრო იბნევა ვიდრე ძლიერი.პირველ რიგში,უკანასკნელი თავგანწირვა იყო საჭირო,რომ ბურთი ჩვენს საჯარიმოში არ შემოსულიყო ასეთ პირობებში.ეს უნდა ეთქვა მწვრთნელს.ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,უნდა დაეყენებინა შესაბამისი შემადგენლობა,რომ რაღაც შანსი გვქონოდა.
ილია
23 ივნისი 2023 09:06
0
სუსტი სიტუაციის შეცვლის დროს უფრო იბნევა ვიდრე ძლიერი.პირველ რიგში,უკანასკნელი თავგანწირვა იყო საჭირო,რომ ბურთი ჩვენს საჯარიმოში არ შემოსულიყო ასეთ პირობებში.ეს უნდა ეთქვა მწვრთნელს.ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,უნდა დაეყენებინა შესაბამისი შემადგენლობა,რომ რაღაც შანსი გვქონოდა.
ილია
23 ივნისი 2023 09:05
0
ერთი რამ არის ფაქტი, ვერ აყენებს ეს კაცი სასტავს ისეთს როგორიც იმ მომენტისთვის იყო ოპტიმალური.კვეკვემაც და კაკაბაძემემაც ვერ ითამაშეს კიპრთან.ზუსტად ეგენი იყვნენ ყველაზე სუსტები გლაზგოშიც.არც სხვები იყვნენ ბეთოვლათები მაგრამ შედარებით.არა აქვს ამ კაცს სათანადო გამოცდილება და უნარი რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი.ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამათუ იმ ფეხბურთელის შერჩევა გამოცდილებაზე,რაც ამ კაცს არა აქვს.კი ბ-ნო, კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა. ეხლა რაც შეეხება ფეხბურთელებს.მამარდას არ ვთვლი მეკარეა(ისე ფეხით თამაში აქვს გასუმჯობესელი,თორემ არცერთი ტოპ გუნდი არ წაიყვანს) სამად სამი ფეხბურთი გვყავს--ხბიჩა,მიქაუტაძე, კიტე. წინათ კაშოც იყო. დანარჩენები საშუალოზე დაბლაა ყველა(კაშოს პატივისცემის მიუხედავად,ასაკი უკვე თავისას შვება,მარტო გამოცდილება აღარ შველის საქმეს).სამი ფეხბურთელის ხარჯზე ვითხოვთ რეზულტატი,მე მგონი ცოტა აბსურდია.პ.ს.გაგნიძემ თუ იშრომა მაგიც კარგი ფეხბურთელი იქნება.
კახა ქ.
23 ივნისი 2023 07:47
0
ჯერ არც მწვრთნელს ქონდა შევდომები დაშვებული და არც ეგრე წვიმდა, რომ საქართველოს ნაკრებს ტოტალიზატორებმა 9,0 მისცეს კუში. ახლა რასაც გინდათ დააბრალეთ, მაგრამ მაგ თამაშის მოლოდინი რომ მოვიგებდით ან ფრეს ვითამაშებდით ცოტა გადაჭარბებული იყო
მორიელი
22 ივნისი 2023 23:56
5
მოთამაშეების დაყენებაზე გადაწყვეტილებებს თვითონ სანიოლი იღებს თუ მოს მაგივრად სხვა? სანიოლს ყავს თანაშემწეებიც და მათი პასუხისმგებლობა ჩანს სადმე?
ნიკოლოზი
22 ივნისი 2023 21:43
0
რასაც ვუყურებ ბევრი სანიოლს და ფედერაციას აკრიტიკებს, რა ქნამ ამ ხალხმა როდესაც ელემენტარულ ზუსტ პასს ვერ აკეთებენ ჩვენი ფეხბურთელები, მცველებს ბურთი ვერ ამოაქვთ თავიანთი საჯარიმოდან, მეკარეს ფეხები უკანკალებს ყოველ კუთხურზე და ხვიჩა კიდევ მერამდენე პენალტს აფუჭებს, შეხედეთ რომალდუს, ტიპი არის მილიარდელი და 38 წლის ასაკში ისევე ვარჯიდობს როგორც კარიერის დასაწყისში ვარჯიშობდა, ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა ამხელა ქონება რომ დააგროვოს ის საერთოდ თუ იფიქრებს ფეხბურთზე, დასკვნა არის ერთი არ არიან ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონლები და ბევრს არ ესმის რომ ფეხბურთი მოითხოვს 24 საათიან შრომას
მამუკა
22 ივნისი 2023 21:42
2
მინდა გითხრატ,რომ ჩემი აზრით სანიოლიდაბნეულად გამოიყურება,არ იცის ვინ ათამაშოს და რა ტაქტიკით ითამაშოს.
მირო
22 ივნისი 2023 18:01
0
30 წელია ერᲗი და იგივე. ᲕიწყებᲗ ᲨესარᲩევებს დიდი მოლოდინიᲗ და ბოლოს არ გამოდის არაფერი. ᲓადეᲗ ბავᲨᲗა გუნდბის, ტრინერების და ფიზ მოზადების ტრინერბის განვიᲗარების გეგმა. ᲒვიᲭირს ფიზ მოზადება. ᲒვიᲭირს კომბინაცია, გვიᲭირს სწრაფი ᲗამაᲨი, ბურᲗის არᲗმევა და წელს ზევიᲗ ᲗამაᲨი, ( ხელის და ბეᲭის ჯიკავი, ᲗავიᲗ ᲗამაᲨი) რა დაგვრᲩა, დაგვᲩა ტეხნიკა და Ჩვენი ბიᲭების მონდომება. Მაგრამ მერე ზოგს გამოდის ᲗამაᲨი და ზოგს არა, სწორაᲗ Თუ ავზრდიᲗ ბავᲨვებს და სწორ ფეხბურᲗს ასწავლიან გადამზადებული ტრინერები, ისინი ჯერ გუნდებს გამოადგებიან Შემდეგ ნაკრებს.
Კახა
22 ივნისი 2023 14:29
1
რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ეს მატჩი წააგო ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა. რატომ? იმიტომ რომ გუნდი მინდორზე არ უნდა გასულიყო, რადგან ცხადი იყო, რომ ასეთ პირობებში,წყალი შოტლანდიელების წისქვილზე ასხამდა. ჩვენები თავიანთ საუკეთესო მხარეებს ვერ წარმოაჩენდა. ჩვენი უპირატესობა, ტექნიკური თამაში, ნულს გაუტოლდა. ასევე, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ვერა და ვერ გაიგეს, რა ტაქტიკით ითამაშონ და ვინ ათამაშონ. საზონოვს კაცი ახალგაზრდულს დაუთმობდა? რატომ იჯდა გველესიანი სკამზე? ან კვეკვესკირს რა უნდოდა სასტარტოშ? რატომ არ იყვნენ გოჩოლე აზაროვ, დავითაშვლ? ამაშია საქმე. ასე ვერაფერსაც ვერ მვაღწევთ. რა გახდა ერთ მაღალ ვალფაცს მქონე მწვრთნელ? და ხომ შეძლება არავნ არ ჩაეროს შემადგენლობს შერჩევაშ?
ლევან მაღლაკელიძე
22 ივნისი 2023 13:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული