"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
სანიოლი გასაშვებია, თუ წასახალისებელი, ეგ მხოლოდ იმის გადასაწყვეტია, ვინც ხელშეკრულებაზე ხელი მოუწერა. არც მერაბ მეტრეველს, არც ვინმე სხვას არავინ ეკითხება და არაფერი ესაქმება, ფედერაცია რას გადაწყვეტს. ეგრე, მე არც მერაბ მეტრეველის ჟურნალისტობა მომწონს და არც ბევრი მედიასაშუალების არსებობა, წავიდნენ და სხვა საქმე გამონახონ. კომენტარებშიც ისე წერენ და ჭკუას ასწავლიან, თითქოს ფეხბურთსი რაიმე გაეგებოდეთ. შენიშვნა და კრიტიკა მხოლოდ იმ დარგის მაღალი დონის პროფესიონალისგან შეიძლება მიიღო და არა ტელევიზორთან წამოწოლილი მაყურებლისგან. რაღაც, კომენტარებში ვერც ალექს ფერგიუსონს, ვერც გვარდიოლას და მაურინიოს ვხედავ. ასე რომ, თქვენი საქმე მინიმუმ საშუალო დონეზე მაინც შეისწავლეთ და ის აკეთეთ.
ვახო
22 ივნისი 2023 12:55
4
წადი სანიოლი არ ხარ შენ პროფესიონალი მწვრთნელი ისეთი ფეხბურთელები არ ათამაშე რომელიც მაღალი დონის მცველები არიან ცდები საფრანგეთში ჩაატარე
ბუხუტი
22 ივნისი 2023 12:34
7
გასაშვებია აბა რა არის სანიოლი ახლა ატარებს ცდებს გველესიანი და ლოჩაშვილი როგორ არ ათამაშა მაგ არასწორმა ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს ნორმალური ქართველი მწვრთნელის ხელში აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან
ბუხუტი
22 ივნისი 2023 12:31
6
სანამ ნაკრების მწვრთნელამდე მივიდოდით მანამდე ხომ არ გაკეთებულიყო საფუძვლიანი ანალიზი ჩვენი ფეხბურთელების მომზადების დონის პრობლემებთან დაკავშირებით...რატომგაც ჩვენთან ტექნიკურ ფეხბურთელად მიაჩნიათ ის ვისაც ასი კაცი მოტყუება უნდა შელოს მოედანზე...ფეხბურთელი ტექნიკა ფასდება...მისი ბურთტან ურთერტობით..მიღებით გაჩერებით..ფეხით თავით თამასის ხარისხით..პასის სიზუსტით..პარტნიორის ხედვით..სიტუაციის შწორი ოპტიმალური შეფასებით და შესაბამის ქმედებით...კარში დარტყმის ტექნიკური არსენალით...ატასჯერ გვილაპარაკი რომ ფეხბურთელი ნაკრებში მომზადებული უნდა მივიდე სესაბამის უნარებით და ჩვევებით..საფეხბურთო განათლებით..ფიზიკური მომზადებიტ...ნაკრებში მისულ მიწვეულ ფეხბურთელი რომ ამ კონდიციებში არაა სრულად..მწვერთნელმა რაც არ უნდამაგარი იყო რა დავალება უნდა მისცეს? თუ თავიდან დაიწყოს ზრდასრული ახალგაზრდა კაცის აღზრდა განვიტარება..სანამ ბავშვთა ფეხბურთში ხარისხისანი საფეხბურთო განათლება და გამოციდლება არ შევა..სანამ პატარა ბიჭებიდან არ დავიწყებთ ფეხბურტელების გაზრდა..არასდროს არაფერი გამოვა...ხან მწრთნელი იქნება დამნაშავე ხან წყალი..ხან ქარი..და ხან ელპიტე ბებია...ცუდი თვალით რომ შეხედა თურმე ფეხბურთელს...30 წელი გავიდა და დავიწყოთ ფესვებიდან შეფასება...ბავშტა ფეხბურთი ძირითადათ არაპროფესიონელბის ხელშია..რა გახდა 10 კარგი სპეციალსტის მძებნა ევროპაში და ცამოყვანა..ა ყველა რეგიონში 1-2 ბავშვთა სკოლების ჩამოყალიბება მათი უშაულო მონაწიელობით სელექციით და სწორად წვრთნის პროცესის ორგანიზებით..გუშნდელმა ახალგაზარდული ნაკრების თამაშამ დაგვანახა რამდენად ჩამოვრჩებიტ ევრიპულ ფეხბურთს..ასეთი ფეხბურთი არაა ჩვენი ქართული შემტევი და ტექნიკური ფეხბურთი...ჩამოვრჩებით როგორც ფიზიკურ გავნივათერბით ასევე ტაქტიკური მომზადებით...10 კაცთან აც ვერ მოვახერხეთ კომბინაციური ფეხბურთის აწყობა..მესამე პასუის სინდრომი ამ ბოლო 20 წლის პრობლემაა და ფაქტიურად არავინ ფიქრობს მის აგმოფხვრაზე...არაფერს ვერჩი დგევანდელ მწვრეთლენს..რა დონის ეფხბურთელებიც ჰყავდა ამაზე ააწყო მისი სათმაშო ტაქტიკა და გაამართლა...შედეგის ტვალსაზირისთ ძალაინ კარგია ყველ გულშმეტკრივსრთვის..მაგრამ სატამაშო ხარისხი..ძალაინ დაბაალი..75 პროცენტი როცა მექტოქეს აქვს ბურთის ფლობა..ჩვენ მაშინ რას ვაკეთებთ მოედანზე..ვწევართ კარებში 11 კაცი?..ვულოცავ ბიჭებს ამ შედეგს..ხვალ მეტსაც მოვთხოვთ რა თქმა უნდა..მაგრამ..პოზიტივთან ერთად..პრობლემებს მეტი ყურდგება მივაქციოთ...პრობლემების გადაჭრა უფრო მეტ განვიათრებას შეძენს ფეხბურთელსაც და მწვერთლენბსაც..პრობლემების მათდა სასიკეთოდ გადაჭრა უფრო მეტ სარგებელს და გამოცდილებას შესძენს მათ..
bujanga
22 ივნისი 2023 11:50
1
რაც არის ეგ არის. სერიოზული ხალხი არც მოელოდა მოგებას.
ააფრინე ალალიო, რაც არ არი არ არისო :)

მერაბა მთავარ მწვრთნელად ! :))
gzp
22 ივნისი 2023 11:46
2
კვარა იმდენად იყო უფუნქციოდ დატოვილი,რომ მეგონა ისევ მარიო რუი იყო მოედანზე,სანიოლი ჩვენზე სწავლობს მწვრთნელობას, ერთი პროფესიონალი მწვრთნელი რა გახდა,თუნდ სპალეტის ნახევარი მაინც, დაცვა საქართველოს ნაკრების არ არსებობს,ამდენი ხანი როგორ ვერ ასწავლა და თუ არ შეგიძლია წადი რა
სვანსკი
22 ივნისი 2023 11:22
8
ერთიდაიგივე :)
რამდენს სარკეში ჩაგვახედავენ, მწვრთნელი არ ვარგა :)
გვყავს ერთი ტოპ ფეხბურთელი (რომელსაც გამოლოცვა ჭირდება), ერთი მაღალი დონის მეკარე და ერთი ნორმალური თავდამსხმელი. დანარჩენებიდან 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი. კი, ამ შემადგენლობითაც შეიძლება გაგივარდეს, მაგრამ ეს კანონზომიერება არ იქნება.
ციციკორე
22 ივნისი 2023 11:10
2
მერაბ მეტრეველი საპატივსაცემო ჟურნალისტია,მაგრამ ცოტა ზედმეტად ძლერი საფუხბორთო ექსპერტი ჰგონია თავი---1990დან დღე4 მდე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია სანიოლს აქვს და გლაზგოში წაგებას ნუ გადავაყოლებთ.იმ ამინდის და სკოტების გუნდის მდგომარეობის გათვალისწინებით 20 ივნისს უნდა წაგვეგო.სხვა საქმეა თუ კარგ ამინდში გვათამაშებდენ.ასე რომ ცდება მერაბ მეტრეველი
მიმინო
22 ივნისი 2023 10:15
5
იტალიური გაზეთები: მამარდაშვილით ინტერიც დაინტერესდა.
ქ. გ.
22 ივნისი 2023 10:12
1
შეიძლება სანიოლი ვერ არის ყველაზე კალიფიციური მწვრნელი, მაგრამ სხვა რა ვაირანტებია ვერ გავიგე?! ასევე უნდა ითქვას, რომ სანიოლს აქვს თავის პლიუსებიც და ერთიც, რომ ნაკებში ფეხბუთელებს პრესინგს არ ასწავლიან...შოტლანდიასთან მატჩში ბერვმა ფაქტორმ იმუშავა იმაზე, რომ ნაკრებს საშინელი ტაიმნახევარი ჰქონოდა 1 - მოედნის კატრასტროფულმა მდგომარეობამ, როდესაც ყველა ჩვენი კოზირი ფაქტიურად გაქარწყლდა (სავარაუდოდ მაგოტომ იყო შემადგენლობაში დვალიც და კირკველიაც) და 2- მატჩის შეჩერება და მისი დაწყებყების დროის რამოდენიმეჯერ გადაწევა, რაც ჩვნენნაირი ახალგაზრდა და ჯერჯერობით ფსიქოლოგიურად ნაკლებად მდრაგდი ნაკრებისთვის სერიოზული დარტყმა უნდა ყოფილიყო, გასაკუთრებით გასვლით შეხვედრაში. სანილოსაც რათქამაუნდ აჰქონდა თავის შეცდომები, მაგრამ იმ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა.
gionat
22 ივნისი 2023 10:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული