"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
შოტლანდიასთან მატჩამდე გუნდმა ბოლო 10 ოფიციალურ თამაშში 8ნმოიგო და 2 ფრე ითამაშა. ბოლი 17 თამაშში მხოლოდ 1 წააგო მაროკოსთან... ასეთი სტაბილური რომელი მწვრთნელი იყო საქართველოს ნაკრებში?
გიორგი
22 ივნისი 2023 09:56
0
ერთად ერთი, სანიოლი, ქართულს ვერ ცეკვავს, თორემ სხვა რა გინდათ?
გულშემატკივარი.
27 ივნისი 2023 09:33
0
სვანაძე როგორც მწვრთნელი უკვე უკეთესია სანიოლზე, რაც გუშინდელი ახალგაზრდულია თამაშმა დაადასტურა - მწყობრი ტაქტიკით, რომელიც ყველა ფეხბურთელმა შეასრულა ერთი თავით უფრო ძლიერ გუნდს მოუგეს (ესაა ნამდვილი სპორტი)
irakli
22 ივნისი 2023 09:22
4
mazgacha xar ra :))))))
suares
22 ივნისი 2023 12:00
2
პირველი და ერთადერთი შემთხვევაა,როდესაც მერაბს დავეთანხმე
ადამიანი
22 ივნისი 2023 09:11
4
30 წ.ვუყურებ და რაც სანიოლის ხელში თამაშობს ნაკრები,ისე კარგად არასდროს უთამაშია. ქინქლაძის თაობის ჩათვლით.
ერთი წააგო წარღვნაში და უკვე ვაგდებთ?
ლაშა
22 ივნისი 2023 09:08
1
სამწუხაროდ საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არის ჯერ იმ კალიბრის გუნდი, რომ შოტლანდიას მოუგოს გლაზგოში და თან მსგავს პირობებში. დარწმუნებული ვარ ბრაზილიის ნაკრები, რომ ყოფილიყო ჩვენს მაგივრად, მასაც მარცხი ელოდა. ამინდმა და მსაჯმა ტანდემში მე-12 მოთამაშის ფუნქცია შეასრულეს, თუ მეტი არა. რომ არა ის საშინელი 6 წუთი და უსამართლობა, სანიოლს ჰქონდა რესურსიც და შანსიც მინიმუმ ფრისთვის მიეღწია, სამართლიანად რომ ითქვას დაიჩაგრა საქართველოს ნაკრები და იღბალმაც დაგვაღალატა.
სიმართლე
22 ივნისი 2023 08:35
2
კიდე კაი ამას რამის გადაწყვეტა არ შეუძლია.
ტიმო
22 ივნისი 2023 07:54
1
პრესინგს რაც შეეხება ,ბატონო მერაბ ,პრესინგს სწრაფი და ტექნიკური უკანახაზელები სჭირდება, ვინაიდან მაღლა უნდა განლაგდნენ,ამის საშუალებას კაშია კვირკველია, დვალი ,კაკაბაძე,კვეკვე არ იძლევა,უკან წარმოქნილ სივრცეებს სრაფი შევსება სჭირდება.ამით არის განპირობებული ჩვენი არათანამედროვე მიდგომები ბურთის ართმევის დროს. რაც შეეხება კვარას,როგორც ძველი გულშემატკივარი,მახსოვს სლავა, მიშა ,გეტყვით რომ ასეთი მრავალმხრივი ტალანტი /იგულისხმევა ამ ტალანტის რეალიზებაც/ ქართულ ფეხბურთს არ ყოლია.
მიხეილი
22 ივნისი 2023 06:22
1
სწორი კრიტიკას,ვეთანხმები.
მაგრამ ერთიცაა-აზრი არა აქვს მწვრთნელების ცვლას,უნდა ვიზრუნოთ რომ ფეხბურთელები გვყავდეს.
როგორ აკლია ამ გუნდს იგივე არაბიძე,ზარანდია,პაპუნაშვილი და სხვები-ამ ბიჭებს შეეძლოთ ფეხბურთის თამაში და უნდა ვიზრუნოთ რომ ცეცაძის გუნდის ბიჭებივით არ დაიკარგონ.
იმ გუნდიდან მარტო ბუდუ თამაშობს დღეს
Levani
22 ივნისი 2023 03:12
3
აბა ახლა ამ კაცის მსჯელობას მეორე მხრიდან შეხედეთ.. ხომ ასეთი ამომწურავი და მაღალკვალიფიციური შეფასება წაიკითხეთ? ხომ ასე თვლით ვინც ეთანხმებით? და ვხედავ ბევრი ეთანხმებით. ჰოდა რას ელოდებით?

მაშინ გიპოვნიათ მწვრთელი და ეგ არის. რაღად გინდათ სანიოლი ან სვანაძე ან ვინმე დანიშნეთ მათავრ მწვრთელად მათავარი ნაკრების!

მეთანხმებით? რასას ელოდებით დანიშნეთ და ეგ არის! არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით რას ალაიქებთ მაშინ ამ კაცის აზრებს? მოკლედ ჩამოვყალიდეთ და საქმე ვქმნათ. ხელიხელ საგოგმანები. ნე ველოდებით ვიღაცეებს - სასწრაფოდ მათავრ მწვრთნელად!
მრჩეველი
22 ივნისი 2023 02:01
19
იმისთვის რომ მიხვდე, რომ ამჟავებულ ტორტს სჭამ, არაა აუცილებელი კონდიტერი იყო
მრჩეველ-ს
22 ივნისი 2023 11:28
4
რა შუაშია აქ პოლიტიკა …შეეშვით ხალხის დაყოფას იმისტებათ და ამისტებათ …თუ ვინმე რამე ჭკვიანურს ამბობს ( თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ …მაგალითისთვის თუ მანიაკი არის დასაჭერი წინა მანიაკებს ეკითხებიან რჩევებს …ასე რომ ) უნდა დაეჯერებოდეს !!!! რასაც ეს კაცი ახლა ამბობს ამას გავიძახოდი 2021 წლის შემოდგომიდან როდესაც გვანადგურებდნენ დიდი ანგარიშებით ანგარიშები ჯანდაბას თამაშის ხარისხი იყო ზუსტად ეგეთი როგორც გუშინ …რაღაც გაუგებარი შემადგენლობის დაყენებები უბრალოდ გადახედეთ იმ თამაშების შემადგენლობას ვის და სად ათამაშებდა სკამზე ვის ტოვებდა და შეცვლებს როდის და როგორ აკეთებდა …დამთავრდა ის ციკლი დაიწყო ერთა ლიგა და ამ იღბალა სანიოლს გაუმართლა არ ვიცი რა როგორ ( კაზინოებში რომ ევლო მაშინ მილიარდერი გახდებოდა და ჩვენც დავისვენებდით) კი გადაუარა ჩვენმა ნაკრებმა მოშლილ და განადგურებულ ბულგარეთს ასევე მოშლილ მაკედონიას რომელთაც მას შემდეგ თამაშები არ მოუგიათ ოდნავ ნორმალურ გუნდთან ასე რომ ის მოგებები ჩვენი ბიჭების დამსახურების გარდა მათი მოშლილობის დამსახურება იყო მწვრთნელის ხელი იქ ყველაზე ნაკლებად ჩანდა …ყველაზე მეტი დამსახურება იყო კვარას ფანტასტიკური ფორმა და ბიჭების აყოლიება !!!…როდესაც ცოტათი სერიოზული მეტოქე გამოძებნეს და არ იყო კვარა გადაგვიარა მოროკომ მაგრამ აქაც გაუმართლა ვილიკოს იმ მაროკომ შემდეგ ნახევერფინალი ითამაშა რამაც მთელი ქართული საფეხბურთო ბომონდი გაიძახდა ვაა რა მაგარ გუნდთან წაგვიგიაო ის კი არავის ახსოვდა თუ როგორ წავაგეთ , რომ ის მაროკო ცალი ფეხით თამაშობდა ტრამვების რისკის გამო და ათასი ექსპერიმენტების გამო!!! მერე მონღოლეთს მოუგო თავისი გენიით ვისაც გახსოვთ თამაშის ხარისხი და ანგარიში ცა და დედამიწა იყო !!! ასე ჯორჯის გენიალური გამოხტომა და ძლივს გადარჩენა ნორვეგიასთან შემდეგ კიპროსთან … გუშინ კი წვიმამ და პაუზებმა გადაგვარჩინა თორემ 2:0-ს არავინ გვაკმარებდა !!! კარგით მაგის ჩამოყვანა ერთი კატასტროფა იყო ამდენ ხანს გაჩერება მეორე კატასტროფაა …მაგრამ მესამე და ყველაზე მეტად ამაზრზენი კატასტროფა ის არის რომ არცერთი ჟურნალისტი( ამ კაცის გარდა) არცერთი ექსპერტი არცერთი ვეტერან-ჟურნალისტი თუ ბლოგერ-ექსპერტები არ ამბობს რომ ეს მწვრთნელი ჩვენი ნაკრების დონის ( ხომ ბატონებო ჩვენ ბევრი ფეხბურთელის დონე უფრო მაღალია ვიდრე ვილიკოს მწვრთნელობის ამისგან სწავლით უკვე ვერაფერს ისწავლიან და დაკარგვით კი ბევრს) არ არის და თან სტილისტიკურად არ შეესაბამება !!! ეგ კიდევ არაფერი აგერ 2 წელია თითქმის ვაკვირდები და არავის კონკრეტულად არ უთქვამს გვარები იმ ფეხბურთელების რომლებსაც თურმე ნახევარდაცვაში უჭირთ თამაში …აქ ათასობით კომენტი იდება რომ აბუ და კვეკვე ( პირადულად არც ჩვენ ვერჩით არავის პირიქით მადლობა წინა დამსახურებისთვის ) უკვე ვერ ქაჩავენ იმ დონეს უფრო კონკრეტულად იმ სიჩქარეებს რაც სჭირდება კვარას ,ზურიკოს, ჯორჯს ანუ შეტევის ხაზს ….ეს არ ეძებს არავის უარესი არ იძახებდა გაგნიძეს ბოლოს დაიწყო მაგრამ არ ათამაშებდა არ ხერხდება თუ არ უნდა იმ მარადიშვილს დავიჯერო საქართველოს ჩემპიონატში არ არის არავი ვისაც შეუძლია კანკავა შეცვალოს 50%-ით მაინც ….როგორც მე მოვკარი ყურიო ( რომ იტყვიან ) რუსეთის დიდ კლუბებს ( მაგათი დიდიც და პატარაც ……მთელმა საქართველომ ) ძაან აინტერესებთ საბურთალოს საყრდენი ნახევარმცველი რომელიც ორ ძმიდან ერთერთი არისო ოღონდ გვარი ძნელი წარმოსთქმელი არისო …ეგრევე შევვარდი საბურთალოს გვერდზე ვნახე ვინ არიან ძმები და მამაგეიშვილების გარდა ვერავინ ვნახე ალბათ ამათგან ის არის ვინც ახალგაზრდულშია გამოძახებული …კიდევ კარგი იქ წარმოშობით ქართველმა საფეხბურთო აგენტმა ეგრევე აჯახა ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ საქართველოდან აქ არავინ ჩამოვა სანქციების გამო( ევროთასებიდან მოკვეთა) და რასაც აქ იხდიან ხელფასებს იმდენს უკვე ბევრი ევროპული საშუალო გუნდებიც იხდისო !!!! მე პირადად არ ვიცი ეგ ფეხბურთელი მაგრამ გამოდის რომ გვყოლია თურმე საყრდენი და რატომ არ ეძახის ან ვისაც ეძახის შანსს რატომ არ აძლევს რომ ამოიჩემა კვეკვე …განა არაა საჭირო კვეკვეს გამოცდილება ოღონდ ანგარიშს რომ წაიყვან შემდეგ ბოლო წუთებისკენ თამაშის დასაწყნარებლად და ახალგაზრდების დასამშვიდებლად ისევე როგორც კაშო ….!!! და კიდევ ერთი სასწაული ქართული საფეხბურთო ბომონდისა ყველას გვიყვარს კვარა და ყველა ვაფასებთ მის გარჯას ნაკრებში ყველას გვესმის თუ როგორ დაიღალა როდესაც შესვენების გარეშე გადამბულად სეზონნახევარი ჩაატარა მაგრამ არ მესმის მისი უარი ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტად მესმის ჯორჯის უარი სამი მიზეზის გამო პირველი და მთავარი არ გაზრდილა საქართველოში და არ აქვს გასისხლხორციელებული თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი და მითუმეტეს ეგეთი ტურნირის მასპინძლობა …როდესაც იზრდები საფრანგეთში იქ ყოველწლიურად რაღაც დიდი სპორტული ფორუმი ტარდება ასე რომ….მეორე მას კარიერაში უდგას ძაან მნიშვნელოვანი კარიერის ეტაპი როდესაც აქვს “ ცხოვრების გადამწყვეტი კონტრაქტი” გასაფორმებელი ვაი თუ ტრამვა ხომ ჩაფლავდება ყველაფერი და მესამე ის ამ ბიჭებიდან არ იცნობს და არ უთამაშია არავისთან გარდა იმათ ვინც ძირითად ნაკრებიდან არიან …. აი კვარას ადვოკატებით კი გაივსო იუთუბი იქნება თუ სხვა სოც.მედიები …დავუშვათ რა ეგეთი ვარიანტი ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ ეუბნება გუნდს რომ ეგეთი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება ჩემს ქვეყანაში რაც 100 თუ არა 50 წელიწადში ერთხელ ხდება სადაც შეიკრიბა ეგეთი ბანდა რომელთაც აქვთ რაღაცის შანსი არ მგონია რომ ნაპოლის არ მიეცა მისთვის დასვენების უფლება რომ უკეთ მომზადებულიყო სანაკრებო თამაშებისთვის მე კვარაზე ბევრად დიდი და შემდგარი ვარსკვლავები მახსოვს რომ ოლიმპიადის ან სხვა ტურნირზე ნაკრებს დახმარებოდნენ ბევრად მეტი მსხვერპლი გაუღიათ …გაუგებარი არის ის თუ ზოგიერთ გულშემატკივრებს მეც მათ შორის არ მოეწონა მისი ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ნახეთ რა დღეში იყვნენ ის ესპანელი სიმსივეა თუ გასივება და მისი პარტნიორი რაღაც სპორტულულ პოდკასტზე იუთუბზე ბიჭები ნაპოლიში იყვნენ და ხომ არ აწყენინებდნენ კვადაღლილიას …აქ საშილება და ქართული ფეხბურთის უბედურობა ის არის რომ ეს იმას იცნობს ეგ იმის ძმა ან ბიძაშვილი არის და ასე შემდეგ ამ ნაცნობობ-ძმაკაცობ-ნათესევობობის გამო აუცილებლად სათქმელ სიმართლეს არავინ არ ამბობს რომ მერე ვინმეს არ ეწყინოს …და ვართ ეგრე წრიულში უკვე ასი წელია ….!!!! ამის წინ დავწერე ხვიჩას, მამარდას და ზურიკოს მამა რომ ფეხბურთელები არ ყოფილიყვნენ და გზის გაკაფვაში არ დახმარებოდნენ გვეყოლებოდა კი დღეს ეს ფეხბურთელები თუ ესენიც დაიკარგებოდნენ ისე როგორც ყოველდღე იკარგება ასობით ბევრად ნიჭიერი ფეხბურთელები ?!?! აი იმ ბიჭებს ოქტობუსი თუ ორშაბათობა რომ არის მინდა ვკითხო ( მაგათ უყვართ კონკურსების მოწყობა) დაასახელონ რამდენ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ნაკრებში ვინც ან ვიღაც ყოფილი ფეხბურთელის შთამომავალი ( შვილი ,დისშვილი,ძმისშვილი შვილიშვილი და ა.შ)და რამდენს ეგრეთ წოდებულ უპატრონოს …?!?! აი ესეც არის წრიული დღეს ნაკრებში არიან არველაძეების კვარაცხელიების და ა.შ მეორე თაობები ხვალ იქნებიან პატარა კობი,კალაძე,ხიზანა და ასე შემდეგ …მერე ისევ ცხადაძე მუჯირი …და ვიართ ეგრე კიდევ ათასი წელი !!! ჯანდაბას თუ შვილები აჯობებენ მამებს !!!! ბიჭებს კი უღრმესი მადლობა თურმე კვარადაიღას გარეშეც შეუძლიათ ეგეთი ძლიერი პორტუგალიის გარღვევა და მადლობა ასევე ყველა იმ გულშემატკივარს ვინც დინამო-არენაზე მივიდა მიუხედავად იმისა დღეს ხომ ნეაპოლის არენა მარადონაა მოდაში !!!!!
Mdaaa
22 ივნისი 2023 01:24
7
Mdaa,,she Kai dedmamishvilo grdzeli sityva mokled itqmiso ar gagigiaa?? Mere kide shen tviton gadaavle tvali aba mogewoneba sheni komentarii?? Riti daiwye mere raze gadaxvedi da bolos riti daamtavre,,erti azri chamoayalibe da ert komentarshi dawere tu sxva azric dagebadeba sxva komentaric gaakete limitshi kiar ari,,chkuas ar gaswavli ubralod pasuxis gacema ro moundes adamians romel ertze gagce vegar vigeb,,saburtaloshi dzmebi oto da gizi mamageishvilebis Garda kidev Arian dzmebi shota da levan nonikashvilebi sxvata shoris martla kargi bichebi Arian,,gushin axalgazrdulma gvachvena yvelas (gulshematkivars, saniols, erovnuli nakrebis bichebs))rom fexburtis tamashi chvenc shegvidzlia ubralod mondomeba guli da jigari unda gqondes
Gel-100
22 ივნისი 2023 08:18
2
ვაფასებ შენს ნებისყოფას, მაგრამ ნამეტანი დიდი დრო დაგიხარჯავს
:D
22 ივნისი 2023 07:20
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული