"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
აბსოლუტურად ვიზიარებ მერაბ მეტრეველის მოსაზრებას. დავამატებდი ერთს, ცხადაძისა და მეტ-ნაკლებად ვაისის ფორმაციის ნაკრებში გუნდურობა იგრძნობოდა. სანიოლის ბოლო 6 თამაშს, რომ გადავავლოთ თვალი, კვიპროსი, შოტლანდია, გიბრალტარი და ა.შ. შედეგიანი ქმედება მხოლოდ ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გვქონდა. შეიძლება 0:3 წააგო, მაგრამ იგრძნობოდეს გუნდი და ჩანდეს პერსპექტივა, ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სანამ გვიანი არ არის ფრანგს უნდა დავემშვიდობოთ.
ირაკლი
21 ივნისი 2023 17:15
4
ბრძენი კაცი ხარ სეხნი,საღოლ მითქვია!ზუსტად აღწერე ჩვენი ნაკრების ავანჩავანი.ჩვენი საქმე ნაკრების უცხოელი მწრთვნელების შერჩევისას ისეა,როგორც კახელისა არ იყოს:"რამდენი ცხენიც ვიყიდე,იმდენი კუანა გამომადგაო" ))) კვიპროსთან გადაგვირჩა ნაკრები წაგებას,შოტლანდიასთან წყალბურთში დავთმეთ,მაგრამ არასწორი სელექცია და ტაქტიკა ისევ პრობლემაა გუნდში.მაკედინიასთან ერთა ლიგის ფინალში დვალის მოერ ოფსაიდის ხაზის დროულად ვერამოწევამ ქნა ის 0:1,მაკედონიელები რომ ხორხოცებდნენ მატჩის დასასრულს .... არ აქვს მაგ ყმაწვილს ის უნარები,რაც თუნდაც ჩვენნაირი საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებს დააკმაყოფილებდა,ნელია,მოუქნელი,მარჯვენა ფეხს ვერ ხმარობს,თამაშს ვერ კითხულობს,შეტევას ვერ ამწვავებს და ა.შ. განა ოირობნულად ვერჩი რამეს ან გუშინდელ თამაშს მას ვაბრალებ,მაგრამ არიან ჩვენს ქვეყანაში უკეთესად მოთამაშე ფედბურთელები დაცვის მარცხენა ფლანგზე,აღარ ვართ მარტო ნავალოვსკის იმედად და სანიოლმა ან გაახილოს თვალები ან არა და ისეთი მწრთვნელები ჰყავს მონელებული "ჯვარისნებს",ვილი იმათთან ცხვირმოუხოცავი ღლაპია
საღოლ მერაბ
21 ივნისი 2023 17:14
3
თუ მაინც თანამედროვე ფეხბურთზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა გუნდს ვერ ამოაქვს ბურთი, თავდამსხმელები ჩადიან უკან და იქიდან იწყებენ შეტევას. დღევანდელ ფეხბურთში კლასიკური ცხრიანიც კი ჩადის დაცვაში და ეხმარება მათ. მით უმეტეს ფლანგის მოთამაშეები. სულაც არ მიკვირს, რომ პრემიერ ლიგის მოთამაშეებთან ბურთის ამოტანა და თავდასხმაზე განაწილება უჭირდა ჩვენ ფეხბურთელებს. არის კიდევ მშიშვნელოვანი მიზეზები. მგონია ახალი არ არის რომ ქართული ფეხბურთი ტექნიკური ფეხბურთია და უფრო ბურთის გაგორებაზეა აგებული. იმ პირობებში კი ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო და აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდი დარჩა ძირითადი იარაღის გარეშე. რასც მაშინვე მოყვება ხოლმე ხასიათის გაფუჭება და ინერტული თამაში. ვიღაც წერდა სანინიოლი იღბლიანი მწვრთნელიაო, მე კი ასე არ მგონი. ბათულში იყო და თამაშის დაწყებას და ძლიერი პირქარის ამოვარდნა დაემთხვა, ვისაც ფეხბურთი უთამაშია და მხოლოდ ტელევიზორში არ უყურებია ეცოდინება, როგ ძნელია ქარში ბურთის გაგორება. მე-2 ტაიმში დაწყნარდა ამინდი და ბიჭებმაც ნორმალურად გააგორეს ბურთი. შოტლანდიაში ხომ საერთოდ რა ამინდი და მინდორი იყო ან როგორ ვითამაშეთ ეგეც საკვირველია. ერთი ცხადია ასეთ მინდორზე გრძელი გამიზნული პასები ამართლებს, რაც ჩვენმა ნახევარდაცვამ არ გამოიყენა, მით უმეტეს როცა მწვრთნელს მოედანზე შემოყავს ორი 9-იანი პასები გაუთავებლად უნდა მიდიოდეს მეტოქის საჯარიმოში და არა გაუთავებლად უკან და გარდიგარდმო.
გიზოგ
21 ივნისი 2023 17:10
0
სისულელე.
გადატეხეთ ეხლა ჯოხი სანიოლზე.
სანიოლი კი არ უნდა წავიდეს არამედ ფედერაცია.
და ფეხბურთში ჩადებული ფული მოხმარდეს ფეხბურთს. კლუბების განვითარებას, ბავსვთა ფეხბურთს. და არ მათი ჯიბის შევსებას და იმათი კიდევ ვინც ეგენი დანიშნა.
კვარაცხელია აიღეთ. რატომ გვყავს ეს ტალანტი დღეს? იმიტომ რომ ნიჭთან ერთად ყავდა პატრონი და გზა გაუკვალა მამამისის სახით.
რამდენი კვარაცხელია იკარგება უპატრონობით. და პატრონი რომ მაყუთს ვერ მაზავს იქ სადაც საჭიროა/
las
21 ივნისი 2023 17:07
3
ეხლა მოიცააა,,,გვაცალეთ ფედერაციაში ასე 5-7 წელი და წავალთ ბატონო !!! გვღუპავტ??? მშიერს გვტოვებთ???
ყვარყვარე
21 ივნისი 2023 18:44
2
ყოჩაღ, მეც მასე ვფიქრობ. თითქოს ჩემს გულში იჯექი.
გულშემატკივარი
21 ივნისი 2023 17:07
5
როგორც კი ფეხი წაგვიცდება, სვავებივით ვეცემით ყველას! პირველი წაგებაა ამდენი ხნის შემდეგ (თან რა პირობებში) არ დგვავიწყდეს!!
ჩემი მხარდაჭერა ბიჭებს და ასევე სანიოლს!!
პ.ს. პრესინგი ნაკრებში არ ისწავლება! ის გამოიყენება!
mate
21 ივნისი 2023 17:07
7
და პრობლემაც ის არის რო პრესინგის თამაში შეუძლია იმ გუნდს რომელიც პირველ რიგში ფიზიკურად არის მზად ამისთვის, შემდეგაა ტაქტიკური განსწავლულობა რაშიც კრიტიკულად მოვიკოჭლებთ და ამ ამ ორის ერთობლიობის არ ქონის გამო საქართველოს ამ ნაკრებს არ შეუძლია პრესინგის თამაში, მეტოქის წნეხიდან თავის დაღწევა რაც იწვევს დაბნეულობას თავდაცვის ზღუდეებში და გეშლება მეტოქის შეტევების შესაჩერებელი მთელი კონსტრუქცია რაც იდეაში ჩაფიქრებული გვაქვს. ამას ჭირდება შესაბამისი შემსრულებლები რაც დღეს არ გვყავს სამწუხაროდ ტოპ 5 ლიგაში 4-5 ფეხბურთელი დამატებით ჰაერივით გვჭირდება ამ პოზიციებზე საყრდენი ზონის და ცენტრალურ დაცვაში. შოტლანდიას რომ მიცემ 10 კუთხურის მოწოდების და 20 ჯერ სახიფათო ფლანგურ ჩაწოდების უფლებას ის შენ სადღაც აუცილებლად გაგიტანს მინიმუმ ერთს. ფიზიკური ორთაბრძოლები, სწრაფად ბურთის გადატანა ფლანგებიდან შეტევაში, ფიზიკური მიკრო ორთაბრძოლები ხომ მათი სტიქიაა. შენ ასეთ ვითარებაში გჭირდება ცენტრში ვინც ბურთს აართმევს მოწინააღმდეგეს, ასევე ვინც ცენტრში ბურთს დაგიჭერს რომ მოწინააღმდეგეს შემოთავაზებული სწრაფი ტემპი დაუგდოს. და როცა არ გყავს ამ მოთხოვნებთან გასამკლავებელი კადრები ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან რომელიც ამ ყველაფერში გჯობნის ასეთი რეზულტატი გასაკვირი აღარ არის. ამიტომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ლეგიონერი ტოპ ხუთ ლიგაში შესაძლოა აუტსაიდერებში მაგრამ მაინც ტოპ 5-ში. ეს არის უმთავრესი პანაცეა ამ პრობლემების. ამ ეტაპზე კი ამბიცია გაცილებით უსწრებს რეალურ შესაძლებლობებს.
Charley
21 ივნისი 2023 17:06
0
ამ შემთხვევაში მერაბის აზრს სრულად ვიზიარებ ერღის გარდა: 4-3-3 მე ვერ დავინახე - ასეთ სქემაში მეტოქე ვერ მოდის ასე სწრაფად კართან, საერთოდ გაუგებარი იყო რაიმე სქემა, მაგრამ რაც ჩანდა 4-2-3-1 გავდა. ასეთი სქემა კი როდესაც არ ფლობ ბურთს, წამგებიანია, მითუმეტეს როდესაც ეს 2 გაგნიძე (ჯერ კიდევ გამოუცდელი) და კვეკვესკირი გყავს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ვერ ასრულებს ფუნქციებს სანახევროდაც კი.
???
21 ივნისი 2023 16:59
3
ნორმალური ფსიქოლოგი მონახეთ სანამ დროა ნაკრებისთვის, თორემ მალე ფსიქიატრი დაგვჭირდება ამათი შემყურე გულშემატკივარს! 30 წელი ერთსა და იგივეს როგორ ვნაყავთ ვერ გავიგე!?
მწვრთნელი
21 ივნისი 2023 16:48
1
მაგარი სასაცილოები ხართ რა თქვენივე ანალიზით ამ გუნდმა ესპანეთს და ნორვეგიას მოუგო ჩვენ მოგვიგო წყალბურთში თუ რამე იყო ჩვენი პლიუსი სწრაფი კონტრშეტევები დაგვიკარგა ამინდმა რახდებოდა გასახდელში დაძაბულობა შედი გამოდი მოედანზე ბოლოს მოგვიგეს და სანიოლი უნდა გადადგესო ერიჰაა კარგი ანალიზი იყო
სოსო
21 ივნისი 2023 16:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული