"თუ მომენტებს გამოვიყენებთ, საქართველოს დავამარცხებთ" - ნიდერლანდელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
27 ივნისს, ახალგაზრდული ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც მეოთხედფინალში გავა. ნიდერლანდური მედია თბილისში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. მაგალითად, ad.nl აღნიშნავს, რომ მასპინძელ საქართველოსთან უფრო აგრესიულად თამაში მართებთ და თუ ისევ ვერ მოიგეს, ყეფა გააგრძელეს და კბენა ვერ შეძლეს, ტურნირს დაემშვიდობებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ ისაუბრა:

"პირველ ორ შეხვედრაში მოწინააღმდეგეებზე მეტი მომენტი გვქონდა, რაც ვერ გამოვიყენეთ და ვერ გავიმარჯვეთ. შანსების რეალიზების შემთხვევაში, მგონია, საქართველოს დავამარცხებთ, რომელსაც დიდი მხარდაჭერა
ექნება, რაც არ გვაშინებს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და მათგან კარგ თამაშს ველოდები, რამეთუ ჩვენი გუნდი უკეთესია.

სავსე სტადიონზე თამაში სასიამოვნოცაა და რთულიც. ჯერ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. მარტო უპირატესობის მოპოვება მიზნის მისაღწევად საკმარისი არაა და ეს გასაუმჯობესებელი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაცვიდან თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უნდა შევეშვათ ამ მშიშარა ფეხბურთს, ეგრევე შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ!
თითქოს სირბილის კომპონენტში არ მოვიკოჭლებთ. ამის დასტური იყო 0:2-დან თამაშის შემობრუნება 2:2-ზე და იქნება და საკუთარი ძალების რწმენის დროა?!
ლაშა
18:38 26-06-2023
1
ნუ ბაქიბუქობ რა,სტადიონზე გამოჩნდება შავი და თეთრი (ბურთი)
პაპა
18:46 26-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული