მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.
"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.
საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
1. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც თავი დასამტკიცებელი აქვს. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
2. სეზონში 45 თამაშის შემდეგ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დასვენება აუცილებელია, რომ არ გადაიწვას. ახალი სეზონი აგვისტოში იწყება. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
1.მისი თამაშის შემთხვევაში დაიჩრდილებოდნენ სხვები, ნაკრების შესაძლო წარმატების შემთხვევაში და ბიჭების ღვაწლი არ გამოჩნდებოდა, შეასაბამისად წამყვანი კლუბები დიდ ყურადღებას არ გამოიჩენდნენ ნაკრების წევრების მიმართ. დარწმუნებული ვარ აჭრელდებოდა გაზეთები და საიტები ხვიჩას სურათებით და ქებით, ეს ხვიჩა რა არის, მარტო ათრია ეს უსახური ნაკრები და ასე შემდეგ. როგორც პრინციპში ეს ხდება დიდი ნაკრების შემთხვევაშიც.
2. ხვიჩას მოედანზე ყოფნა და მისი ავტორიტეტი სხვა მოთამაშეებს მოადუნებდა და ვერ გაბედავდნენ დამოუკიდებლად მოქმედებას. დიდი შანსია ხვიჩაზე თამაშს შედეგი ვერ გამოეღო და წარუმატებლობა ეწვნია გუნდს.
3. შესაძლოა ხვიჩას მიეღო ტრამვა და ყველა გაგებით ამას მოყვებოდა ცუდი შეფასებები ნაკრების და ფედერაციის მიმართ.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას და ხვიჩას ერთობლივად უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე და მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ხვიჩა იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში და ჩაერთვებოდა მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპიდან, სათადარიგო სკამიდან, სადაც თუ გვექნებოდა ბოლო წუთებში ან დამატებით დროში თამაში გადასარჩენი ხვიჩაც და იგივე ჟორჟიც ძალიან დაგვეხმარებოდნენ. ნახევარფინალში გასვლა უსიკვდილოდ გვჭირდება ეს ოლიმპიადის საგზურია ამ ერთი თამაშის გამო ნამდვილად ღირდა მისი ყოფნა შემადგენლობაში.
რაც შეეხება გადაღლას 22 წლის ბიჭის გადაღლა ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, თან ხვიჩას გადატვირთული სეზონი ფიზიკურად ნამდვილად არ ჰქონია, შესაძლოა მორალურად და ფსიქოლოგიურად იყოს დაღლილი ეგ არ ვიცი. დავითაშვილი ცუდი მაგალითია, მაგას უფრო ნაკლებ დატვირთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ზურიკომ ხვიჩასგან განსხვავებით ბათუმთან ერთად ევროთასების პლეიოფი ითამაშა, ფენომენალური გოლიც გაიტანა სლოვანთან და შემდეგ წავიდა ბორდოში, ბორდოდან ნაკრებში დაბრუნდა ბრწყინვალე გოლით პირადად მოგვაპოვებინა 3 ქულა კვიპროსთან, წამოვიდა ახალგაზრდულში ფაქტიურად დაუსვენებლად ითამაშა 3 თამაში და ასევე ფენომენალური გოლით ქულა და პირველი ადგილი მოგვაპოვიბინა ჰოლანდიასთან.
.. ბიჭს დასვენების საშუალება არღა ექნებოდა, აქედან პირდპირ ნაპოლის მოსამზადებელზე და ქორწილს ვინ ჩივის, მართლა ფიზიკურად 1 კვირიანი შვებულებაც რა გამოვიდოდა, არ ივრაგება ასე იმ პოტენციური 15 წუთის გამო ჩემი აზრით, დანარჩენში სრულად გეთანხმები, უარესი იქნებოდა ყველანაირად ჯგუფში რომც ეთამაშა
ხვიჩაც ადამიანია, მისი რესურსიც, მითუმეტეს ამ ასაკში არ არის უსაზღვრო, მას "დეპუტატ" ელისაშვილზე არანაკლებად (თუ მეტად არა) უყვარს თავისი სამშობლოც და მისი გულშემატკივრებიც, მაგრამ როგორც პროფესიონალმა სხვაზე მეტად იცის თავისი ემოციური და ფიზიკური, თუნდაც ოჯახური მდგომარეობა მდგომარეობა.
დავუშვათ რომ გამოსულიყო და ისეთი თამაში არ გამოსვლოდა, როგორსაც ქართველი მაყურებელი მისგან ელოდა, წარმოგიდგენიათ რა ტალახის სროლა წამოვიდოდა მისკენ!?
ცნობისათვის - ბოლო არასრულ 10 თვეში მან უმაღლესი რანგის 50-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თან რა დონეზე!!! სხვას ვის ჰქონდა ასეთი დატვირთვა ? იქნებ გამახსენოთ.