მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.
"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.
საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
ძლივს ამ ქვეყანას კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი ეღირსა, ვინმე არ დარჩა ამ ბიჭისთვის ზიანი არ მიეყენებინოს.
პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უბრალო მოკვდავები, ახლა უკვე სასულიერო პირებიც, პრო რუსები, პრო ევროპელები (ვითომ) ლიბერალები, კონსერვატორები, ბნელები, ვითომ პრადვინუტები, არავინ დარჩა საერთოდ.
ახლა ვიღაც მამაოს პოსტი წავიკითხე, თურმე ევროპაში რომ უნდა კვარას (იმ პოსტს ვერ პატიობენ ბნელები) მაგის გამო გაამპარტავანდა და 21 წლამდელებში არ ითამაშა. აწი ვერაფერს მიაღწევს რადგან ღმერთი ამპარტავნებას არ აპატიებს.
აი ამას წერენ მღვდლები. ჯერ ვინ არიან ეგენი ღმერთის სახელით რომ ლაპარაკობენ? ყველაფერი სიბინძურე შეიძლება გააკეთო და მერე ღმერთს დააბრალო?
ძალადობასაც ღმერთის სახელით ამართლებენ და ვინმეს "დასჯასაც".
დარწმუნებული ვარ კვარაცხელიამ რომ მომდევნო სეზონი წარუმატებლად დაიწყოს, ან ტრავმა მიიღოს, ან რაღაც დაემართოს არვიცი... ძალიანაც ბედნირები იქნებიან ეგ ვითომ მორწმუნეები, ეს ფარისევლები, სხვის დასანახად რომ უყვართ ღმერთი, ძალიან ბედნიერები იქნებიან და ნიშნის მოგებით დაიწყებენ ლაპარაკს. უკვე იწყებენ ეს ამაზრზენი ხალხი.
აი ევროპაში რომ უნდოდა იმიტომ, აი პატრიარქს რომ შეხვდა, აი ახლგაზრდულში რომ არ ითამაშა, აი დასასვენებლად რომ წავიდა... ათასი ბანძი მიზეზი.
ერთ კვირიან დასვენებას გადააყოლეს ადამიანი, რომელიც ორი წელია შეუსვენებლად თამაშობს და ვარჯიშობს.
იმედია ამ ქვეყნიდან ყველა ნორმალურად მოაზროვნე, რესურსიანი და ენერგიული ადამიანი გაიქცევა. ვინც დარჩება ისინი ერთმანეთს შეჭამენ. ისედაც ყოველდღე ერთმანეთს ჭამთ და ვისაც არ უნდა ამ საცოდაობას და ჭაობს უყუროს ყველა სხვაგან ცდის ბედს.
გაანადგურეთ საკუთარი წარმატებული ადამიანები და აქაურობა სხვებს დარჩებათ. ძალიან მალე.
ამაში აქ მცხოვრები ხალხის მეტი არავინ იქნბა დამნაშავე. არც მთავრობა და არც სხვა
/კონსტანტინე გამსახურდია - ”დიდოსტატის მარჯვენა”/
თქვე უთავმოყვარეებო, ყველაფერს რომ უპრავებთ თქვენს საფიცარს.
უარი თქვა ბეჩავ საქართველოზე, სამშობლოს მაისურზე. უარი თქვა იქ, სადაც მართლა შეიძლებოდა ესახელებინა თავისი ქვეყანა.
ეგ და მიქაუტაძე რა ქვია ამათ საქციელს? დეზერტირობა?
ახლა ვუყურებდი ჩვენს თავგანწირულ ბიჭებს და მათ ომს მოედანზე.
ლომურად იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება შესძინეს ქვეყანას.
უნდა გენახათ გერმანელი დიქტორები საქართველოს წაგებით გულდაწყვეტილები როგორ აქებდნენ ჩვენს ბიჭებს და ჩვენს ქვეყანას!
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო.
მამარდაშვილი კაცი ხარ კაცური.
იმ ორს კი ზუსტად მოეძებნება ძალიან სახელი, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.
შენ მოახერხე ფეხბურთში პირველკაცობა და კაცობაში მეოთხეკაცობა.
,,უარი თქვა ბეჩავ საქართველოზე, სამშობლოს მაისურზე" . . . ისეთ ტექსტებს წერ, ქვას აატირებ. :))
ისე, უარი როგორ თქვა აბა? ეროვნულ ნაკრებში ხომ თამაშობს. და თან ჩვენი ყველას იმედია (ნუ, შენი არა).
,,ახლა ვუყურებდი ჩვენს თავგანწირულ ბიჭებს და მათ ომს მოედანზე". . . უეჭველი გექნება მწერლის კალამი მოსინჯული. :)) ეგაა, მკითხველი არ გყავს და აქ იკლავ სამწერლო დიდების სურვილს. რვა მოწონება ხომ გაქვს უკვე (ნეტავ, საკუთრად შენი რამდენია აქედან). :))
რა გეშველებათ ამდენ ლუზერს.