"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
აქ ზოგიერთები რომ წერთ დაბალი დონის ტურნირიაო და ამიტომ არ თამაშობსო, ვერ ხვდებით ამით ავტორს რომ ეთანხმებით? ზუსტადაც ეს არის ამპარტავნოდა და შიში იმიჯის შელახვისა წარუმატებლობის შემთხვევაში.უბრალოდ ბევრს არ გვეგონა საერთოდ თუ ტურნირის მოგების რეალური შანსი გაგვიჩნდებოდა-- შეცდა ეს ბიჭი ფაქტია. საბერძნეთში დასვენებას და ისტაგრამზე პოზირებას მერეც მოასწრებს მრავალჯერ. კიდევ!! ეს ტურნირი თუ დაბალი დონისაა და ქვეყანაში ამხელა ინტერეს და აჟიოტაჟს იწვევს, გამოდის რომ ჩვენ ქართველებს დაბალი დონის საფეხბურთო ინტელექტი გქონია..და.....არც ჰალანდის, გავის,პედრის და სხვათა არგუმენტი გიგაჩავთ-ისინი უკვე ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნებს წარმოადგენენ და დიდი ხანია სხა განზომილებაში არიან,ჩვენ კი გუშინ ისევ მე-4 თუ მე-5 კალათაში ვიყავით. ამასთან მათ იმდენი მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ არ საჭიროებე ტრაპიდან ტრაპზე ფეხბურთელების ტარებას.
SOSO
29 ივნისი 2023 17:47
10
გეთანხმები საბერძნეთში პოზირებას აქ ეთამაშა ჯობდა,გუშინ ოც წლამდე რაგბისტებს უყურე არგენტინასთან ერთ-ერთმა ჩვენიანმა ტრამვა მიიღო სახეს დააკვირდით როგორი გამოვიდა?ესეთი ჯიგრით უნდა გავიდეს ნებისმიერი სპორცმენი როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ,თუ არადა კაპიკია შენი ფასი,ხვიჩა და მიქაუტაძე დაღლილები იყვნენ და დანარჩენები მთელი სეზონი ისვენაბდნენ?კი ძაან მაგარი ფეხბურთელები არიან არავინ უარყოფს მაგრამ შენი ხალხის სიყვარულს გაფრთხილება უნდა.
გრიშა პაპა
30 ივნისი 2023 09:34
6
ხვიჩა სად ითამაშებს ეს მაგის საქმეა! შენ ჯობია შენ საქმეს მიხედო!
რეალობა
29 ივნისი 2023 08:52
10
ვაი შენს პატრონს ელისაშვილი
.
28 ივნისი 2023 17:44
3
ბაგარი ფეხბურთელია, ფენომენი და ძალიან მიყვარს, კი არ მომწონს – მიყვარს კვარა. მაგიტომაც მეტკინა გული, რომ არ ითამაშა. რატომღაც თოკოს 4 დღეში ნათამაშები 3 თამაში თავისი გადაფრენ–გადმოფრენებით გამახსენდა. თუმცა ყველას ვერ მოთხოვ ეგეთი სიგიჟის გაკეთებას, მაგრამ მაინც.
დათო
28 ივნისი 2023 15:58
7
თუ თორნიკეს თამაშები გაგახსენდა,ისიც გაიხსენე დათო,რისთვის თამაშობდა.შესარჩევი ჯგუფი იყო/ჯერ ევროპის,შემდეგ კი,მსოფლიოს ჩემპიონატის.იმისათვის რომ მაგ შესარჩევ ტურნირებზე დახმარებოდა ,ნაკრებს,ცსკასთან დადო კონტრაქტი,რადგან ცსკა,ერთადერთი კლუბი აღმოჩნდა,რომელმაც ევროლიგის ტურნირზე თამაშის პარალელურად,თოკოს ნაკრებში გამოშვების უფლებაც დაუტოვა.ისიც გაიხსენე.,ამის გამო,რამდენი შეურაცხყოფა ცილისწამება მიიღო,მეტ წილად სწორედ იმ ხალხისაგან,ვინც ახლა ხვიჩას ამუნათებს და რომლებიც ხვიჩასაც,ყოველ შესაძლო წამს,ხვიჩასაც არ აკლებდნენ გინებას და ღალატის ბრალდებებს.ის ერთი პარტია დაიწყებს,მათი ტელევიზიები გააბუებენ და მათი მაყურებელი ხალხიც,ასდევს მათ პროპაგანდას.ბრმად უჯერებენ ვიღაცა მოკარნახეს და მიუხედავად იმისა,რომ ათასჯერ დარწმუნდნენ მათ მატყუარობაში,მაინც მათ ფეხის ხმას არიან აყოლილნი.კვარას და მიქაუტაძეს რომ ეთმაშათ,წიტაიშვილს და გაგუას არ ექნებოდა თამაშის საშუალება.არც ერთ მათგანს,არაფრში სჭირდება აქ თავის გამოჩენა,წიტას და გაგუას კარიერის ბედი კი,შესაძლოა სწორედ ამ თამაშებში წყდება.ამ ტურნირს სწორედ ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა აქვს მიზნად და ხვიჩას აღმოჩენა სჭირდება?ვინც რაიმე საპირისპიროს ამტკიცებს,ან სულელები არიან,ან განზრახ გვატენიან ამ აზრს და ან კიდევ,ისევ ვიღაცის,ისევ იმ ხალხის აგიტაციას და შავ პიარს არიან აყოლილნი.ბარსელონას ვარსკვლავები ფატი და გავი,ყველგან თამაშობდნენ,თან ძალიან მაგრად,მაგრამ გადაღლის გამო,ორივემ სერიოზული ტრავმები მიიღეს და ჯერაც შორს არიან სტაბილური ჯანმრთელობის აღდგენისაგან.ჩვები ჯანო და ლევან ყენიაც ხომ იგივე გადატვირტვის მსხვერპლნი გახდნენ და არც ისინი იყვნენ,ნაკლები ტალანტები.ყენია,ივან რაკიტიჩიზე ,ერთი წლით უმცროსი იყო და შალკეში,თითო ტაიმს ათამაშებდა,მწვრთნელი.ყენია 19 წლისაც არ იყო,შალკე კი,გერმანიის ვერცხლის მედალოსანი იყო და მაგარ კონკურენციას უწევდა,ბაიერნს.რაკიტიჩი დღესაც თამაშობს და ვარსკვლავია,ყენია კი სადღაა?ხვიჩა ,ჩვენი ფეხბურთის ყინულმჭრელია და თუ არ გავუფრთხილდით,მასაც შეიძლება იგივე შეემთხვას.რუბინშიც მარტოს მოუწია გუნდის თრევა,ჩემპიონატშიც და ევროტურნირზეც,ყველა მას ურტყამდა და როცა ტრავმიანმა,თამაში ვეღარ შესძლო,ჯერ რუსებმა,მერე კი,უფრო მწარედ აქაურებმა,იმდენი ღვარძლი და ბოღმა ანთხიეს მისი მისამართით,რომ ბიჭმა კინაღამ ყველაფერს თავა გაანება და ხელი ჩაიქნია.მაშინაც ისევ ის მედიასაშუალებები ედგნენ ამ უნამუსობას სათავეში.ასე რომ ვინც ამ ყველაფერს,თავიდანვე ვადევნებდით თვალს და ვიცით,რა ხდებოდა,აღარ ვცდებით მათ ზრახვებში.მათი ამოცანა ის არის,რომ თვითონ თუ არ იქნებიან მართვის სათავეში,ქვეყანაში,არავის არაფერი უნდა უხაროდეს,ხოლო თუ ისინი იქნებიან,მხოლოდ მათ უნდა უხაროდეთ და სხვები,მათი სიხარულით და ბედნიერებით ხარობდნენ.
სოსო
28 ივნისი 2023 17:10
2
ელისაშვილი ვინცაა ყველამ ვიცით, მაგრამ კვარას რეალურად საქართველოსთვის ჯერ დიდი არაფერი შეუქმნია, დაღლილობის მიზეზიც სასაცილოა, მაშინ მოდრიჩი მკვდარი უნდა იყოს. შესარჩევში ისევ ვერ მოვუგეთ კონკურენტებს, ნაპოლის ჩემპიონობა კიდე სულ გვახატია საქართველოსთან მიმართებაში. ეგაა უფრო მეტმა ხალხმა გაიგო საქართველო კარგი გაგებით.
28 ივნისი 2023 14:18
20
ნაკრებთან შ3დარებით ყველას გვკიდია ნაპოლი მაგრამ კვარას რომ უყვარს სამშობლო ეჭვი გეპარებათ? რატომ არ შეგიძლიათ იმის დაშვება რომ კვარა მართლა გადაღლილია და იმასაც ფიქრობდეს რომ ასეთ ფორმაში ხელს შეუშლიდა ბიჭებს? ან ძამი ფიქრობდეს მის მეგობრებზე რომლებაც ყველაფერი დადეს მოედანზე რომ ამ ჩემპიონატში მიეღოთ თამაშის უფლება. ხომ ყველას გვესმის რომ კვარას ყოფნით ამ ბავშვების ოცნებას დაესმებოდა წერტილი? მართლა ყველგან ხომ ვერ ითამაშებს ბიჭი? ამპარტავნობა მე თუ მკითხავს ადამიანი ყველგან შეტენვა და თამაშია. მე მადლობელი ვარ ამ პატარა ბიჭის რომ ბავშვები დააბრუნა მოედნებზე და იმისათვისაც რომ იტალიაში ქართველის გაგონებისას გეხუტებიან და აღარ გიყურებენ მხოლოდ მომსახურე ერად. მე პირადად მართლა მინდოდა კვარას ხილვა ამ ჩემპიონატზე მაგრამ...
პ.ს:მოდი უბრალოდ პატი ვცეთ ამ პატარა ბიჭის გადაწყვეტილებას (არადა დარწმუნებული ვარ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო) და ნუ ავკიდებთ ტვირთად ზედმეტს და ნუ გადავწვავთ ამ ბიჭს. უბრალოდ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გენიას. პატარა ერი ვართ და მოდი ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს ძამია.
ა-ს
28 ივნისი 2023 14:47
4
განაცხადში მაინც უნდა ყოფილიყვნენ და როცა დაჭირდებოდათ ითამაშებდნენ.ბურთის დაწერაში მაგარი დაგვეხმარება როცა საჭირო გახდებოდა.
გაგვცეს პასუხი რატო მოიქცა ასე.
მოქალაქე
28 ივნისი 2023 14:14
17
მართალია... გინდა ქოცი იყავი, გინდა ნაცი, გინდა ლეიბორისტი და გინდა ბაღლინჯო მართალია ეს კაცი, არ უნდა ეთქვა უარი, ტეხავს, რომ გავიდეთ პლიმპიადაზე ხომ მოუნდება მერე თამაში...
ვენეციის კომისია
28 ივნისი 2023 12:32
38
პარლამენტში რო შეხვალ და იმ მობილურს გათიშავ ეგ არაა ამპარტავნება??
me
29 ივნისი 2023 09:55
0
სკამზე ყოფნითაც უდიდეს დახმარებას გაუწევდა ბიჭებს.მაგრამ ალბათ მაინც გარემოცვა. სიმართლე არის რომ ბევრს არ ეგონა ჩვენი ბიჭების წარმატება ამ ურთულეს ჯგუფში. ალბათ შერცხვენას ელოდნენ და დაარწმუნეს დაესვენა.
კვარსთან ერთად სკამიდანაც კი ალბათ საჩემპიონო გუნდი იქნებოდა
დათო
29 ივნისი 2023 08:36
8
როცა რაღაცის შესახებ კომენტარს აკეთებ უნდა ერკვეოდე იმ სფეროში. არ გაქვს შენ იმის ცოდნა, რომ ხვიჩას რომ ეთამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში, ფიზიკურად ძალიან გადაიღლებოდა ვერ მოასწრებდა აღდგენას და ეგრევე ნაპოლის შეკრებაზე მოუწევდა წასვლა, რაც თავს იჩენდა მომავალ სეზონში. გასაგებია ელის?
საღარა
28 ივნისი 2023 15:44
7
გეთანხმები.
გიორგი
28 ივნისი 2023 16:24
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული