"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ალეკო მართალი ხარ!!!
გურჯი
28 ივნისი 2023 19:33
37
ელისაშვილის ჭკუით ხვიჩას უნდა გამოეტოვა ნაპოლის პირველი შეკრება, ეთამაშა ახალგაზრდულში, მერე ეგრევე დაუსვენებლად წასულიყო მეორე შეკრებაზე და მერე მთელი სეზონი კიდევ ნაკრების თამაშებიანად, თან ეს ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გაეკეთებინა და ადამიანი რომ არის ისიც გვავიწყდება?
რეზო
28 ივნისი 2023 19:29
7
იცით რა მაინტერესებს? ამ პოლიტიკოსებს თვითონ მაინც თუ სჯერათ რაებსაც ბოდავენ?
თემო
28 ივნისი 2023 19:28
8
ნებისმიერი პოლიტიკანი ვინც ხვიჩას შეეხება რეგვენი ნაცილიბერალია და წერტილი!!!!
Kolococa
28 ივნისი 2023 19:08
12
ეგ კობახიძეს უთხარი პირველ რიგში
darwin
29 ივნისი 2023 00:07
2
ცოტა აზრზე თუმოხვალ სანამ დაწერ კარგი იქნება ბიჭი რვა თვეა არდამჯდარა თან არიცი ალბათ რა ასაკისაა .....კაი
კახა
28 ივნისი 2023 19:07
4
ეს კვარას დაქლიავებული მხარდაჭერები ნელ - ნელა ქართველ ლიბერალებს რომ ემსგავსებით თუ ხვდებით?
რას ქვია კვარას კრიტიკის უფლება არავის აქვს.და ეგრევე ყველას ჩასაფრებულს რომ ეძახით,როგორც ვაი ლიბერალები ეგრევე პუტინისტს რომ იძახიან.
კი ბატონო დაიღალა და მართლა რთული სეზონი იყო ეს მისთვის,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს თუ ახალგაზრდულის გამო მასზე გული დაწყდა არ თქვას.
მესის სტვენით ხვდებოდნენ მეგობრებო მესის....
და ვინც მას უსტვენდა არგუმენტიც ქონდა ამის....
Lobotka
28 ივნისი 2023 19:03
13
დაქლიავებული და ცხოვრებაზე დაბოღმილი კვარას მაგინებლები ხართ. თავად 100 მეტრს ვერ გაირბენ და სხვისგან მთების გადადგმას ელოდები.
გიორგი
03 ივლისი 2023 22:14
0
ეს "პოლიტიკოსები" რა თარგზე არიან მოჭრილები.ყველა ასეთი უტვინო და თავის თავის მტერი როგორაა. ამას გონია სიმართლე თქვა. ასეთი დეგრადირებულები როგორ არიან, სად ურეცხავენ ამ ტვინებს.
1408
28 ივნისი 2023 18:55
3
ელისაშვილი, პოლიტიკაში ხომ აგვაყვავე და ახლა ფეხბურთს გადაწვდი, რომელშიც პოლიტიკაზე გაცილებით სტერილური ხარ. პირიქით, შემდგარმა ფეხბურთელებმა არ უნდა დაიკავონ ადგილი ახალგაზრდულებში, რადგან ეს არის სხვების შანსი. და საერთოდაც ასაკობრივები მათი ზრდისთვის, მაღალი დონის ტურნირების გამოცდილებისთვის, ზეწოლის ქვეშ თამაშის შეგუებისთვის გამოიყენება და შედეგიც თუ დაიდო ხომ საერთოდ მისასალმებელია. პ.ს. ეს კომენტარები საკითხ3ბზე რომლებშიც ვერ ერკვევით ჩვენს ჭაობ პოკიტიკაში შეიძინეთ თუ თანდაყოლილია.
???
28 ივნისი 2023 18:27
4
პატივია და დარწმუნებული ვარ უარს არც არასდროს იტყვის მაგრამ ამხელა სეზონის შემდეგ ადამიანი რომ დაიღალოს და ასევე მომავალი უმძიმესი სეზონისთვის
(მის ცხოვრებაში სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანის)მოემზადოს ამაში არანორმალური არაფერია.
სანდრო
28 ივნისი 2023 18:18
2
ვერ დაგეთანხმები სანდრო, ჯერ ეს ერთი არ ქონდა მძიმე სეზონი დავიწყოთ იმით რომ ნოემბერი და დეკემბერი დაისვენა ტრავმისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამო, მეორე ითამაშა იანვარი აპრილი, მაისში ნაპოლი უკვე ჩემპიონი იყო და ხვიჩას აქტივობაც არ იყო შესაბამისი(ამ პერიოდში არც საგოლე პასი გაუკეთებია და არც გოლი გაუტანია) ობიექტური მიზეზის გამო. დასრულდა საკლუბო სეზონი და ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა. მითხარით სად იყო მისთვის მძიმე სეზონი. ნაკრებისთვის კი მხოლოოდ 4 შეხვედრა იყო საჭირო. ამიხსენით ნაკრების სეზონი ხომ ძირითადად ამდროს არის, ეს შესარჩევი თამაშებია თუ ჩემპიონატები. ვთქვათ ჩვენი ეროვნული გუნდი გასულიყო ჩემპიონატზე მაშინაც მძიმე სეზონს მოიმიზეზებდა და კლუბის ინტერესებს ნაკრების ინტერესებზე წინ დააყენებდა. ეხლა იყო ისტორიული შანსი. ჩემპიონატი ტარდებოდა საქართველოში, ნაკრები მასპინძლის რანგში გამოდიხარ და გაქვს შანსი გაახარო შენი გულშემატკივარი. ამ დროს ხომ უნდა იფეთქოს პატრიოტობის გრძნობამ.ამაზე მაქვს საუბარი.
გია
28 ივნისი 2023 19:01
14
პ.ს. მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა, დავით ყიფიანმა და ვოვა გუცაევმა, რომლებიც უკვე ცნობილი და პირველი ნაკრები გუნდის წევრები იყვნენ, თუ როგორ თქვეს უარი ახალგაზრდუ ნაკრებ გუნდში მონაწილეობაზე, გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელების სასარგებლოთ და როგორ კარგ ტონად ჩაუთვალა, საბჭოთა კავშირის მაშინდემა ფეხბურთის სამმართველომ. ლამის გმირებად შერაცხეს. ასე რომ ელისაშვილი დაშოშმინდეს.
Sapienti Sat
28 ივნისი 2023 18:07
10
Национальная Сбо́рная СССР по футбо́лу — национальная футбольная команда, которая представляла СССР в международных турнирах и встречах по футболу. Существовала с 1923 по 1991 год. Организацией, осуществлявшей контроль и управление сборной, являлась Федерация футбола СССР.
ავაზა
28 ივნისი 2023 19:41
4
სსრკ არ იყო ეროვნული ნაკრები
გია
28 ივნისი 2023 18:15
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული