"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
რა ხდება საქართველოში? რატო ყველა ყველაფერში უგზოუკვლოდ განვითარებული ვართ? მრეცხავი პოლიტიკოსია,პოლიტიკოსი მისი საქმის გარდა ყველაფერში ერევა? ხომ არ ჯობია ყველამ მისი საქმე აკეთოს!? კვარამ რაც წელს გააკეთა ,არცეთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია პოსტსაბჭოთა სივრციდან, გახდა ტოპ5 ჩემპიონატის , საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად!!! ყველამ შევხედეთ რომ,ბოლო ორი თვე ამოვარდა, შედარებით ფორმიდან გადაიღალა, არ იყო მიჩვეული ამ დონეზე მუდამ თამაშს, და ჩვენ რას ვშვებით ამ დროს ? ვეხმარებით , ვამხნევებთ? თუ უკვე კვარადონა აღარა? ახალი კერპები გვყავს, საოცარი ახალგაზრდული ნაკრები! რომ წააგოს ,მათაც მიწასთან გავასწორებთ? კვარამ რომ საქართველოს სახელი მოუტანა, ყველა პოლიტიკოსი ერთად რომ ავიღოთ , ნახევარი არ ექნება გაკეთებული!
დავიდუსი
28 ივნისი 2023 14:47
1
ამპარტავნობა არ ქვია მაგას. მაგას ქვია გრუზინული ტრიპაჩობა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 ივნისი 2023 14:43
27
შენ უბრალოდ ქართულის და ყველაფერი სიკეთის მომტანის მტერი ხარ ამ ქვეყანბაში,ხოდა წადი ახლა რუსული გემის მიმართულებით ბანძო.
ეჰჰ
28 ივნისი 2023 15:10
1
კომენტარის სახით, როგორც ჩვენ ყველა დაწერე, მაგრამ რახან საშუალება გაქვს, რომ მასე გამოთქვა შენი აზრი, არ არის აუცილებელი ყველაფერი სთქვა.
რა იცი შენ გულს როგორ სტკენ, ვინმეს.
100%
28 ივნისი 2023 14:37
1
ქართველებზე ბოროტი ერი თუ არსებობდეს სადმე, ნებისმიერ სფეროში. მაგიტომაც ვართ ამ დღეში მუდმივად, მაგიტომ ვერ განვითარდა ქვეყანა, მაგიტომ შემოდის ყველაფერი უხარისხო და მაგიტომაც დაგაქენსელებენ განვითარებული ქვეყნები.
ძლივს ამ ქვეყანას კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი ეღირსა, ვინმე არ დარჩა ამ ბიჭისთვის ზიანი არ მიეყენებინოს.
პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უბრალო მოკვდავები, ახლა უკვე სასულიერო პირებიც, პრო რუსები, პრო ევროპელები (ვითომ) ლიბერალები, კონსერვატორები, ბნელები, ვითომ პრადვინუტები, არავინ დარჩა საერთოდ.
ახლა ვიღაც მამაოს პოსტი წავიკითხე, თურმე ევროპაში რომ უნდა კვარას (იმ პოსტს ვერ პატიობენ ბნელები) მაგის გამო გაამპარტავანდა და 21 წლამდელებში არ ითამაშა. აწი ვერაფერს მიაღწევს რადგან ღმერთი ამპარტავნებას არ აპატიებს.
აი ამას წერენ მღვდლები. ჯერ ვინ არიან ეგენი ღმერთის სახელით რომ ლაპარაკობენ? ყველაფერი სიბინძურე შეიძლება გააკეთო და მერე ღმერთს დააბრალო?
ძალადობასაც ღმერთის სახელით ამართლებენ და ვინმეს "დასჯასაც".
დარწმუნებული ვარ კვარაცხელიამ რომ მომდევნო სეზონი წარუმატებლად დაიწყოს, ან ტრავმა მიიღოს, ან რაღაც დაემართოს არვიცი... ძალიანაც ბედნირები იქნებიან ეგ ვითომ მორწმუნეები, ეს ფარისევლები, სხვის დასანახად რომ უყვართ ღმერთი, ძალიან ბედნიერები იქნებიან და ნიშნის მოგებით დაიწყებენ ლაპარაკს. უკვე იწყებენ ეს ამაზრზენი ხალხი.
აი ევროპაში რომ უნდოდა იმიტომ, აი პატრიარქს რომ შეხვდა, აი ახლგაზრდულში რომ არ ითამაშა, აი დასასვენებლად რომ წავიდა... ათასი ბანძი მიზეზი.
ერთ კვირიან დასვენებას გადააყოლეს ადამიანი, რომელიც ორი წელია შეუსვენებლად თამაშობს და ვარჯიშობს.
იმედია ამ ქვეყნიდან ყველა ნორმალურად მოაზროვნე, რესურსიანი და ენერგიული ადამიანი გაიქცევა. ვინც დარჩება ისინი ერთმანეთს შეჭამენ. ისედაც ყოველდღე ერთმანეთს ჭამთ და ვისაც არ უნდა ამ საცოდაობას და ჭაობს უყუროს ყველა სხვაგან ცდის ბედს.
გაანადგურეთ საკუთარი წარმატებული ადამიანები და აქაურობა სხვებს დარჩებათ. ძალიან მალე.
ამაში აქ მცხოვრები ხალხის მეტი არავინ იქნბა დამნაშავე. არც მთავრობა და არც სხვა
!!
28 ივნისი 2023 14:30
12
”ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”

/კონსტანტინე გამსახურდია - ”დიდოსტატის მარჯვენა”/
ძველი გულშემატკივარი
28 ივნისი 2023 15:47
2
ხვიჩას ნუ შეაზარებთ ყველაფერს, ადამიანი გადაიწვა და დასვენება უნდა, რა არის აქ გაუგებარი?? მის გასაკეთებელს სხვებიც ბრწყინვალედ აკეთებენ და დავაცადოთ ამ ბიჭებს, მალე ესენიც აიწყობენ კარიერას კარგ კლუბებში და მიქაუტაძესთან,კვარასთან ერთად მთავარ ფორუმებზეც მოხვდებიან, ასე რომ ნუ ტრაგედიობთ და დატკბით ამ ლამაზი დღეებით...
Givi
28 ივნისი 2023 14:19
4
ელისაშვილი ვინცაა ყველამ ვიცით, მაგრამ კვარას რეალურად საქართველოსთვის ჯერ დიდი არაფერი შეუქმნია, დაღლილობის მიზეზიც სასაცილოა, მაშინ მოდრიჩი მკვდარი უნდა იყოს. შესარჩევში ისევ ვერ მოვუგეთ კონკურენტებს, ნაპოლის ჩემპიონობა კიდე სულ გვახატია საქართველოსთან მიმართებაში. ეგაა უფრო მეტმა ხალხმა გაიგო საქართველო კარგი გაგებით.
28 ივნისი 2023 14:18
20
ნაკრებთან შ3დარებით ყველას გვკიდია ნაპოლი მაგრამ კვარას რომ უყვარს სამშობლო ეჭვი გეპარებათ? რატომ არ შეგიძლიათ იმის დაშვება რომ კვარა მართლა გადაღლილია და იმასაც ფიქრობდეს რომ ასეთ ფორმაში ხელს შეუშლიდა ბიჭებს? ან ძამი ფიქრობდეს მის მეგობრებზე რომლებაც ყველაფერი დადეს მოედანზე რომ ამ ჩემპიონატში მიეღოთ თამაშის უფლება. ხომ ყველას გვესმის რომ კვარას ყოფნით ამ ბავშვების ოცნებას დაესმებოდა წერტილი? მართლა ყველგან ხომ ვერ ითამაშებს ბიჭი? ამპარტავნობა მე თუ მკითხავს ადამიანი ყველგან შეტენვა და თამაშია. მე მადლობელი ვარ ამ პატარა ბიჭის რომ ბავშვები დააბრუნა მოედნებზე და იმისათვისაც რომ იტალიაში ქართველის გაგონებისას გეხუტებიან და აღარ გიყურებენ მხოლოდ მომსახურე ერად. მე პირადად მართლა მინდოდა კვარას ხილვა ამ ჩემპიონატზე მაგრამ...
პ.ს:მოდი უბრალოდ პატი ვცეთ ამ პატარა ბიჭის გადაწყვეტილებას (არადა დარწმუნებული ვარ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო) და ნუ ავკიდებთ ტვირთად ზედმეტს და ნუ გადავწვავთ ამ ბიჭს. უბრალოდ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გენიას. პატარა ერი ვართ და მოდი ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს ძამია.
ა-ს
28 ივნისი 2023 14:47
4
განაცხადში მაინც უნდა ყოფილიყვნენ და როცა დაჭირდებოდათ ითამაშებდნენ.ბურთის დაწერაში მაგარი დაგვეხმარება როცა საჭირო გახდებოდა.
გაგვცეს პასუხი რატო მოიქცა ასე.
მოქალაქე
28 ივნისი 2023 14:14
17
ლისაშვილმა თავისი აზრი გამოთქვა, საკმაოდ კორექტულად, ჰქონდა ამის უფლება ?არა ? დიახ, ხვიჩა ჩვენი სიხარულია და უკვე შემდგარი ტალანტი და ისიც ვიცით რომ რაც უფრო დიდი ხარ უფრო მეტად ხარ დაკვირვების თუ დაფიქრების ობიექტი , ნუ თქვა ადამიანმა, საჭიროა მისი ლანძღვა ? სჭირდება კი ხვიჩას თქვენი ვაი-ვუი ქომაგობა ? არა, არ სჭირდება.თუ საჭიროდ მიიჩნევს თვითონვე გასცემს ამ კითხვაზე პასუხს და ეს ყველა ჩვენთაგანისთვისაც მეტად საინტერესო იქნება ვიდრე მავანთა ლანძღვა საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას, არ მოგწონთ ელისაშვილი? კი ბატონო , მაგრამ ასე "ჩასაფრებული" ნუ იქნებით და ყველაფერს პოლიტიკად ნუ ხარშავთ.
ბაბაია
28 ივნისი 2023 14:12
10
ელისაშვილმა თავისი აზრი გამოთქვა, საკმაოდ კორექტულად, ჰქონდა ამის უფლება ?არა ? დიახ, ხვიჩა ჩვენი სიხარულია და უკვე შემდგარი ტალანტი და ისიც ვიცით რომ რაც უფრო დიდი ხარ უფრო მეტად ხარ დაკვირვების თუ დაფიქრების ობიექტი , ნუ თქვა ადამიანმა, საჭიროა მისი ლანძღვა ? სჭირდება კი ხვიჩას თქვენი ვაი-ვუი ქომაგობა ? არა, არ სჭირდება.თუ საჭიროდ მიიჩნევს თვითონვე გასცემს ამ კითხვაზე პასუხს და ეს ყველა ჩვენთაგანისთვისაც მეტად საინტერესო იქნება ვიდრე მავანთა ლანძღვა საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას, არ მოგწონთ ელისაშვილი? კი ბატონო , მაგრამ ასე "ჩასაფრებული" ნუ იქნებით და ყველაფერს პოლიტიკად ნუ ხარშავთ.
ბაბაია
28 ივნისი 2023 14:11
8
როცა ადამიანი რაღაც სფეროზე წერს, ჯერ უნდა ერკვევოდეს მაინც ასე თუ ისე ამ სფეროს სამზარეულოში. ჩვენი უბედურება სწორად ეს არის, რომ ყველა ყოფს ცხვირს იქ სადაც არაფერი ესაქმება! რაც შეეხება ხვიჩას ამ პატარა კაფანდარა ბიჭმა ერთ წელში იმდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, რამდენსაც ელისაშვილის ნაირი პოლიტიკოსები მთელი ცხოვრება ვერ შეძლებენ.
Sabagio13
28 ივნისი 2023 13:58
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული