"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ბიჭოო რა ყველა ექსპერტია იქნებ სხვა მიზეზის გამო არ თამაშობს?!..ამთა ლაპარაკი რომ იციან ყველაფერში კომპეტენტური გონიათ თავი მერაბა მეტრეველის არ იყოს მიხედეთ პოლიტიკას ოე!!!!
ალეკოს
29 ივნისი 2023 07:18
6
რუბინი,ბათუმის დინამო და ნაპოლი,საიდან სად მოხვდა და რა ტემპის სხვაობაში მოხვდა,და იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო გახდა,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა,სერიას საუკეთესო გოლი,ამდენი უხეშობა მის წინააღმდეგ ყველა თამაშში და კიდე აკრიტიკებთ რატო არ ითამაშა ახალგაზრდულში?ნუ ანთხევთ ამ ნეგატივს,ვულოცავ მთელ საქართველოს ახალგაზრდულში ამ უდიდეს წარმატებას,ხვიჩას გადაწყვეტილება კი სამართლიანი იყო და დაანებეთ ამ მაგარი ადამიანის კრიტიკას თავი
B
29 ივნისი 2023 00:40
16
გავარტყი რუბინსაც და ნაპოლისაც საქართველოს ნაკრებს თუ არ დაეხმარა.
spaletti
29 ივნისი 2023 09:35
8
ჩემი აზრით ხვიჩას არ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში, ბევრი მიზეზის გამო:
1.მისი თამაშის შემთხვევაში დაიჩრდილებოდნენ სხვები, ნაკრების შესაძლო წარმატების შემთხვევაში და ბიჭების ღვაწლი არ გამოჩნდებოდა, შეასაბამისად წამყვანი კლუბები დიდ ყურადღებას არ გამოიჩენდნენ ნაკრების წევრების მიმართ. დარწმუნებული ვარ აჭრელდებოდა გაზეთები და საიტები ხვიჩას სურათებით და ქებით, ეს ხვიჩა რა არის, მარტო ათრია ეს უსახური ნაკრები და ასე შემდეგ. როგორც პრინციპში ეს ხდება დიდი ნაკრების შემთხვევაშიც.
2. ხვიჩას მოედანზე ყოფნა და მისი ავტორიტეტი სხვა მოთამაშეებს მოადუნებდა და ვერ გაბედავდნენ დამოუკიდებლად მოქმედებას. დიდი შანსია ხვიჩაზე თამაშს შედეგი ვერ გამოეღო და წარუმატებლობა ეწვნია გუნდს.
3. შესაძლოა ხვიჩას მიეღო ტრამვა და ყველა გაგებით ამას მოყვებოდა ცუდი შეფასებები ნაკრების და ფედერაციის მიმართ.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას და ხვიჩას ერთობლივად უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე და მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ხვიჩა იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში და ჩაერთვებოდა მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპიდან, სათადარიგო სკამიდან, სადაც თუ გვექნებოდა ბოლო წუთებში ან დამატებით დროში თამაში გადასარჩენი ხვიჩაც და იგივე ჟორჟიც ძალიან დაგვეხმარებოდნენ. ნახევარფინალში გასვლა უსიკვდილოდ გვჭირდება ეს ოლიმპიადის საგზურია ამ ერთი თამაშის გამო ნამდვილად ღირდა მისი ყოფნა შემადგენლობაში.

რაც შეეხება გადაღლას 22 წლის ბიჭის გადაღლა ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, თან ხვიჩას გადატვირთული სეზონი ფიზიკურად ნამდვილად არ ჰქონია, შესაძლოა მორალურად და ფსიქოლოგიურად იყოს დაღლილი ეგ არ ვიცი. დავითაშვილი ცუდი მაგალითია, მაგას უფრო ნაკლებ დატვირთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ზურიკომ ხვიჩასგან განსხვავებით ბათუმთან ერთად ევროთასების პლეიოფი ითამაშა, ფენომენალური გოლიც გაიტანა სლოვანთან და შემდეგ წავიდა ბორდოში, ბორდოდან ნაკრებში დაბრუნდა ბრწყინვალე გოლით პირადად მოგვაპოვებინა 3 ქულა კვიპროსთან, წამოვიდა ახალგაზრდულში ფაქტიურად დაუსვენებლად ითამაშა 3 თამაში და ასევე ფენომენალური გოლით ქულა და პირველი ადგილი მოგვაპოვიბინა ჰოლანდიასთან.
უვიცი
29 ივნისი 2023 00:38
10
ბებიაჩემს რომ კაკლები ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა,არ დაიწყო თეორიების ჩამოყალიბება.
უბიცა
30 ივნისი 2023 09:54
3
ძალიან არასწორი მსჯელობაა! იმიტომ რომ არავინ იცის ეს გადაწყვეტილება კლუბის ზეწოლით მოხდა თუ ყველამ ერთად მიიღო, ამიტომ მარტო ხვიჩას ნუ მიაწერთ. მეორე კიდევ და რომ იძახი პლეი-ოფებიდან ჩაერთვებოდნენ ხვიჩა და ჟორჟიო რა ბელგია-ჰოლანდიასთან განაცხადში რომ ყოფილიყვნენ სულ მცირე 2 ტაიმში ორთავე საჭირო იქნებოდა და კიდევ რომელ ქართველს ფანს გააჩერებდა ვინმე მწვრთნელის მინიმუმ ცუდად მოსახსენიებლად როცა ხვიჩას და ჟორჟს სათადარიგოზე რომ დასვამდა და არ ათამაშებდა, მაშინ იტყოდნენ თუ არ ათამაშებს საერთოდ რას აყავდა განაცხადშიო
ზაკო
29 ივნისი 2023 12:00
6
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ნაკრების წარმატების ერთ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე არ თამაშობენ.ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ტაქტიკას კვარაცხელია და მიქელაძის განეიტრალებაზე აგებდა, აბა დანარჩენების არც იცნობდნენ.ამიტომ მადლობა ორივეს ამ გადაწყვეტილებისთვის!
კოსტა
28 ივნისი 2023 23:32
8
ამ შენი ბურატინო ცხვირით ყველგან ნუ იქექები....
ელო
28 ივნისი 2023 21:33
14
მახსოვს მიქაელ ლაუდრუპმა უარი თქვა ნაკრებში თამაშზე და დანია ევროპის ჩემპიონი გახდა!არადა დანიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი იყო?მერე ნანობდა ძაან.მათი წყალი გადმოგვსხმოდეს!:)
გიორგი IV
28 ივნისი 2023 20:50
2
ალეკო, ხვიჩამ რომ ამ ევროზე ვერ ითამაშა მისი კი არა, ფედერაციის ბრალია. როცა სასწორზე ევროპაზე წარმატებული გამოსვლა და ოლიმპიადის საგზურია, ეს არ უნდა ანაცვალო პირველი ნაკრების საეჭვო წარმატებას შესარჩევიდან, მით უმეტეს ლიგიდან გასვლის შანსი მეტია, ვიდრე შესარჩევი იყო. ხვიჩა და მიქაუტაძე თავიდანვე 21 წლამდელთა ნაკრებისთვის რომ დაეთმოთ, ყველა მოგებული დარჩებოდა. ორვე ნაკრებიში თამაში კი ასეთი რთული და დამქანცველი იტალიის ჩემპიონატის შემდეგ მეტის-მეტია. ამასთანავე, ხვიჩამ და ამ თაობამ 10 წელი მაინც უნდა გაახაროს გულშმატკივარი, ასე, რომ კარგი იქნება თუ შეფასება და საყვედური, კარგად აწონილი შეფასების შემდეგ გამოითქმება.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივნისი 2023 19:59
16
მიდი, რა თუ ძმა ხარ, შენს საქმეს მიხედე,მაგრამ არც ის იცი და აქაც ცუდად ეჩრები
ხათუნა
28 ივნისი 2023 19:58
14
ზუსტად
huntington
29 ივნისი 2023 00:07
4
ხალხო კახელები ამბობენ მუშაობამ ვირი მოკლაო, ემოციურად ხო არ უნდა გამოფიტოთ ეს ახალგაზრდა, იტალიაში მთელი წელი ითამაშა, პლიუს ნაკრებში და რაღა გინდათ , ადამიანის ექსპლუატაცია გინდათ თქცენ
ლაშა 19
28 ივნისი 2023 19:42
12
მოდით პოლიტიკოსებმა ის კი არ გაარჩიოთ ვინ ითამაშებს ნაკრებში და ვინ არა. ახლა იმაზე დაიწყეთ ფიქრი (გინდ პოზიციამ გინდ ოპოზიციამ და გინდ არასამთავროებმა). როგორ წაახალისოთ კვარა, მიქაუტაძე, მამარდაშვილი , ლოჩოშვილი და დავითაშვილი, რომლებმაც გზა გაუხსნეს ევროპაში. ამ ვაჟკაცებს ვინც გვასახელა და გაგვახარა 1/4 ფინალში გასვლით. პ.ს. ამ ვაჟკაცებს ვინც ნაკრებშია ახლა ყველას პრემიალური კაცის თავზე 100 000 ლარი უნდა დაურიცხოს ზუსტად ამ გაქსუებულმა პოლიტიკოსებმა და პირველი პრემიალური ზუსტად ელისაშვილის ხელფასს უნდა ჩამოაკლდეს. (კითხეთ ჟურნალისტებმა თუ არის თანახმა ამ ვაჟკაცებს გაუნაწილოს მისი ხელფასი რომელსაც სკამის გათბობისთვის და უაზრო ლაპარაკისთვის ღებულობს). რათქმაუნდა პრემიალური ყველას მათ შორის მასაჟისტებს რომლებიც ზრუნავენ ჩვენ ბიჭებზე.
roma bejanidze
28 ივნისი 2023 19:39
5
ეგ ფული შენი ჩემი და გადასახადის გადამხდელებისაა და არა მთავრობის ან პოლიტიკოსების
Gia
28 ივნისი 2023 23:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული