"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ამპარტავნობაზე საუბრისას სარკეში ჩაიხედე ელისაშვილო. გაიხსენე შენი და შენნაირების ფეისბუქ-ბრძოლა უკრაინაში, თქვე მატრაბაზებო. ხვიჩას გადაწყვეტილებას ორი სერიოზული მიზეზი აქვს.
1. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც თავი დასამტკიცებელი აქვს. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
2. სეზონში 45 თამაშის შემდეგ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დასვენება აუცილებელია, რომ არ გადაიწვას. ახალი სეზონი აგვისტოში იწყება. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
გიორგი
28 ივნისი 2023 12:35
11
ამ შენი ბურატინო ცხვირით ყველგან ნუ იქექები....
ელო
28 ივნისი 2023 21:33
14
ბიჭო,შენ დიდ სპორტთან ახლოს არ ჩაგივლია.კვარამ სერია ა-ში ურთულესი სეზონი ჩაატარა და ნაკრებშიც გამოდის.21 წლამდელებში გინდა გადაიწვას ? შენ საქმეს მიხედე,რომელიც არჩევნებით დაივალე.
ALONZO
28 ივნისი 2023 16:36
14
გეთანხმები ALONSO,გადაღლა ზრდის ტრავმის ალბათობას, აღდგენა დიდ სპორტში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.თუ ამას სპორტსმენი არ გაითვალისწინებს,ორგანიზმი აუცილებლად ადრე თუ გვიან დასჯის და ღმერთმა ნუ ქნას გამოგვეთიშოს პირველი ნაკრების გადამწყვეტი თამაშების დროს,იქნებ მაკედონიასთან ფინალი გაგახსენოთ.გთხოვთ ასე შეხედოთ საკითხს.
მიხეილი
28 ივნისი 2023 17:39
0
ჩემი აზრით ხვიჩას არ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში, ბევრი მიზეზის გამო:
1.მისი თამაშის შემთხვევაში დაიჩრდილებოდნენ სხვები, ნაკრების შესაძლო წარმატების შემთხვევაში და ბიჭების ღვაწლი არ გამოჩნდებოდა, შეასაბამისად წამყვანი კლუბები დიდ ყურადღებას არ გამოიჩენდნენ ნაკრების წევრების მიმართ. დარწმუნებული ვარ აჭრელდებოდა გაზეთები და საიტები ხვიჩას სურათებით და ქებით, ეს ხვიჩა რა არის, მარტო ათრია ეს უსახური ნაკრები და ასე შემდეგ. როგორც პრინციპში ეს ხდება დიდი ნაკრების შემთხვევაშიც.
2. ხვიჩას მოედანზე ყოფნა და მისი ავტორიტეტი სხვა მოთამაშეებს მოადუნებდა და ვერ გაბედავდნენ დამოუკიდებლად მოქმედებას. დიდი შანსია ხვიჩაზე თამაშს შედეგი ვერ გამოეღო და წარუმატებლობა ეწვნია გუნდს.
3. შესაძლოა ხვიჩას მიეღო ტრამვა და ყველა გაგებით ამას მოყვებოდა ცუდი შეფასებები ნაკრების და ფედერაციის მიმართ.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას და ხვიჩას ერთობლივად უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე და მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ხვიჩა იქნებოდა ნაკრების შემადგენლობაში და ჩაერთვებოდა მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპიდან, სათადარიგო სკამიდან, სადაც თუ გვექნებოდა ბოლო წუთებში ან დამატებით დროში თამაში გადასარჩენი ხვიჩაც და იგივე ჟორჟიც ძალიან დაგვეხმარებოდნენ. ნახევარფინალში გასვლა უსიკვდილოდ გვჭირდება ეს ოლიმპიადის საგზურია ამ ერთი თამაშის გამო ნამდვილად ღირდა მისი ყოფნა შემადგენლობაში.

რაც შეეხება გადაღლას 22 წლის ბიჭის გადაღლა ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, თან ხვიჩას გადატვირთული სეზონი ფიზიკურად ნამდვილად არ ჰქონია, შესაძლოა მორალურად და ფსიქოლოგიურად იყოს დაღლილი ეგ არ ვიცი. დავითაშვილი ცუდი მაგალითია, მაგას უფრო ნაკლებ დატვირთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ზურიკომ ხვიჩასგან განსხვავებით ბათუმთან ერთად ევროთასების პლეიოფი ითამაშა, ფენომენალური გოლიც გაიტანა სლოვანთან და შემდეგ წავიდა ბორდოში, ბორდოდან ნაკრებში დაბრუნდა ბრწყინვალე გოლით პირადად მოგვაპოვებინა 3 ქულა კვიპროსთან, წამოვიდა ახალგაზრდულში ფაქტიურად დაუსვენებლად ითამაშა 3 თამაში და ასევე ფენომენალური გოლით ქულა და პირველი ადგილი მოგვაპოვიბინა ჰოლანდიასთან.
უვიცი
29 ივნისი 2023 00:38
10
გაგიმარჯოს ღმერთმა, 100% ზუსტად ეგრეა... ზურიკო, გამოჩნდა ეხლა ძალიან კარგად და წიტაც, აზრაოვიც და გოჩოლეიშვილიც... ასევე მიქაუტაძე რო ყოფილიყო გაგუა და გულიაშვილიც არ გამოჩმდებოდნენ... 1 თამაშის გულისთვის შეიძლებოდა კი, მარა 10-15 წუთის გამო მთელი კვირაზე მეტი ვარჯიში გუნდთან და ქორწილიც უნდა გადაედო რაღაცნაირად, ასეთი მნიშვნელოვანიც არ მგონია მისი 10-15 წუთი სავარაუდო ყოფნა რომ ყვეეეეელაფერი გადაედო გვერდით
.. ბიჭს დასვენების საშუალება არღა ექნებოდა, აქედან პირდპირ ნაპოლის მოსამზადებელზე და ქორწილს ვინ ჩივის, მართლა ფიზიკურად 1 კვირიანი შვებულებაც რა გამოვიდოდა, არ ივრაგება ასე იმ პოტენციური 15 წუთის გამო ჩემი აზრით, დანარჩენში სრულად გეთანხმები, უარესი იქნებოდა ყველანაირად ჯგუფში რომც ეთამაშა
რა მაფიაა?
29 ივნისი 2023 01:56
2
ძალიან არასწორი მსჯელობაა! იმიტომ რომ არავინ იცის ეს გადაწყვეტილება კლუბის ზეწოლით მოხდა თუ ყველამ ერთად მიიღო, ამიტომ მარტო ხვიჩას ნუ მიაწერთ. მეორე კიდევ და რომ იძახი პლეი-ოფებიდან ჩაერთვებოდნენ ხვიჩა და ჟორჟიო რა ბელგია-ჰოლანდიასთან განაცხადში რომ ყოფილიყვნენ სულ მცირე 2 ტაიმში ორთავე საჭირო იქნებოდა და კიდევ რომელ ქართველს ფანს გააჩერებდა ვინმე მწვრთნელის მინიმუმ ცუდად მოსახსენიებლად როცა ხვიჩას და ჟორჟს სათადარიგოზე რომ დასვამდა და არ ათამაშებდა, მაშინ იტყოდნენ თუ არ ათამაშებს საერთოდ რას აყავდა განაცხადშიო
ზაკო
29 ივნისი 2023 12:00
6
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას ნუ შეაზარებთ ყველაფერს, ადამიანი გადაიწვა და დასვენება უნდა, რა არის აქ გაუგებარი?? მის გასაკეთებელს სხვებიც ბრწყინვალედ აკეთებენ და დავაცადოთ ამ ბიჭებს, მალე ესენიც აიწყობენ კარიერას კარგ კლუბებში და მიქაუტაძესთან,კვარასთან ერთად მთავარ ფორუმებზეც მოხვდებიან, ასე რომ ნუ ტრაგედიობთ და დატკბით ამ ლამაზი დღეებით...
Givi
28 ივნისი 2023 14:19
4
ელისაშვილმა სოროებში მიყუჩებულ ხელმოცარულებს ახალი სიცოცხლე შთაბერა. :) და მაგრად მიქარა! მერამდენედ უნდა დაიწეროს ერთი და იგივე, რომ ცარიელ თავებში შევიდეს (თუმცა თუ თავი ცარიელია, ვერც ვერასდროს შევა. ;) ), თუ რატომ ჯობდა ხვიჩას არჩევანი. არამარტო ხვიჩას, არამედ ამ გუნდს, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა, ამით შეურაცხყოფთ და მათში ეჭვი გეპარებათ. დაოკდით! მერამდენედ უნდა წახვიდეთ ,,რუსკი კარაბლის" მიმართულებით. :)))))
რატი
28 ივნისი 2023 12:57
6
100% ხარ.
გეგი
28 ივნისი 2023 13:08
2
შენს თავს მიხედე. ხვიჩა პატიოსანი შრომით შოულობს ფულს შენგან განსხვავებით და შენი გასარჩევი არასდროს იქნება ხვიჩას პატრიოტობა
ზურაბ
28 ივნისი 2023 15:03
24
ზოგს (მათ შორის ალბათ ელისაშვილსაც) ფეხბურთი ჰგონია მოედანზე ბურთის გორება, სირბილი და მაყურებლის შეძახილი "მიდი, მიდი !" (როგორც რუსები იტყვიან "давай, давай"). პროფესიული ფეხბურთი დღეს მარტო თამაში არ არის (უფრო სწორად "თამაში" სრულებითაც არ არის). ეს არის მუშაობა, პასუხისმგებლობა, ხელოვნების დონეზე ასული აზროვნება, ფიზიკური კონდიციები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, და ა.შ. და ა.შ.
ხვიჩაც ადამიანია, მისი რესურსიც, მითუმეტეს ამ ასაკში არ არის უსაზღვრო, მას "დეპუტატ" ელისაშვილზე არანაკლებად (თუ მეტად არა) უყვარს თავისი სამშობლოც და მისი გულშემატკივრებიც, მაგრამ როგორც პროფესიონალმა სხვაზე მეტად იცის თავისი ემოციური და ფიზიკური, თუნდაც ოჯახური მდგომარეობა მდგომარეობა.
დავუშვათ რომ გამოსულიყო და ისეთი თამაში არ გამოსვლოდა, როგორსაც ქართველი მაყურებელი მისგან ელოდა, წარმოგიდგენიათ რა ტალახის სროლა წამოვიდოდა მისკენ!?
ცნობისათვის - ბოლო არასრულ 10 თვეში მან უმაღლესი რანგის 50-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თან რა დონეზე!!! სხვას ვის ჰქონდა ასეთი დატვირთვა ? იქნებ გამახსენოთ.
ძველი გულშემატკივარი
28 ივნისი 2023 13:05
5
როცა არ ვიცით დაზუსტებით რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ, ესეი იგი არ იყო საჭირო მთელ ქვეყანაზე ეყვირა არ ვთამაშობ ამის გამოო! ყველას დაგვწყდა გული, მაგრამ არა მგონია აქ ვინმეს ხვიჩაზე ძალიან ნდომებოდა ამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში! არ იყო საქმე ასე მარტივად და ადამიანმაც გააკეთა შესაბამისი განცხადება! ალეკო კიდევ ნუ მიედ მოედები ღობე ყორეს და შეეშვი ამ ჭკუის დარიგებებს! ხვიჩამ უკეთესად იცის რა უნდა გააკეთოს და როდის!
მწვრთნელი
28 ივნისი 2023 13:09
4
ერთად ერთი შემთხვევა ამას რომ შემიძლია დავეთანხმო. რო გავიდნენ ბიჭები ოლიმპიადაზე მაშინ ხო მოუნდება იქ თამაში ხვიჩას. როცა მთელი ქვეყანა ხვიჩას მხურვალე გულშემატკივრები ვართ, მანაც პატივი უნდა სცეს თავის ხალხს და რითაც შეუძლია უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას!
Io
28 ივნისი 2023 12:36
34
ხვიჩა ემსახურება თავის ქვეყანას. კლავიატურის ლომები კი ყოველთვის სხვის მაგივრად მაგრები ხართ.
გიორგი
28 ივნისი 2023 12:49
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული