"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
არა მოდი ბოლოსდაბოლოს ვთქვათ ვისაც ფეხბურთი კარგად არ ესმის შესაძლოა ის ვერც მიხვდეს რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო მიქაუტაძის და კვარას არ თამაშე ახალგაზრდებში. ესეიგი პირველი ის რომ ძალიან რთული სეზონი ქონდათ ორივეს და თითქმის ყველა თამაში ითამაშეს თავიანთ გუნდებში რაც კიდევ დასვენების გარეშე დამატებით თამაში ტრამვის რისკს ზრდის ძალიან მაღლა მეორეც რაც უფრო მაღალი დონის კლასის მატჩებს ატარებ მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ ფიზიკურად და შესაბამისად მაღალ დობოზე თამაში ასეთი ინტენსივობით ძალიან რთულია ამიტომაც არის განსხვავება მაღალი კლასის ფეხბურთელსა და საშვალო კლასის ფეხბურთელს შორის ნუ ნიჭი რასაკვირველია მაგაზე არ ვილაპარაკოთ. მერე მიქაუტაძე ტრანსფერზეა და შეიძლება კლუბი გამოიცვალოს ამიტომ მასაც ჭირდება დასვენება და კარიერიაში მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს კვარაცხელიას მწვრთნელი შეეცვალა და თუ იქ დაღლილი ჩავა და შეკრებებისდროს არ ნახა ახაკმა მწვრთნელმა რა შეუძლია და როგორ შეუძლია შეიძლება სკამზე აღმოჩნდეს უსამართლოდ ამიტომ საჭიროა რომ ამ შემთხვევაში ნაპოლიში იყოს სპალეტის შემთხვევაში მას დასამტკიცებელი აღარაფერი ექნებოდა ახალ მწვრთნელთან ერთად ახალ სქემას უნდა მოერგოს და დაღლილი ფეხბურთელისთვის ეს რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელი ასევე ტრამვა როგორც ვახსენე ხპდა შეეშვით ამ ხალხს ვერცერთზე ვერ იტყვი რომ ნაკრები ითაკილა და აუ მე მანდ რა მინდა ძმააოო მაგას არცერთი არ იკადრებს პირიქით სულს და გულს დებენ აქ. და კიდევ არის სხვა მესამე ფაქტორი ჩვენი წარმატება რაც ეხლა ამ ბიჭებმა მიახწიეს დაბრალდებოდათ კვარას მიქაუტაძეს დავითაშვილს და მამარდას მხოლოდ ახლა კი მთელმა მსოფლიომ ნახა რომ მათგარეშეც საქართველო ანგარიშ გასაწევი ძალააა როგორც გრანდი და არავის ეგონება რომ აქ მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი თამაშობს ფეხბურთს მათ პოზიციებზე სხვა ფეხბურთელებს მოეცათ შანსი თამაშის მათი არ ყოფნის დროს ასე რომ აქ დამთავრდეს ამ უცოდინრობის ფრქვევა. საქართველოში დღეს ტალანტები იბადებიან და მათაც უნდა მკეცეთ შანსი რომ თავისი დაამტკიცონ! წარმატებები ბიჭებო სუკ ყველას უკლებლივ
T.q
28 ივნისი 2023 15:36
4
რა მგრად გამეცინა რა საოცრად ძლიერი ყოფილხარ ლოგიკაში
T.q გია-ს
28 ივნისი 2023 22:45
4
თქვენი ანალიზიდან ჩანს ნაპოლი ჯერ მერე ნაკრები. ეს არ არის პატრიოტიზმი
გია
28 ივნისი 2023 17:53
5
საქართველოს ამისთანა შანსი აღარ ექნება. მისი საუკეთესო ძალები დღეს ქვეყანას უნდა ემსახუროს. რას მიქვია მძიმე სეზონი მქონდა, ნაკრები ყოველთვის ამ დროს თამაშობს გინდა შესარჩევი აიღე და გინდა ჩემპიონატი. პირველ რიგში საქართველო და მერე ნაპოლი. ეს არის პატრიოტიზმი. ხვიჩა ამჟამად ყველაზე ნიჭიერი პიროვნებაა და ამიტომ მისი პასუხისმგებლობაც ქვეყნის წინაშე ყველაზე მაღალია. თუ დავესესხებით ჩვენ გენიოს მწერალს ოტია იოსელიანს, ის მბობს ნიჭი ეს საქართველოს საკუთრებაა ხოლო ვინც ამას ატარებს ის ვალდებულია ეს ნიჭი ქვეყანას მოახმაროს. პიროვნებისთვის ამ ნიჭის ტარება დიდ შრომას და წვალებას ითხოვს მაგრამ ქვეყნისთვის ეს ბედნიერებაა.
გია
28 ივნისი 2023 15:16
13
ვინცჩემ პოზიციას არ იზიაარებს ის პატრიოტი არაა
გია
28 ივნისი 2023 19:08
5
დაანებეთ კვირას თავი!
ბანძებო!
28 ივნისი 2023 15:13
5
კვირას არა, პარასკევას
კოკო
28 ივნისი 2023 16:11
5
ელისაშვილმა თავისი აზრი გამოთქვა, საკმაოდ კორექტულად, ჰქონდა ამის უფლება ?არა ? დიახ, ხვიჩა ჩვენი სიხარულია და უკვე შემდგარი ტალანტი და ისიც ვიცით რომ რაც უფრო დიდი ხარ უფრო მეტად ხარ დაკვირვების თუ დაფიქრების ობიექტი , ნუ თქვა ადამიანმა, საჭიროა მისი ლანძღვა ? სჭირდება კი ხვიჩას თქვენი ვაი-ვუი ქომაგობა ? არა, არ სჭირდება.თუ საჭიროდ მიიჩნევს თვითონვე გასცემს ამ კითხვაზე პასუხს და ეს ყველა ჩვენთაგანისთვისაც მეტად საინტერესო იქნება ვიდრე მავანთა ლანძღვა საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას, არ მოგწონთ ელისაშვილი? კი ბატონო , მაგრამ ასე "ჩასაფრებული" ნუ იქნებით და ყველაფერს პოლიტიკად ნუ ხარშავთ.
ბაბაია
28 ივნისი 2023 15:04
4
შენს თავს მიხედე. ხვიჩა პატიოსანი შრომით შოულობს ფულს შენგან განსხვავებით და შენი გასარჩევი არასდროს იქნება ხვიჩას პატრიოტობა
ზურაბ
28 ივნისი 2023 15:03
24
კვარამ რაც გააკეთა ერთ სეზონში,მთელი ცხოვრების მანძილზე მოაღწიეთ და მერე იტლიკინეთ,ვინც აკრიტიკებთ ფეხბურთის ბაიბურში არ ხართ.
B
28 ივნისი 2023 15:00
16
ფეხბურთი რა შუაშია აქ პატრიოტიზმზეა საუბარი
გია
28 ივნისი 2023 15:45
14
ძალიან მინდა ჩემპიონები გავხდეთ და მთელი ცხოვრება სანანებელი ქონდეს ხვიჩას
მიშა
28 ივნისი 2023 15:28
17
მოკლედ ნუ აღმერთებთ ამ ბიჭს, ყველას გაკრიტიკება შეიძლება თუ გასაკრიტიკებელი ხარ, მათ შორის კვარას გაკრიტიკებაც შეიძლება, კვარა კი არა მესი გაუკრიტიკებიათ ას ერომ დამშვიდდით.
მეც ვფიქრობ რომ ძალიან ცუდად მოიქცა და ეს ყველაფერი თავში ავარდნას ჰგავს
buxrika
28 ივნისი 2023 15:00
19
ეცლა შენ რომ კარგად გაგაგრიტიკოთ რა აზრის ხარ მაგაზე ხო იძახი რომ ყველას გაკრიტიკრბა შეიძლებაო ხოდა ბევრს თუ ილაპარაკებ რაც არ გესკის და არ იცი კაგად მაგრად გაგაკრიტიკებენ
T.q
28 ივნისი 2023 15:38
3
ძალიან ცოდოები ხართ ბიჭო,იმის მეოთხედი გააკეთეთ და მიაღწიეთ იმას რაც ამ ბიჭმა შეძლო.ჯერ მარტო იტალიაში რომ ჩვენს ემიგრანტებს დიდ პატივს სცემენ კვარას გამოც.
ჰეჰე
28 ივნისი 2023 15:07
3
ანუ საერთოდ აღარ დაისვენოს ამ ბიჭმა, არასდროს ხო? მერე სექტემბერში ეროვნულშიც ყველა თამაში ითამაშოს , ხო? თუ ნაპოლის უთხრას - დამასვენეთო? არ შეიძლება ეგრე. რაც არ იცით ჰაერზე ლაპარაკს მოეშვით. თქვენზე მეტად უყვარს კვარას თავისი სამშობლო! რასაც თავისი შრომით ამტკიცებს
ხომ ერა
28 ივნისი 2023 14:53
4
ზურიკო>კვარაცხელოვი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 ივნისი 2023 14:53
23
ვაი შენს პატრონს მართლა.
I
28 ივნისი 2023 15:08
2
ნაკრებში თამაში და შენი ქვეყნის სახელით გამოსვლა არის პატივი და საამაყო , გადაღლილი არ იყო დავითაშვილი(და სხვებიც)? შოტლანდიაში ითამაშა და ყველას რომ ისევ თვითმფრინავში ეგონა თამაში ითამაშა თბილისში , ალბათ არც ეძინა და პირდაპირ აეროპორტიდან შეუერთდა გუნდს, კვარაცხელია და მიქაუტაძე რამ დაღალათ ესე რომ სათადარიგოზე მაინც ყოფილიყვნენ და როცა ძაან დაგვჭირდებოდა მაშინ მაინც ითამაშებდნენ , მაგრამ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს და ლიგა ორის ბომბარდირს ახალგაზრდული ესირცხვილებათ ეტყობათ.
ბექა
28 ივნისი 2023 14:48
20
ელისაშვილო, გამოდი, გიცანი!
საბურთალოელი
28 ივნისი 2023 15:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული