მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.
"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.
საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
რა იცი შენ გულს როგორ სტკენ, ვინმეს.
ძლივს ამ ქვეყანას კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი ეღირსა, ვინმე არ დარჩა ამ ბიჭისთვის ზიანი არ მიეყენებინოს.
პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უბრალო მოკვდავები, ახლა უკვე სასულიერო პირებიც, პრო რუსები, პრო ევროპელები (ვითომ) ლიბერალები, კონსერვატორები, ბნელები, ვითომ პრადვინუტები, არავინ დარჩა საერთოდ.
ახლა ვიღაც მამაოს პოსტი წავიკითხე, თურმე ევროპაში რომ უნდა კვარას (იმ პოსტს ვერ პატიობენ ბნელები) მაგის გამო გაამპარტავანდა და 21 წლამდელებში არ ითამაშა. აწი ვერაფერს მიაღწევს რადგან ღმერთი ამპარტავნებას არ აპატიებს.
აი ამას წერენ მღვდლები. ჯერ ვინ არიან ეგენი ღმერთის სახელით რომ ლაპარაკობენ? ყველაფერი სიბინძურე შეიძლება გააკეთო და მერე ღმერთს დააბრალო?
ძალადობასაც ღმერთის სახელით ამართლებენ და ვინმეს "დასჯასაც".
დარწმუნებული ვარ კვარაცხელიამ რომ მომდევნო სეზონი წარუმატებლად დაიწყოს, ან ტრავმა მიიღოს, ან რაღაც დაემართოს არვიცი... ძალიანაც ბედნირები იქნებიან ეგ ვითომ მორწმუნეები, ეს ფარისევლები, სხვის დასანახად რომ უყვართ ღმერთი, ძალიან ბედნიერები იქნებიან და ნიშნის მოგებით დაიწყებენ ლაპარაკს. უკვე იწყებენ ეს ამაზრზენი ხალხი.
აი ევროპაში რომ უნდოდა იმიტომ, აი პატრიარქს რომ შეხვდა, აი ახლგაზრდულში რომ არ ითამაშა, აი დასასვენებლად რომ წავიდა... ათასი ბანძი მიზეზი.
ერთ კვირიან დასვენებას გადააყოლეს ადამიანი, რომელიც ორი წელია შეუსვენებლად თამაშობს და ვარჯიშობს.
იმედია ამ ქვეყნიდან ყველა ნორმალურად მოაზროვნე, რესურსიანი და ენერგიული ადამიანი გაიქცევა. ვინც დარჩება ისინი ერთმანეთს შეჭამენ. ისედაც ყოველდღე ერთმანეთს ჭამთ და ვისაც არ უნდა ამ საცოდაობას და ჭაობს უყუროს ყველა სხვაგან ცდის ბედს.
გაანადგურეთ საკუთარი წარმატებული ადამიანები და აქაურობა სხვებს დარჩებათ. ძალიან მალე.
ამაში აქ მცხოვრები ხალხის მეტი არავინ იქნბა დამნაშავე. არც მთავრობა და არც სხვა
/კონსტანტინე გამსახურდია - ”დიდოსტატის მარჯვენა”/
პ.ს:მოდი უბრალოდ პატი ვცეთ ამ პატარა ბიჭის გადაწყვეტილებას (არადა დარწმუნებული ვარ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო) და ნუ ავკიდებთ ტვირთად ზედმეტს და ნუ გადავწვავთ ამ ბიჭს. უბრალოდ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გენიას. პატარა ერი ვართ და მოდი ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს ძამია.
გაგვცეს პასუხი რატო მოიქცა ასე.