მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.
"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.
საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
ხვიჩაც ადამიანია, მისი რესურსიც, მითუმეტეს ამ ასაკში არ არის უსაზღვრო, მას "დეპუტატ" ელისაშვილზე არანაკლებად (თუ მეტად არა) უყვარს თავისი სამშობლოც და მისი გულშემატკივრებიც, მაგრამ როგორც პროფესიონალმა სხვაზე მეტად იცის თავისი ემოციური და ფიზიკური, თუნდაც ოჯახური მდგომარეობა მდგომარეობა.
დავუშვათ რომ გამოსულიყო და ისეთი თამაში არ გამოსვლოდა, როგორსაც ქართველი მაყურებელი მისგან ელოდა, წარმოგიდგენიათ რა ტალახის სროლა წამოვიდოდა მისკენ!?
ცნობისათვის - ბოლო არასრულ 10 თვეში მან უმაღლესი რანგის 50-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თან რა დონეზე!!! სხვას ვის ჰქონდა ასეთი დატვირთვა ? იქნებ გამახსენოთ.
1. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც თავი დასამტკიცებელი აქვს. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
2. სეზონში 45 თამაშის შემდეგ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დასვენება აუცილებელია, რომ არ გადაიწვას. ახალი სეზონი აგვისტოში იწყება. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.