"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ალეკო! შენ უკრაინაში რომ ირბინე, ხომ დაიღალე. ასეა ხვიჩაც, იტალიაში სირბილიც ღლის ადამიანს.
სიმართლე.
06 აგვისტო 2023 19:01
0
ალეკო,ხომ გაგიონია რაშს ჭედავდნენ და კუმაც რომ ფეხი გამოყო.შენს ადგილზე ჩუმად ვიჯდებოდი იმ კახელი გლეხის განაჩენის გამოტანის შემდეგ და არ დავიწყებდი ნამდვილად პატრიოტი,გონიერი,კარგად აღზრდილი და საქართველოს სავიზიტო ბარათის მფლობელ ხვიჩა კვარაცხელიას განსჯას,500 კმ/სთ სიჩქარით რომ გამოედევნო მაინც ვერ დაეწევი.
შურმა და ბოღმამ არ დაგახრჩოთ,მიბაძეთ ადამიანობაში ხვიჩას.
დინარა
24 ივლისი 2023 09:34
0
განათლება და აღზრდა. გაუზრდელი განათლებული არასოდეს იქნება. არზრდაში კი ხელს გვიწყობს ლიბერალიზმი. ხალხს აერია, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
სიმართლე.
22 ივლისი 2023 08:26
2
ხვიჩა კიარა ნაპოლეონი და სტალინი რომ გაგვეყვანა მაინც ისრაელთან გამოვარდებოდით. . არავინ აგვაწევინებდა მაგ თასს. მესამე ქვეყანას გეძახიან ევროპაში და და რა სისულელეა. . .გერმანია დაატორმუზეს და ისრაელის ბანდა გაიყვანეს. . .გუნდმა მთელს ჩემპიონატზე კარის ჩარჩოში 4ჯერ მოახვედრა ბურთი და ოლიმპიადაზე მიდის. .უკრაინა ისედაც უნდა ყოფილიყო და რა გინდათ საქართველო გასულიყო?. . .კარგად ორგანიზებული სპექტაკლი კარგმა მსახიობებმა უფრო "გაალამაზეს". . .არაფერი არ ესაქმებოდა აქ ხვიჩას და მოეშვით ცალკე ლიბერალები ცალკე ურაპატრიოტებო მაგ ბიჭის დამუნათებას. . ვინც ამ პოსტში უცენზურო დაინახა რამე პუტინისტი იყოს
ნაპოლეონი
21 ივლისი 2023 18:16
2
ამ ნაცარქექიამ(იმ ნაცარქექიას ფრჩხილის ფასმა) სტალინის გარჩევა გაბედა და ხვიჩას ამბავში ლაითად აგინეთ ხალხო
ნაპოლეონი
21 ივლისი 2023 18:09
1
Hen ro ggonia mase ar ari aleko
Nukri Kvaracxelia
03 ივლისი 2023 13:26
0
თვალსა და ხელშუა ახალი სექტა ყალიბდება ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში.

თქვე უთავმოყვარეებო, ყველაფერს რომ უპრავებთ თქვენს საფიცარს.

უარი თქვა ბეჩავ საქართველოზე, სამშობლოს მაისურზე. უარი თქვა იქ, სადაც მართლა შეიძლებოდა ესახელებინა თავისი ქვეყანა.
ეგ და მიქაუტაძე რა ქვია ამათ საქციელს? დეზერტირობა?

ახლა ვუყურებდი ჩვენს თავგანწირულ ბიჭებს და მათ ომს მოედანზე.
ლომურად იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება შესძინეს ქვეყანას.
უნდა გენახათ გერმანელი დიქტორები საქართველოს წაგებით გულდაწყვეტილები როგორ აქებდნენ ჩვენს ბიჭებს და ჩვენს ქვეყანას!

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო.

მამარდაშვილი კაცი ხარ კაცური.

იმ ორს კი ზუსტად მოეძებნება ძალიან სახელი, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.

შენ მოახერხე ფეხბურთში პირველკაცობა და კაცობაში მეოთხეკაცობა.

ისტორია
01 ივლისი 2023 23:11
12
ისტორია არა, მემატიანე დაირქვი, უფრო ეფექტურია. :))
,,უარი თქვა ბეჩავ საქართველოზე, სამშობლოს მაისურზე" . . . ისეთ ტექსტებს წერ, ქვას აატირებ. :))
ისე, უარი როგორ თქვა აბა? ეროვნულ ნაკრებში ხომ თამაშობს. და თან ჩვენი ყველას იმედია (ნუ, შენი არა).
,,ახლა ვუყურებდი ჩვენს თავგანწირულ ბიჭებს და მათ ომს მოედანზე". . . უეჭველი გექნება მწერლის კალამი მოსინჯული. :)) ეგაა, მკითხველი არ გყავს და აქ იკლავ სამწერლო დიდების სურვილს. რვა მოწონება ხომ გაქვს უკვე (ნეტავ, საკუთრად შენი რამდენია აქედან). :))
რა გეშველებათ ამდენ ლუზერს.
კოლა
13 ივლისი 2023 07:08
0
ეს ტყუილია. სინამდვილეში უკვე ჩამოყალიბდა ნიჭისა და წესიერების წინააღმდეგ შეთქმულთა სექტა, რომელიც ცდილობს სიცოცხლე მოუშხამოს ამ სანთელივით ყმაწვილს. თქვენ ხართ ქართული მოდმის წყველა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს ნათელს, ანთხევს შურსა და ბოღმას!
გიორგი
03 ივლისი 2023 22:08
0
ელისაშვილო პატივს გცემდი. ხმაც მაქვს მოცემული. გული მწყდება; ძალიან აგერია რამსები.
გიორგი
01 ივლისი 2023 22:31
6
აბა მიდით ახლა, წამოიშალეთ ბალანი, მოიყენეთ პირზე დუჟი და ლანძღეთ ალეკო და ერთმანეთი ! რა იყო, რა მოგივიდათ ხალხო ეს რა დღეში ჩაგყარათ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურებმა , თაბაგრებმა ! რამ შეგაძულათ ასე ერთმანეთი, რამ დაგიხშოთ ასე ურთიეთ პატივისცემა , თანადგომა ,ზრდილობა და სიყვარული!? არ სჭირდება თქვენი უსუსური ქომაგობა თუ გაკიცხვა ხვიჩას და არც ალეკოს , თუ ადამიანების ,თანამემამულეების პატივისცემა დაგიკარგიათ რაღა აზრი აქვს თქვენს კომენტარებს!
ბოსტანა
01 ივლისი 2023 11:59
5
აბა მიდით ახლა, წამოიშალეთ ბალანი, მოიყენეთ პირზე დუჟი და ლანძღეთ ალეკო და ერთმანეთი ! რა იყო, რა მოგივიდათ ხალხო ეს რა დღეში ჩაგყარათ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურებმა , თაბაგრებმა ! რამ შეგაძულათ ასე ერთმანეთი, რამ დაგიხშოთ ასე ურთიეთ პატივისცემა , თანადგომა ,ზრდილობა და სიყვარული!? არ სჭირდება თქვენი უსუსური ქომაგობა თუ გაკიცხვა ხვიჩას და არც ალეკოს , თუ ადამიანების ,თანამემამულეების პატივისცემა დაგიკარგიათ რაღა აზრი აქვს თქვენს კომენტარებს!
ბოსტანა
01 ივლისი 2023 11:59
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული