მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.
"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.
რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა:
1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობაა.
2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც!
3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობად კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათმელი იქნებოდა, იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და აა.შ., რაც ზევით ვთქვი.
ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველო ნაკრების გამარჯვება უფრო და თან ზალზეედ უფრო ფასებული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯოს.
ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩAს და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა.
პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს და ჯგუფის გასვლის შანსიც არაა დიდი (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
ისე ამ ბიჭს რუსეთუმეობაც დაბრალდა ერთი პერიოდი, ახლა ვიღაც მჟავანაძე ნაცობას და გეი აქტივისტობას აბრალებს და იქნებ ჩამოყალიბდეს ერი რა უნდათ ამ ბიჭისგან?
კიდე კაი ჩემნაირი ხასიათის არ არის და ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს თორე ჩემს ნიჭს და რესურსს ამ ჩამპალ ქვეყანას როგორ მოვახმარდი.
ცოცხლად ჭამენ ტიპს, ყველა ერთად.
არაფერი ეშველება აქაურობას. ვინც ადეკვატურად ვაზროვნებთ ძალიან ცოტა ვართ და ჩვენი ხმა არ ისმის. მარტო რადიკალების ხმა ისმის.
რადგან ნორმალური ხალხი, ჩემი ჩათვლით, ვერაფერს ვცვლით ქვეყანაში და რადიკალები გვჯობიან, ამიტომ ჩვენს არ ვართ არაფრის ღირსი.
სიჩუმით და გატარებით როგორი ქვეყანაც შევქმენით კი ვხედავთ და პრეტენზიაც არაფერზე უნდა გვქონდეს.
პირადად ჩემთვის კვარას მიმართ ერის დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი რამე გახადა ნათელი. ერის განვითარების დონეც და საერთოდ ყველაფერი.
ქართველ ხალხში კი ყველაფერი მუშაობს.
მუდრიკზე არ გამომიხტეთ, მუდრიკმა მთელი წელი სკამზე გაატარა და მას დასამტკიცებელი ჰქონდა ბევრი რამე.
უბრალოდ სირცხვილია ვინც ხვიჩას ასე ლანძღავს და ათრევს დღეს.
ამ დონის სპორტსმენის ღირსი არაა ეს ქვეყანა და სანამ ბოლომდე არ გაანადგურებს არ მოისვენებს.
იქნებ აპატიოთ საუკეთესო რომ არის?
რამდენი ფეხბურთელი დაბადებულა ამ ქვეყანაში და მსგავსი წნეხი რომელიმეზე ყოფილა?? არა.
არ მგონია ეს შემთხვევითი.
კოვიდი რომ დაემართა მაკედონიასთან, იმასაც კი მას აბრალებენ დღემდე.
არცერთი მხარე და ანგაჟირებული ტიპი არ დარჩა ვინც არ ლანძღა.
დადგება დღე, კიდევ იყვირებთ მის სახელს და იმედია სირცხვილი მაინც შეგაწუხებთ ყიჟინისას...
დაიყენეთ ეხლა პოზა. რა თავში აგივარდათ კვარას ერთი სეზონი. რუბინში რომ ეთამაშა ახლაც, მაშინაც არ ეკუთვნოდა თამაში??? :):):)
რა გევასებათ ეს ფრონცქობა! დებილობა ქნა რომ არ ითამაშა და მორჩა! შეცდომა შეცდომაა, სამწუხაროდ აქ კატასტროფული შეცდომა იყო.
პოლიტიკის დ---აც და ტროლებისაც. ესე ვფიქრობ და მორჩა. ასე ფიქრობს კიდევ ბევრი ალბათ. ჩემს ირგვლივ ყველა. თვენ სხვანაირად ფიქრობთ. ოკ, მაგრამ მე მაინც ვერ შემეცვლება აზრი. არ მოიქცა კარგად არც კვარა და არც ჟორჟი. ახლა გინდა ქოცებზე წერეთ და გინდა ნაცებზე.
ასე რომ რამდები დისლაიკიც უნდათ იმდენი დაგვიწერომ ბატონო სოსო.
თქვენ კრიტიკასაც რომ წერდეთ აქ, იმდენად ზრდილობის ფარგლებში წერთ, რომ საწყენი არ იქნება. ეგ ხალხი მაოცებს