სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
სანიოლი ვერ ხატავს, გასაგებია. უკვე გვყავს ფეხბურთელები, ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ვინ წამოვა ჩვენთან, ვისაც დასამტკიცებლად აქვს რაღაც, მხოლოდ ის.
გვარდიოლა და კლოპი, აქ ფული რომ მისცე )) ჯერ მაინც არ წამოვლენ.
100%
31 აგვისტო 2023 15:54
0
ყველას თავისი ხედვა და სქემა აქვს.
მე მაპატიოს ყველამ, დელ-პიერო და რობერტო ბაჯოს ფეხბურთი უფრო მომწონდა ვიდრე კრიშტიანო რონალდოსი.
წინასწარ ვერ იტყვი, ვერაფერს.
100%
31 აგვისტო 2023 15:50
1
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნამუსო უნდა იყო ადამიანი ლოჩოშვილი,არაბიძე და ალთუნაშვილი არ გამოიძახო და ამასობაში დვალი,ანზორა და ვიღაც გაგნიძე გამოიძახო,გაგნიძეს შოტლანდიის მერე არ უთამაშია თავის კლუბში ვილი თუ ზურაბ,ვერ ხედავთ????
Master
31 აგვისტო 2023 15:38
3
მექვაბიშვილი და ლუკა გაგნიძე კომედიურ ჟანრშიც ვეღარ ჯდება უკვე.ორივეს როგორმე გაყიდვაა საჭირო ალბათ,თორემ არანაირი ლოგიკა არ არსებიბს ამ ორის და თუნდაც იგივე წიტაიშვილის გამოძახების.გველესიანს გაეღადავენ ალბათ იმ ერთი ვითომ გამოძახებით.ლოჩოშვილს ვერ იტანენ რატომღაც,დვალი კი არსად დაეკარგებათ არასდროს.აშკარაა არასწორი გზით მიდის სამწვრთნელი შტაბი(ან ფედეარაცია)მექვაბიშვილი და გაგნიძე მართლა ღადაობაა,
Master
31 აგვისტო 2023 15:31
5
თქვენ მართლა გჯერათ რომ სანიოლი იძახებს ფეხბურთელებს? ვინ კითხავს რამეს სანიოლს? და საერთოდ, როგორ უნდა მოამზადო ნაკრები 4 დღეში? ზოგიერთი ალბათ 5 -ში ჩამოვა შეკრებაზე. შეთამაშსება იქნება 0. იქნება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პასი უკან. თუ ვინმე ინდივიდუალურად გაიბრწყინებს და მორჩა, სულ ეგ არი ამ ნაკრების *პრასვეტი*. კომბინაციებზე და დამუშავებულ სქემებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოუწევს ამას და ზუროსს სავსე ჯიბით(სამწუხაროდ ხალხის ფულით) დამშვიდობება. ნუ, როგორც ხდება ხოლმე.....
კარგით რა
31 აგვისტო 2023 15:30
12
ჩემი აზრით სანიოლი არაფერი მწვრთნელია,ნელ-ნელა გამოჩდნენ კარგი ფეხბურთელების თაობა,თუ ევროპის ჩემპიონატის საგზური არ დაიდო შესარჩევი/ერთა ლიგა,აუცილებლად უნდა გაუშვანონ და მოიყვანონ ვინმე კვალიფიციური,თორემ ბიჭები უკვე კარგ კლუბებში ნაწილდებიან და ცოდოები არიან ამ თამადა კაცის ხელში....თეთრი და შავი ამ 2 თამაშში გამოჩნდება,თუმცა წინა ორმაც კარგად გამოკვეთა პრობლემები და მწვრთნელის უცოდინრობა....ფედერაცია შენ კიდე შეეშვი მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევას და ქოცი/ნაცით გარჩევას ეს ჩვენი ნაკრებია გულშემატკივრების...ალთუნაშვილი > მამუჩაშვილზე ლოჩოშვილი > კვირკველიზე არაბიძე > აბურჯანიაზე წიტაიშვილი უკომენტაროდ გული მწყდება ამ ბიჭის რეგრესზე,ჩვენს დოღლიგასაც ვეღარ ქაჩავს
დონ დიეგო
31 აგვისტო 2023 15:15
6
არაბიძე ფანტასტიკური მონაცემების ბიჭია.სამწუხაროა,რომ მიზეზთა გამო როგორც შეეძლო ისე ვერ გაშალა ფრთები.ახლა კი,ასე თუ გააგრძელა,ცოტაც და სულ მალე შეუცვლელი მოთამაშე გახდება ნაკრებისა.ასე იქნება ეს,წყალი რომ არ გაუვა,ისე!!!
მერაბი
31 აგვისტო 2023 15:08
5
რომელი, ნურსულთან ნაზარბაევი? მაგან ბუცები უკვე გაიზადა და მარილზე გავიდა. ჯვარი აქაურობას.
გიორგი-ს
31 აგვისტო 2023 15:05
0
ამ თბ. დინამომ საქვეყნოდ თავი მოგვჭრა და საცსეა ნაკრები ამ უკასო უნიჭოებით
Las
31 აგვისტო 2023 14:54
6
გველესიანამა საშინლად ითამაშა ის ორი თამაში და ალბათ იმიტომ არ გამოუძახეს
კახა ქ.
31 აგვისტო 2023 14:46
2
კაიაა სარკაზმი
დონ დიეგო
31 აგვისტო 2023 15:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული