სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
ისე ნაკრებში ერთი ფეხბურთელი არაა, ჯარიმის დარტყმა რომ შეეძლოს. არა მარტო ამიტომ, იმსახურებს არაბიძე დღესდღეობით ნაკრებში თამაშს. ზოგ-ზოგიერთებს, ნაღდად ჯობია ამ ეტაპზე.(თავს შეიკავეს გვარების დასახელებისგან.ბევრი თვითონ მიხვდება)
კახა ქ.
31 აგვისტო 2023 14:42
1
სოსო ჯუღაშვილი და ვლადიმერ ულიანოვი რატომ არ გამოიძახე ფედერაციავ? კობიაშვილო, ძალიან ცუდად ასრულებ კრემლის ინსტრუქციებს!
გრიშა ონიანი
31 აგვისტო 2023 14:36
17
არაბიძეს ჩაკვესავით ბევრი ოფლი აქვს ჯერ დასაღვრელი
რეაბილიტაცია ასე ადვილი არ არის!
თენგო
31 აგვისტო 2023 14:33
5
ბურდულის ინტერვიუს ვინც უყურეთ რომ ამბობს ფურცელზე დაწერილი მიქონდათ ნაკრების ტოპ.კიულერთან ვინ უნდა გამოეძახა ნაკრებში ასე ხდებ აახლაც სავარაუდოდ ,
არაბიძეს არ გამოიძახებენ ნაკრებში სანამ ევროპაში არ წავა კარგ გუნდში მაშინაც იძულებით გამოიძახებენ ეს გადაწყვეტილი ამბავია სანამ კობი პრეზიდენტი იქმება მანამდე კოფლიქტი ქონდათ თუ რა ეგ ნაკლებად საინტერესოა ნაკრები არის ქვეყნის და არა ვინმეს საკუთრება ვინც კარგ ფორმაშია ის უნდა გამოიძახონ ნაკრებში....
ემიგრანტი
31 აგვისტო 2023 14:26
7
იყო არაბიძე უცხოეთში, მაგრამ ვერ ივარგა.
მწარე
31 აგვისტო 2023 15:27
2
არაბიძის არ გამოძახება არის დაუნახაობა და არასწორი საქციელი. როდემდე მოვიგებთ ცუდი თამაშით და კლასის ხარჯზე? ნუთუ ასე ბრმები ხართ, რომ არაბიძის თამაში ვერ შეამჩნიეთ?
დააT
31 აგვისტო 2023 14:21
10
აიაქსი - ამსტერდამი და საფრანგეთიო... ფრანგებმა დაიპყრეს ამსტერდამი?
ბადრი ჯაფარიძე
31 აგვისტო 2023 14:19
1
არაბიძეს რა ნამუსით არ იძახებს სანიოლი, ეს ბიჭი უკვე "დაღვინდა" და გუნდურად თამაშობს. ეს მუხრუჭი აბურჯანია კიდე როდემდე უნდა გამოიძახოს. ერთი სიტყვით თუ ფედერაციაში "ვინმე" გყავს ნაკრებში მაინც მოხვდები, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთს როგორ თამაშობ. ჟურნალისტებო ხმა ამოიღეთ თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ.
გია
31 აგვისტო 2023 14:08
9
და კიდევ ის მაგარი ბიჭი, ყაზახეთში რომ თამაშობს, მცველი. გვარს ვერ ვიხსენებ, ბოდიში მასთან.
გიორგი
31 აგვისტო 2023 14:31
4
1. ჩამშლელებში გვიჭირს და ალთუნაშვილს გამოვიძახებდი, მითუმეტეს გუნდიდან საუკეთესო შეფასება მიიღო ბოლო მატჩში...
2. არაბიძეს გამოვიძახებდი, იმიტომ კი არა რომ მარჯვენა შემტევად დავითაშვილს ან ლობჟანიძეს ჯობია, არამედ იმიტომ რომ ჩვენს ჩემპიონატს ვცეთ მეტი პატივი, თან ინდომებს კაცი და აშკარად მომატებულიც აქვს, სტიმული იქნებოდა...
3. ლოჩოშვილსაც გამოვიძახებდი, ვერზილაა და ნორვეგიელებთან გამოგვადგებოდა ჭიდაობისას და ჩვენი საჯარიმოდან მაღალი ბურთების გამოტანისას...
ვენეციის კომისია
31 აგვისტო 2023 14:07
6
თქვენ მართლა გჯერათ, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზი არაბიძის, გადრანის, ლოჩოშვილის და ა.შ. გამოუძეხებლობაა? რაც არაბიძეს შანსები ქონდა ნაკრებში, ლოჩოშვილიც იყო-რა ქნეს რო? ერთბაშად კრამიტებს რაკარუკი არ აუყენონ.
ვერგავიგე
31 აგვისტო 2023 14:05
16
ალთუნაშვილს რატო არ იძახებს, კაცმა მისვლისთანავე ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და სიმბოლურშიც მოხვდა, მეტი რა უნდა ქნას? აბურჯანიას და მამუჩაშვილს ვერაფერში რო ვერ იყენებს რატო ვერ ხვდება?! არაბიძეს აუცილებლად უნდა მისცეს შანსი, დინამოში რომ იყოს იქნებოდა ნაკრებშიც!
მე
31 აგვისტო 2023 14:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული