სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
აიაქსი - ამსტერდამი და საფრანგეთიო... ფრანგებმა დაიპყრეს ამსტერდამი?
ბადრი ჯაფარიძე
31 აგვისტო 2023 14:19
1
ალთუნაშვილს რას ერჩით??
ირაკლი
31 აგვისტო 2023 13:17
3
ლუკა გაგნიძე ძირითადისთვის თუ არ გამოიძახა ჯობდა ახალგაზრდულში ეთამაშა, იქნებ დააღწიოს თავი რუსეთებს და მოსკოვის დინამოებს!?
ბათუმელი ექსპერტი
31 აგვისტო 2023 16:16
1
ფლამირიონი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონეს აკმაყოფილებს.
გიზოგ
31 აგვისტო 2023 17:14
0
გაგუა რატომ არ გამოიძახა?
და იქნებ ფლამარიონის ამბავი მოგვეგვარებინა უეფაში!?
გამოადგება ნაკრებს დარწმუნებული ვარ, თუნდაც კონკურენციის გაზრდის ამბავში და ისედაც კარგი ფორვარდია, გამოცდილი, ტექნიკური და გამტანი.
ბათუმელი ექსპერტი
31 აგვისტო 2023 16:23
12
ყველას თავისი ხედვა და სქემა აქვს.
მე მაპატიოს ყველამ, დელ-პიერო და რობერტო ბაჯოს ფეხბურთი უფრო მომწონდა ვიდრე კრიშტიანო რონალდოსი.
წინასწარ ვერ იტყვი, ვერაფერს.
100%
31 აგვისტო 2023 15:50
1
სოსო ჯუღაშვილი და ვლადიმერ ულიანოვი რატომ არ გამოიძახე ფედერაციავ? კობიაშვილო, ძალიან ცუდად ასრულებ კრემლის ინსტრუქციებს!
გრიშა ონიანი
31 აგვისტო 2023 14:36
17
გელაშვილს,გადრანს,გველესიანს,ლოჩოშვილს რას ერჩით?! როდის უნდა დამთავრდეს ეს არასწორად შერჩევა ნაკრების. კაი რა უკვე ძაან მაბრაზებთ.იგივე ხდება კალათბურთის ნაკრებშიც და რაგბის ნაკრებშიც ტოვებენ გარეთ უკეთესს რაგბისტებს
კახა
31 აგვისტო 2023 13:51
11
გადრანი აკტობეს ფეხბურტელი?
geo
31 აგვისტო 2023 13:58
0
მე არ მჯერა, რომ არაბიძე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. არ მჯერა ლოჩოშვილისაც. გველესიანი და ახალგამოძახებულები არ ვიცი, მაგრამ არც მეიმედება.
ჩემი აზრით ვინც გინდა გამოიძახე, და ვინც გინდა დანიშნე ტრენერად, ამ ორი თამაშიდან ორივეს წააგებ.
მწარე
31 აგვისტო 2023 13:40
27
თენგიზ სულაქველიძე? სულ ცოტათია უფროსი კაშიაზე. რაღა დროს კაშიაა?
ფირუზა
31 აგვისტო 2023 13:05
5
დიდად სამწუხაროდ,ბილწი პოლიტიკური მოტივები მომატებულია კომენტარებში.პოლიტიკურ მოუმწიფებლობასა და ზომბირებულ,სულელურ მიკერძოება-უვიცობაზე მეტყველებს ეს,სხვა არაფერზე.თუკი ძალგვიძს,ვწეროთ სპორტზე,სპორტულ ასპექტებზე და სხვათა პატრიოტობის ხარისხის მიკერძოებულ შეფასებებს შევეშვათ.ნუ წავბილწავთ ამ მშვენიერ სპორტულ საიტს აშკარად გამოხატული სიავით...
მერაბი
31 აგვისტო 2023 19:52
1
აფსუუსს, გამოიძახე ლოჩოშვილი,გველესეანი, ალთუნაშვილი და რაც მთავრია არაბიძე. მოუგე ესპანეთს და ნორვეგიას. გადი მერე ევროპაზე, იქაც მოიგე. ვინ გიშლის? მაგრამ არა, სპეციალურად არ იძახებენ, რომ წავაგოთ და ევროპაში არ ვითამაშოთ. ფუი, თქვე რუსეთუმეებო.
აფსუს
31 აგვისტო 2023 16:36
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული