სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
კაკაბაძეც მორჩა ნაკრებში თამაშს კვეკვესკირივით!?
მწვრთნელი
01 სექტემბერი 2023 17:20
0
მამარდა.კაკაბაძე კაშია საზონოვი აზაროვი.ლობჟანიძე წიტა ჩაკვე კვარა.მიქა ბუდუ. ეს იქნება კარგი სეტევიტი გუნდი
შოთა
01 სექტემბერი 2023 14:41
6
ნახევარდაცვაში ჩამშლელი არ გვჭირდეა?!!!!
ნუგზარი
01 სექტემბერი 2023 16:13
0
Mamarda.kobaxodze kashia dvali azarovi.lobjanidze citaishvili chakve kvara.miqa budu.es iqneba sauketeso sheteviti gundi
შოთა
01 სექტემბერი 2023 13:48
2
ალთუნაშვილი?
otar
01 სექტემბერი 2023 10:47
0
ალთუნაშვილს ტრამვა აქვს?
რაჟა
01 სექტემბერი 2023 10:34
0
არც ლოჩოშვილი და არც არაბიძე არ იმსახურებდა გამოძახებას, ბრმები ხართ ხალხო? ნებისმიერი მცველი ჯობია ვინც გამოძახებულია, ვის მაგივრად უნდა გამოეძახებინა ან ერთი ან მეორე? ლოჩოშვილი დამფრთხალი ლოქოსავით ატრიალებს კისერს როცა მოედანზე შემოუშვეს. არც ორიენტაციის უნარი აქ არც პოზიციურად თამაშობს სწორად, სუფთა მაგუაიერია.
semi
01 სექტემბერი 2023 08:34
3
რა ამბავი კომენტარებია. ეს კარგია, რადგან ბევრია ადამიანია დაინტერესებული ნაკრების წარმატებით, მაგრამ ქვეცნობიერად ყველამ ვიცით რომ გუნდს ჰყავს 1,5 ფეხბურთელი. კვარაცხელია 1 და 0,5 მიქაუტაძე. დანარჩენი ვინც არ უნდა გამოიძახო ყველა ერთია. ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ნაკრები საშუალო დონეზე. იმ აზრს ვეთანხმები რომ მარტო სანიოლი არ წყვიტავს ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს. კალაძე კობიაშვილი და ხიზანიშვილი არიან ფეხბურთის მამები. უნდა იყო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ ზემოთჩამოთვლილმა ხალხმა ხმა ვერ ამოიღონ. ხვიჩას მაგალითად იგნორს ვერ გაუკეთებენ სულ რომ ყოველდღე აგინოს ქოცობაა. ესეთი დონის კიდევ არ გვყავს არავინ
დავით 67
01 სექტემბერი 2023 08:22
5
კამათობთ მეგობრებო! სამწუხაროდ ჩვენ ჯერ არ გვყავს ისეთი დაბალანსებული ნაკრები,რომ ესპანეთს და ნორვეგიას(ხაზს ვუსვამ გასვლაზე!)მოვუგოთ!აი ჩვენ რომ ისეთი დონის დაცვა(განსაკუთრებით ფლანგები) და ნახევარდაცვა გვყავდეს,როგორიც მეკარე და შემტევები გყვავს,ტოლსწორად დავუდგებოდით ორივე მეტოქეს! ახლა კი,ახლაც სავსებით შესაძლებელია მოვუგოთ რომელიმე მათგანს,ან სულაც ორივეს,მაგრამ ეს უფრო ცალკეული გამონათება იქნება,ისეთი,როგორიც არაერთი გვქონია სხვადასხვა პერიოდში!და მაინც,წინ ბიჭებო და წინ საქართველო!
ტყუილად
01 სექტემბერი 2023 06:44
1
აქ წერენ, რომ ლორჩოშვილი იმსახურებდა გამოძახებას. ჩემი აზრით, იმსახურებდა კი არა, სირცხვილია არგამოძახება! არცერთი გამოძახებული მცველი მას არ ჯობს და ეს დინამოები ვინმეს სერია ბე-ს დონისა ჰგონია? თავდასხმაში თუ მოგვყავს კარლსრუეს ფეხბურთელი, სერია ბე რითაა ჩვენი დასაწუნი?! ფეხბურთი და მექრთამეობა მოსულა, მაგრამ ფეხბურთი, მექრთამეობა და კარგი შედეგი - არავითარ შემთხვევაში!
ქომაგი
01 სექტემბერი 2023 02:24
2
გეთანხმები. ფულის სიყვარულს ამ ჩინოვნიკებს ვერ გადააჩვევ, შუბლზე ძარღვი აქვს გადამსკდარი.
მაგრამ ხო არსებობს რაღაც ზღვარი, უნამუსობისაც.
ნაკრები არის ის ადგილი სადაც სამშობლოს ღირსება უნდა დაიცვა და აქაც ფულის შოვნას რო ცდილობ აი ესაა სირცხვილი
las
01 სექტემბერი 2023 08:04
5
ამობობენ არ არისო მთლად კაი ხასიათების არაბიძე
Truth
31 აგვისტო 2023 23:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული