სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
10 წლის წინ ეს გამოძახება-არგამოძახების სიტუაცია სანატრელი გვქონდა, მაშინ არ გვყავდა ამდენი ამდენი მეტნაკლებად კარგი ფეხბურთელი. ასევე გასაგებია, რომ ეს შემაგდენლობაც რეზინის არაა და ვერ გაიწელება, მაგრამ საინტერესია არაბიძე, ალთუნაშვილიდან რატომ ვერმოხვდა ერთ-ერთი მაინც ან ლოჩიშვილს რატომ არ დაუძახეს. გველესიანის და გადრანის იმედი რომ გქავს რარეზერვოდ კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად საკამათო (ჩემი აზრით ორივე ნორმალურად ითამაშებს თუ საქმეს დაჭირდა).
კითხვის ნიშნები მაქვს ძირითადად სამ ფეხბურთელზე - გაგნიძეზე, რომელიც ვერ ხვდება არც ისე ძლიერი მოსკოვის დინამოს ძირითად შემაგდენლობაში, მექვაბიშვილზე და კალანდაძეზე, რომელთა გუნდიც მალტის უსუსტეს გუნდთან ფაქტიურად უშანსოდ გამოვარდა. რა ლოგიკაა მათ გამოძახდბაში?!
gionat
31 აგვისტო 2023 16:55
2
gionat გეთანხმები, არაბიძე ან ალთუნასვილიდან ერთერთი გამასაძახებელი იყო თუ ორივე არა. გაგნიძე-მექვაბიშვილი ამ ტეაპზე ახალგაზრდულს თუ გააძლიერებენ
akilo
31 აგვისტო 2023 18:38
1
გეთანხმებით, სამივე ფეხბურთელზე, განსაკუთრებით კი მექვაბიშვილზე.
გიზოგ
31 აგვისტო 2023 17:11
2
ყველა გამოხმაურება
აიი მამუჩაშვილი და აბურჯანია იმსახურებენ გამოძახებას და ფორმაში მყოფი არაბიძე არა ხო.
გიგა
31 აგვისტო 2023 12:26
6
სანამ ჩაწყობა და ქართულ ჯიგრული პონტი არ მოისპობა, არც ქვეყანას და არც ნაკრებს არაფერი ეშველება. ნაცნობობით და არაპროფესიონალიზმით შეუძლებელია რაიმე შედეგი დადო, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ამ რუსეთის შნირების ხელში რა უნდა მოისპოს?! ჭაობშია მთელი ქვეყანა
LL
31 აგვისტო 2023 16:41
15
თუ ვინმე ეროვნული ლიგიდან უნდა გამოიძახოთ პირველ რიგში არაბიძეააააა . არაბიძე რო დინამოელი იყოს ხო გამოიძახებდით
ტოტტი
31 აგვისტო 2023 12:32
8
ისე ნაკრებში ერთი ფეხბურთელი არაა, ჯარიმის დარტყმა რომ შეეძლოს. არა მარტო ამიტომ, იმსახურებს არაბიძე დღესდღეობით ნაკრებში თამაშს. ზოგ-ზოგიერთებს, ნაღდად ჯობია ამ ეტაპზე.(თავს შეიკავეს გვარების დასახელებისგან.ბევრი თვითონ მიხვდება)
კახა ქ.
31 აგვისტო 2023 14:42
1
არაბიძეს რა ნამუსით არ იძახებს სანიოლი, ეს ბიჭი უკვე "დაღვინდა" და გუნდურად თამაშობს. ეს მუხრუჭი აბურჯანია კიდე როდემდე უნდა გამოიძახოს. ერთი სიტყვით თუ ფედერაციაში "ვინმე" გყავს ნაკრებში მაინც მოხვდები, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთს როგორ თამაშობ. ჟურნალისტებო ხმა ამოიღეთ თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ.
გია
31 აგვისტო 2023 14:08
9
და კიდევ ის მაგარი ბიჭი, ყაზახეთში რომ თამაშობს, მცველი. გვარს ვერ ვიხსენებ, ბოდიში მასთან.
გიორგი
31 აგვისტო 2023 14:31
4
როდის უნდა ამოიღოთ ხმა ჟურნალისტებმა იმ უსამართლობასა და განუკითხაბაზე რაც ქართულ ფეხბურთში ხდება? იგივე ადგილები რაც წინა მატჩზე 20-25 ლარი ღირდა, 50 ლარი ღირს ეხლა გეკითხებით როგორ ჩამოვიდე ქუთაისიდან 2 ბავშვით და 150 ლარი გადავიხადო ბილეთში? ან ეს ჩუმად რომ გაყიდა 15 000 ბილეთი ისე რომ კაციშვილმა არ იცოდა და შემთხვევით გახდა ცნობილი ეს სამართლიანია? სად არის კობიაშვილი რომელ ტელევიზიას აძლევს ინტერვიუს? ან ეს ჯურნალისტები სხვადსხვა ტელევიზიებში რომ იწვევთ ფედერაციის ხალხს რატომ არ უსვავთ ამ კითხვებს?
semi
31 აგვისტო 2023 13:25
2
შენ იჩალიჩე რომ მატჩი ქუთაისში გადაიტანონ.) ბილეთი კი არა რძე გაძვირდა და ბილეთთან რა გინდა? ფიქსირბული ფასი?
დავით 67
01 სექტემბერი 2023 08:35
2
ალთუნაშვილს რატო არ იძახებს, კაცმა მისვლისთანავე ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და სიმბოლურშიც მოხვდა, მეტი რა უნდა ქნას? აბურჯანიას და მამუჩაშვილს ვერაფერში რო ვერ იყენებს რატო ვერ ხვდება?! არაბიძეს აუცილებლად უნდა მისცეს შანსი, დინამოში რომ იყოს იქნებოდა ნაკრებშიც!
მე
31 აგვისტო 2023 14:04
1
არაბიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე, სამწვრთნელო შტაბიდან ინგლისური ყველამ იცით და თქვენ თუ ვერ ხედავთ, სტივ კინს მაინც კითხეთ, როგორ ფორმაშია ეს ბიჭი!!! (ხიზან, შოტლანდია ხუთი თითივით იცი და კინიც გეცოდინება!) ან ლოჩოშვილს რატომ აიგნორებენ, ნორვეგიელ ათლეტებს ეგეთი ძალისმიერი ცენტრალური მცველი თუ დაუდგება. ფიქრის დრო გაქვთ, იფიქრეთ და აგვიხსენით გულშემატკივრებს!!!
KQ
31 აგვისტო 2023 13:56
4
არაბიძე???
გიორგი
31 აგვისტო 2023 12:47
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული