სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია
(„სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 93 /
ra dros kashia da kverkveliaa kaifobt)))tipebi ise daberdnen vegar mozraoben.mamuchashvili,mekvabishvili da kalandadze super varskvlavebi gkavt,ar dagekargot)))ramdeni uzodinaria kartul fexburtshi,ara mgonia amat gamozaxebas sanioli tkvetdes!!! kvekveskirs rom ar dauzaxet mainz migtevaa...kochorashvils rom dauzaxet momtons.lochoshvili, gvelesiani,flamarioni,giorbelidze,arabidze eseni ufro imsaxurebdnen gamozaxebas!!!
qomagi
31 აგვისტო 2023 23:55
2
ორჯერ გადაგვირჩა ესპანეთი თბილიში, აი მესამედ ვერ გადაგვირჩება:) 6 ქულა გვინდა.
გოგა
31 აგვისტო 2023 21:43
1
სამწუხაროდ ძალიან პოლიტიზირებულია ქართული ფეხბურთი (ეს ქოციო...ის ნაციო) ამოვიდა ყელში უკვე. ერთი კი ფაქტია მექრთამე კალაძის საძმოსთან თუ არახარ ახლოს (არამარტო ფებურთში) საქართველოში არანაირი შანსი არაგაქ.
როკო
31 აგვისტო 2023 21:28
14
ჩემი აზრით გეგუძაძე უნდანდანიშნონ ნაკრებში
ssge
31 აგვისტო 2023 20:50
16
ხო და თანაშემწედ ჭიაბრიშვილი ..ვაი შენ პატრონს
Გი
01 სექტემბერი 2023 05:20
2
სამწუხაროდ, საქართველოში ნაკრების შემადგენლობას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ ირჩევს.
არ იკითხოთ ეხლა, აბა, კიდევ ვინ ერევა მის საქმეებშიო.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
31 აგვისტო 2023 20:04
6
გველესიანი ერთხელ გამოიძახა,ხალხი გააჩუმეს და აღარ დაუძახეს,ეგრე უქნეს მიქელთაძესაც,ხოდა ეს არის ქართული ფენმენი. აგერ არაბამ ისაუბრა,წინა დღეს სასტარტოში ვიყავი და მერე განაცხადიდან ამომაგდესო,ხოდა ვერ გავიგე და კითხვის გამო მომიძულესო.იქეთ,ლადო ბურდულმა თქვა,ჯოკრის თამაშის გამო ორი კაცი დაგვსაჯესო,ხოდა ორი დაინდეს,რადგან ვიღაცის ახლობლები იყვნენო. ლოჩოშვილიც არ ჩანს განაცხადში და ასე გვინდა გაფრენა? მერე წააგებენ და დაიწყება ასეო,ისეო,იგრეო და აგრეო,ხოდა აგერ გეუბნებით,ორივე თამაშს გაასხავენ და ალალი იქნება. უთავმოყვარეო ერის უთავმოყვარეო გუნდი არის ეს. დიახ,ჩვენ ვართ უთავმოყვარეო ერი,რატომ? ჩამოხსენით ეგ უკრაინის დროშები პროფილის სურათებიდან თქვე სულით ხორცამდე მოღალატეებო. ვინ არ იცით,ქართველი მოკლეს უკრაინაში ცოლის ღირსების დაცვისთვის.

პ.ს. მარადიშვილი რო არ გამოიძახა გამიკვირდა,კიდევ დარჩენილა რაღაც წმინდა ამ ქვეყანაში.
ეიგონ ტარგარიანი
31 აგვისტო 2023 19:58
14
დიდად სამწუხაროდ,ბილწი პოლიტიკური მოტივები მომატებულია კომენტარებში.პოლიტიკურ მოუმწიფებლობასა და ზომბირებულ,სულელურ მიკერძოება-უვიცობაზე მეტყველებს ეს,სხვა არაფერზე.თუკი ძალგვიძს,ვწეროთ სპორტზე,სპორტულ ასპექტებზე და სხვათა პატრიოტობის ხარისხის მიკერძოებულ შეფასებებს შევეშვათ.ნუ წავბილწავთ ამ მშვენიერ სპორტულ საიტს აშკარად გამოხატული სიავით...
მერაბი
31 აგვისტო 2023 19:52
1
ფეხბურთელთა ნორმალური თაობა მოდის ნელ-ნელა ( ცოტა-ცოტა კარგი ტრანსფერებიც იჩარხება) მაგრამ რათ გინდა მწვრთნელი გვყავს ….ეეეეეეეე !!!!ჯერ და 4-5 კაცი არ გამოიძახა თან დაცვაში რომელი სჯობს ამ მცველებიდან ლოჩოშვილს ან გველესიანს, ალთუნაშვილი არ ვიცი( და მე ბოდიში) მაგრამ არაბიძეზე უკეთესი ვინ ყავს ნაკრებში ნეტავ… არავის ნაკრებში არ ეხერხება არც კუთხურის ჩაწოდება და არც ჯარიმის დარტყმა ( ოკ პენალტი ჯორჯიმ იცის მაგრამ ეს ….ეები კვარას დაარტყმევინებენ და ეძიეთ მერე ბეღურები ვერც თვითონ მიხვდა არც ვინმემ უთხრა რომ არაა ეგ მისი საქმე )და ეს ყველაფერი მაგრად ეხერხება არაბიძეს რაც დაამტკიცა ადრე ნაკრებშიც …თან ტიპს შეუძლია მარჯვენა ფლანგზე ზურიკო შეცვალოს ან ცენტრში ჩაკვე …მაგრამ ჩვენი ვილიკო არ აპირებს ჩაკვეს დაყენებას იმიტომ რომ ითამაშებს 8-9 ( მეკარე მცველ-ჩამშლელებით) დაცვითი ფეხბურთელებით და იძულებით დააყენებს ორ შემტევს კვარას და ჯორჯის …( ა ხომ თუ კვარა ჩამოვიდა ნაკრებში რა ვი ეგებ ვერ მოასწრო დასვენება)…მაგრამ ერთი პლიუსი ვნახე შემადგენლობაში პოლონეთია ვარსკვლავიც გამორჩა სლოვაკეთის და ახალგამოცხობილი თურქეთისაც რომ გამორჩენოდა მაგარი იქნებოდაა…ვუყუროთ ისევ უკან პასებს და ეგაა რაა…ჩვენი ნაკრები დაამსგავსა რაღაც უმსგავსო გიბრიდს …შეადუღა უკან ტრაქტორის რამა შუაში რაღაც “უაზიკის ან ნივას შუაწელი” და წინ კი იძულებულია ფერარის ცხვირი მიადუღოს …ნუთუ ვერავინ ვერ ხვდება ( ეს ვიცით უკვე რაც ….ეა ) ფედერაციაში რომ ორი შემტევით თამაშებს ვერ მოიგებ …და მაგ …..მიცინს სვანაძე ჯობს ბევრად ესეც კარგი სვარკაა მაგრამ ვილიკის ბევრად სჯობს ….ისე ის დემჩენკო დაენიშნათ ჯობდა ის უკრაინელია და ასე თუ ისე დაუმუღამა ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს სწორ ტაქტიკას სათამაშო დისციპლინას და ბრძოლის უნარიანობას მაინც შემატებდა ნაკრებს !!!! ახლა მაქვს კითხვა ყველასთან …რა ფეხბურთს ანუ რა ტაქტიკით ათამაშებს ეგ სანიოლი ჩვენ ნაკრებს …?!?!?! აქვე დავამატებ რომ მაგარი იღბალა იყო ერთა ლიგაზე კვარას გამოჩენით არც მანამდის და არც მერე ნორმალურ გუნდთან დადებით შედეგს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს ეს ჯგუფი ჩასვარა ..ერთა ლიგის ნახევერფინალში ეგებ გაუმართლოს მაგრამ ფინალს ჩააფლავებს …და შემდგომ ერთა ლიგაზე უკვე არ იქნებიან გაპარტახებული ბულგარეთი და მაკედონია …ასე რომ მომავალ წლებში 10 თამაშიდან 8-ს წაგვაგებინებს თან ამასობაში თაობა ჩაივლის ასე რომ მოაშორეთ ეგ ვითომ მწვრთნელი ….!!!
მდაა
31 აგვისტო 2023 19:46
11
ჩემი აზრით ლოჩოშვილი იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას
კინგი
31 აგვისტო 2023 19:25
1
ამაზეა ნათქვამი არტალა და ტარტალაო არცერთია წარტალაო
გელა უმზეური თოღლი შიშაგი
31 აგვისტო 2023 19:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული