დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მატჩისთვის 16 წლის ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და კვიპროსთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაა "ბარსელონას" 16 წლის შემტევი ლამინე იამალი. იამალის მაროკოს ნაკრებში ეპატიჟებოდნენ და ამიტომ უნდათ ესპანელებს მალე ათამაშონ "ფურია როხაში". თუ მან ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელიც ესპანეთის ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), კეპა არისაბალაგა (რეალი), დავიდ რაია (არსენალი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), რობენ ლე ნორმანი (სოსიედადი), ხოსე გაია (ვალენსია), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), დავიდ
გარსია (ოსასუნა), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა), სეზარ ასპილიკუეტა (ატლეტიკო)

ნახევარმცველები: პედრი, გავი (ორივე ბარსელონა), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), ალექს ბაენა (ვილიარეალი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), ხოსელუ (რეალი), ლამინე იამალი (ბარსელონა), მარკო ასენსიო (პსჟ), აბელ რუისი (ბრაგა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), დანი ოლმო (ლაიფციგი)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგრეთწოდებული ვითომ საუკეთესო გუნდიდან მარტო კარვახალია გამოძახებული. ყოჩაღ!
დავით 67
22:04 04-09-2023
0
ეს კიარა მთელი 11 კაცი სკოლის მოსწავლეები რომ ჩამოგვიყვანონ ძალიან მარტივად მოგვიგებენ,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ქართველებს ევროპელი ფეხბბურთელები ჯადოქრები ჰგონიათ,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. . . ინგლისის კარში(ცარიელ)გოლი გამქონდა უემბლიზე და ამის წარმოდგენამ შემზარა და ფეხები ამიკანკალდაო. . . (გოგრიჭიანი 33 წლის იყო მაშინ)შოთა არველაძემ იმავე მიზეზით ვერ გაიტანა გერმანიასთან ცარელა კარში. . . ცხონებულმა კოტე მახარაძემ დავხვდეთ როგორც გამარჯვებულებსო წაგებული თამაშის მერე იტალიასთან(და ეს მაშინ როცა უძლიერეს ბიჭებს მკვდრები უწოდა ჩემპიონებთან წაგების მერე ,იმ ბნელი კომუნისტური წარსულის გამო)და. . .დამოუკიდებლები როგორც კი გავხდით უმალ მონობა ზეხარისხში ავიყვანეთ. . . სირცხვილია სირცხვილიიიი. . .
Napoleoni
21:16 03-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული