დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მატჩისთვის 16 წლის ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და კვიპროსთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაა "ბარსელონას" 16 წლის შემტევი ლამინე იამალი. იამალის მაროკოს ნაკრებში ეპატიჟებოდნენ და ამიტომ უნდათ ესპანელებს მალე ათამაშონ "ფურია როხაში". თუ მან ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელიც ესპანეთის ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), კეპა არისაბალაგა (რეალი), დავიდ რაია (არსენალი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), რობენ ლე ნორმანი (სოსიედადი), ხოსე გაია (ვალენსია), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), დავიდ
გარსია (ოსასუნა), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა), სეზარ ასპილიკუეტა (ატლეტიკო)

ნახევარმცველები: პედრი, გავი (ორივე ბარსელონა), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), ალექს ბაენა (ვილიარეალი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), ხოსელუ (რეალი), ლამინე იამალი (ბარსელონა), მარკო ასენსიო (პსჟ), აბელ რუისი (ბრაგა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), დანი ოლმო (ლაიფციგი)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემპიონთა ლიგის მომგები და ნაკრების ხერხემალი როდრი რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საყრდენია არ გამოიძახა ? ვა რა საინტერესოა ამ მწვრთნელს დიდი მომავალი არ უჩანს ფურია როხაში, ტიპი გაღმაა და მალე მიაბრძანებენ ამ "პრაფესორობების" გამო ძალიან დიდი ეჭვი მაქ თან მალე.
Podense
01 სექტემბერი 2023 19:39
1
არიქაა არ დატოვო არავინ გამოუძახებელი. შოტლანდიასთან არგჭირდებოდა მოგება მესამე ხარისხის ფეხბურთელები გაიყვანე
beqa
01 სექტემბერი 2023 19:08
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული