საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

დაცვა: სოლომონ კვირკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო კალანდაძე.

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები
კვირას გამართეს, ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკაცრავსდ მაგრამ ლოჩოშვილი სადაა?
David
04 სექტემბერი 2023 22:58
1
ლოჩოშვილმა წინა თამაშებში აშკარა შეცდომები დაუშვა (კვიპროსთან 11 მეტრიანი აიკიდა და კიდევ სხვა...), ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რატომაც არ გამოიძახეს.
ლევან
05 სექტემბერი 2023 02:19
5
ლოჩოშვილის გარდა ვერ ხედავ დანაკლისს?
davids
04 სექტემბერი 2023 23:38
4
ხოხ ვინ გააჩერებს ამათ?
ტტტ
04 სექტემბერი 2023 22:37
18
Ადრინდელთან შედარებით რომ გადახედავ გაგიხარდება ისეთ კლუბებში არიან ბიჭები და თან უმეტესობა ძირითადის ფეხბურთელია! ალბათ ცოტახანში საშვალო ევროპულ ნაკრებათ უნდა ჩამოვყალიბდეთ...
ბაჩო
04 სექტემბერი 2023 22:35
1
არაბიძეზე დამწყდა გული, აშკარად უსამართლობის განცდა მეუფლება...
იმედია შემდეგზე გამასწორებენ
გ.შ.
04 სექტემბერი 2023 22:24
2
პატივს ვცემ თქვენ აზრზს. არაბიძესაც პატივს ვცემ, მაგრამ ვთვლი რომ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. ესეთი ფეხბურთი ჩემს ბავშვობაში იყო. არც სხვები თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს. ასე, რომ ნაკრებში შეიძლება იმსახურებს თამაშს, რადგან ნაკრების ფეხბურთელებიც გასულ საუკუნის ფეხბურთს თამაშობენ.
მწარე
05 სექტემბერი 2023 11:14
1
ფედერაციის სასტავს არ ევასება არაბიძე...
Გი
05 სექტემბერი 2023 00:45
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული