საქართველოს ნაკრებთან მატჩში "ფურია როხასთვის", დიდი ალბათობით, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდება - რა ამბავზე მსჯელობს აქტიურად ესპანური მედია

AutoSharing Option
8 სექტემბერს თბილისში გასამართი მატჩი, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უნდა უმასპინძლოს, შესაძლოა, "ფურია როხასთვის" ახალი რეკორდის დამაფიქსირებელი აღმოჩნდეს.

საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს მიერ გამოძახებულთა შორის მოხვდა "ბარსელონას" 16 წლის ფორვარდი ლამინ იამალი.

თუ ის "დინამო არენაზე" გავა და თავისი ქვეყნის მთავარი ნაკრების მაისურს მოირგებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში იასპარეზა.

აქამდე ამ წოდებას გავი ინარჩუნებს, რომელსაც "ფურია როხას" რიგებში დებიუტი 17 წლისა და 62 დღის ასაკში
ჰქონდა.

ამ ამბავს ესპანური მედია ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტიურად აშუქებს და დიდ დროს უთმობს. საქმე ისაა, რომ იამალის მამა მაროკოდანაა, დედა კი - ეკვატორული გვინეიდან. ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა. მას მაროკოს ნაკრებშიც უხმობდნენ, მაგრამ ამომავალმა ვარსკვლავმა თქვა, რომ "ფურია როხაში" სურს ასპარეზობა.

იამალის "ბარსელონაში" დებიუტი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ჰქონდა. მიმდინარე ლა ლიგაში მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხავი ფეხბურთელს სათამაშო დროს მუდმივად უზრდის.

16 წლის შემტევმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრებში დებიუტს მოუთმენლად ელის. ბევრს სწავლობს ახალგაზრდა თანაგუნდელებისგან - ალეხანდრო ბალდესა და გავისგან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს.

იწერება იმის შესახებაც, რომ იამალი, სავარაუდოდ, თბილისურ დაპირისპირებას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერსაა ჩანიშნული.

altსავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

alt"კვარაცხელიას თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და..." - რა თქვა ასპილიკუეტამ მომავალ თბილისურ დაპირისპირებაზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგით რაა-ს.სულ სხვა რამეზე ვსაუბრობ,არიქა მაროკომ არ წაგვართვასო და 16 წლის ბავშვს ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და ფორმალურად ათამაშებენ,რო თავისად დაიგულონ.ამაზე ვსაუბრობ და არა არაბებზე და ზანგებზე და ზოგადად დისკრიმინაციაზე.წაკითხულის გააზრება ზოგადად სერიოზული პრიბლემაა საქართველოში...
Master
18:52 06-09-2023
0
ესპანეთიც ზანგდება ნელ-ნელა. საფრანგეთი თითქმის 100%-ით ზანგია, გერმანია ნახევრად, ინგლისიც ნახევრად, ესპანეთიც ნელ-ნელა ეწევა. და ვისაც ზანგების ყოლა გუნდში და საერთოდ ქვეყანაში ნორმალუყრად მიაჩნიათ და ფაშისტები ხო არ ვართ ასეთი ფრაზებით გამოდიან, არიან გამოშტერებული. რა თმქ უნდა მათ დახოცვაზე და ცემაზე ლაპარაკი არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ გენს და თუდაც რასას აქვს მნიშვნელობა და ამის არაფრად ჩამგდები ლიბერალები არიან გადაჯიშებული შტერები
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული