საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
მე არ ვიცი სხვა მწვრთნელის ხელში რა თამაშს ითამაშებს ნაკრები მაგრამ გუნდს რომ ვერ გრძნობ, ასი წლის კვირკველია კაშიას აყენებ წინ უყენებ აბურჯანიას და გაგნიძეს რომელიც ახალგაზრდაა მაგრამ ამ მომენტისთვის საერთოდ არ არის ნაკრებში გამოსაძახებელი მწვრთნელი არ ხარ. რუსულ არხზე ვუყურე და შესვენებაზე ზუსტი შეფასება მისცეს, კვირკველია არის წინა საუკუნე ადამიანს უკვე დაკარგული აქვს რეაქციაც სისწრაფეც მისთვის ეს დონე ძალიან სწრაფია და მარტო იმიტომ აყენებ რომ გამოცდილია არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ზოგადად ფედერაციაში ინტელექტის ნაკლებობა ძალიან იგრძნობა, წინა არველაძეების ფედერაცია მედროვეები იყვნენ არც ისინი მყავდნენ ინტელექტუალები, მაგრამ ამათ რაც შეეხება სულ შთაბეჭდილება მრჩება რომ კობიაშვილი ცდილობს, მაგრამ ისეთ კადრებს არჩევს თავისი გადმოსახედიდან კარგს იმიტომ რომ მისი აღქმით და ინტელექტით ასე ჰგონია, ამიტომ ცოტა მოაზროვენ ხალხი არის საჭირო ყველა სფეროში.
ნიკო
08 სექტემბერი 2023 21:59
1
ასკინკილა ვითამაშეთ!!!!
წაით ბიძია სახში, არ გამოვა თქვენგან არაფერი!!!
08 სექტემბერი 2023 21:59
1
სანამ ფედერაცია საქონლების ხელში იქნება, ესეთ დღეში ვიქნებით
ზურა
08 სექტემბერი 2023 21:57
0
თუ არაფერს დაეკიტხებოდნენ, სანიოლი რა ჯანდაბად უნდოდათ, ვერ ყავდათ მასაჟისტი დეეყენებინათ ტრენერად და თანამდბობის გამო, ყველა გინებას აიტანდა.
კობი მე გაცილებით უფრო პატარა ჟუკი მეგონა და უყურე შენ!
კ ო მ ბ ლ ე
08 სექტემბერი 2023 21:54
1
კაშია სლოვანშიც ზამენაზეა , კვირკველიაც ბოლო წლებია სად თამაშობს თვითონაც ვერ გაურკვევია დაბერდენ ორივე ნაკრებისთვის უთხარით ვინმემ , ეს უთამაშებელი გაგნიძე კიდე მესია მაინც რო აყენებთ ? ხიზანა და სანიოლი გასაშვებია ,თორემ ესენი ყაზახეთთანაც შეგვარცხვენენ ....
სიმართლე
08 სექტემბერი 2023 21:54
0
Კვირკველია თბილისის მერად!
Ტტტ
08 სექტემბერი 2023 21:53
3
დეტალურ განხილვას აზრი არ აქვს - სანიოლი თავის შტაბიანად გაუშვით სახლში!
???
08 სექტემბერი 2023 21:53
0
ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, ზატო ფედერაცია პარლამენტშია საკნის მაგივრად
გიო
08 სექტემბერი 2023 21:52
1
ეს რა იყოოოო !!! სრული კატასტროფაა..სად გვაქვს თავი გამოსაყოფი.. და ამის მერე ნორვეგიაა არ დაგავიწყდეთ.
კატასტროფა
08 სექტემბერი 2023 21:51
0
ქართული ნახირი დასეირნობს, მწყემსი სანიოლი არ რატომ მოიყვანა უვარგისმა და დასაჭერმა ფედერაციამ ან რატომ არ გაუშვეს აქამდე
საბურთალო
08 სექტემბერი 2023 21:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული