საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
Კვარადნაააააა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
08 სექტემბერი 2023 21:49
6
7-1 რო გახდა მერე შეიყვანა საზონოვი, კარგად გაისწორა ჯერ ხო
Xo.
08 სექტემბერი 2023 21:49
0
ხალხო გამაგებნინეთ ერთი,ეს უცხცოელი მწვრთნელები რომ ჩამოგვყავს და ვუხდით ამხელა ფულს და მაინც ასე საზიზგრად ათამაშებენ გუნდს,ქართველს რომ ჩავაბაროთ ისევ ნაკრები არ სჯობს?
გეგი
08 სექტემბერი 2023 21:43
0
ვან გაალი არ ჩამოვა ჩვენთან და ამიტომ გიორგი დევდარიანი...
Zviads
08 სექტემბერი 2023 21:43
2
საინტერესოა ვინ რამდენი კმ გაირბინა ალბათ 2-3 კმ
Gura
08 სექტემბერი 2023 21:43
0
თუ გავითვალისწინებთ, რომ დ ა ბ ა ლ ი დონის ფეხბურთელები გვყავს ( კვარაცხელიას გარდა) , არაა გასაკვირი.
არცეტყობათ, რავა, სოფლის გუნდებში ყრილარიენ , კარიერა კი არა ,ს...ის კაკალი , რაის კარიერაა ჩეხეთში და უკრაინაში??!!??
ვალერი
08 სექტემბერი 2023 21:42
6
ეე კარგი რა მართლა რაა,რაღა დროს კაშიაა დააყენე რა საზონოვი და ეგაა,შეიძლება ასე მაინც არ გავნადგურებულიყავით :(
გეგი
08 სექტემბერი 2023 21:41
0
სანიოლი კი არა, ვინც მოიყვანა ისინია მოსაკვეთი ფეხბურთიდან და საერთოდ არავინ არ ახსენებეს მაგის ჩამომთრევს, რა მისით ჩამოვიდა აქ? სანილი კიდევ თუ დარჩა აქ ნუ არ ყოფილა საშველი მაშინ...მაგარია შვიდი ბურთი გავუშვით 72 წუთში. რას იტყვიან ჩვენი ფედერაციის ბოსები?
Maximus
08 სექტემბერი 2023 21:41
0
სანიოლი არის გასაგდები პირველ რიგში, უნიჭო და უტვინო კაცი
Idki
08 სექტემბერი 2023 21:40
0
7:1 !!!! იმედია 3 -ს კიდევ გაიტანენ და მაგით მაინც შევალთ ფეხბურთის ისტორიაში!!!! გაუმარჯოს კალათბურთს, რეგბს!!!!
შემაზიზღეს ფეხბურთი ტო!!!!!
08 სექტემბერი 2023 21:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული