ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.
თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)
არაბიძე ჯერ მზად არ არისო, დანარჩენები ხომ იყვნენ :)
სადღაც წავიკითხე, მოსკოვის სპარტაკი შეხვედრია თურმე ადრე მადრიდის რეალს (იქნებ უფროსებს ახსოვდეს) და მთელი მოსკოვის სტადიონი რეალის მხარეს ყოფილა. მადრიდელები გაკვირვებული დარჩენილან, ჩვენ ვთამაშობთ სახლში თუ ესენიო.
ნეტა საიდან მოგვყვება ეს მენტალიტეტი, როცა საკუთარს ამცირებ და ვინც მოგიგო იმისკენ გადადიხარ აღფრთოვანებული.
ვინ დამოუკიდებელ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ის ხალხი დავამარცხებთ არ სიბნელეს აუცილებლად.
მე არსად მინახავს მსოფლიოში, ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი ქვეყანა აქვთ ასე დაგეშილი ელოდებოდეს საკუთარ წაგებას, რომ მერე საკუთარს ნაკრებს აგინოს. ისევ ის რუსული მენტალიტეტი მოგყვებათ და ეგაა სიმართლე. მოსკოვის და რეალ მადრიდის მაგალითი უკვე მოვიყვანე...
უკვე გავლილი გვაქვს ლანძღვა-გინება და ყოველი წაგების მერე კარტოფილის დათესვაზე ლაპარაკი. გავიარეთ ეგ და არ მოიტანა შედეგი.
მე და ჩემი მეგობრები წაგების დროსაც მხარს დავუჭერთ და ეგ გამოიღებს მხოლოდ სამომავლოდ შედეგს. ამაში ვარ დარწმუნებული.
თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით მაგრამ იცოდეთ, თუ ოდესმე სადმე საქმე გაკეთებულა, ყოვეთვის მხარში დგომით გაკეთდა და არა გინებით.
მადლობა იმათ, ვინც ბოლომდე დარჩა სტადიონზე და ვინც აქ ყველაფრის მიუხედავად მაინც გულშემატკივრობთ. აუცილებლად შეიცვლება შემადგენლობა და მწვრთნელი. არ მინდა ვინმეს სახელები ჩამოვთვალო მაგრამ დაცვა საერთოდ შესაცვლელია, მთლიანად.
ჩანაცვლდება ეს ხალხი მალე.
ხვიჩას და მამარდას დონის ფეხბურთელები მართლა მეცოდებიან ამ ნაკრებში ამ ეტაპზე მაგრამ ერთა ლიგაზე როგორც ითამაშეს იმას გავიხსენებ. მაკედონიასთან ულმაზეს გოლებს გავიხსენენ, ბულგარეთის განადგურებას, შვედეთთან უმაგრეს თამაშს და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში საკმაოდ გვქონდა ნაკრების კარგი თამაშები.
ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არ იყო და შეგუებული ვიყავი ესპანეთთან წაგებას. მეტიც ნორვეგიასთანაც წავაგებთ მაგრამ არაუშავს. ეს ჯგუფი დაივიწყეთ.
მოკლედ მჯერა ამ ბიჭების და აქ იგინეთ რამდენიც გინდათ და გინდ სტაფილო მოიყვანეთ, გინდ კარტოფილი.
ნელ-ნელა ნამდვილი გულშემატკივარი უფრო მეტი ვიქნებით❤️