სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ესპანეთთან რომ 2 მცველით ითამაშებ, არ ხარ მთლად ჯანმრთელად. მერე და მაგ 2 კაცსაც ხომ გააჩნია, რაღა დროს კვირკველიაა (მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად),მისი საუკეთესო წლები დარჩა უკან. საზონოვი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სიმბოლურში შეიყვანეს მცველებში სხვადასხვა გამოცემებმა და ვილიმ არაფრად ჩააგდო.ცალკე თემაა გველესიანი, კაცს არა და არ აღირსეს ნაკრებში თამაში, შე კაცო, ხომ შეილება ერთხელ(!) ნახო კაცი საქმეში და თუ არ მოგეწონა სათქმელიც აღარავის ექნება.
ქობულეთიდან
21:25 10-09-2023
0
ვაა... ეს კიდევ ვერ მიმხვდარა სად არის!
SOS!!!
01:43 10-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული