სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
მე იმის მეშინია,ჩვენი კვარდონა(კვარაბაჯო) რეალის ნაცვლად რაი ვალეკანოში არ აღმოჩნდეს :( ტიპი მარიდან ვერ თამაშობს,გოლი ვერ გააქვს,საგოლე პასს ვერ აკეთებს და ოქროს ბურთის კანდიდატიო !!! მაგას რომ ჰყავს პიარი,ისეთი რომ ჰყავდეს ქვეყანას,ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის გარეშე მიგვიღებდნენ. ფილმები,წიგნები,ცამდე აყვანა -გაღმერთებამ თავისი საქმე გასკეთა.ადაკით პატარაა და ვერ გაყძლო ცდუნებას...სამწუხაროა,მერამდენე დაკარგული ტალანტია...
ზეზვა
08 სექტემბერი 2023 23:26
35
აბა ბოღმა სოროდან! ცხელ-ცხელიი!
რატი
08 სექტემბერი 2023 23:35
17
ჩვენ სოფელში ერთი კოჭლი გოგიაა, ნახირსა მწყემსამს, ი კაცი რო დავაყენოთ ამის ნაცვლადა? რავი, ნახირს კი კარგა მწყემსამს და...
სანდრო
08 სექტემბერი 2023 23:42
9
Მთავარია კახურათა ლანძვა იცოდეს ჯიგრიანი .ამათ ეგ უხდება ხოლმე ლოცვასავითაა
Სანდროს
08 სექტემბერი 2023 23:45
3
Ხიზანა აყენებს სასტავს და ამისგან რა გინდათ
Ნიკოლოზი
08 სექტემბერი 2023 23:18
5
გველესია, ლოჩოშვილი არ გინდა. პლიუს საზონოვი სკამზე. ამათ მაგივრად გადაბერწილი მცველები ძირითადში. აბურჯანია ძირითადში ალბათ უგუნდოდ რომაა??? ხოლო არაბიძე რომელიც მართლა ფორმაშია იმას არ იძახებ. მოკლედ ბევრი კითხავა აქვს ქართველ გულშემატკივრებს.
ზაზა გ.
08 სექტემბერი 2023 23:15
1
მესმის, რომ ცხელ გულზე ვართ ყველა და ლანძღვა, გადავლა ადვილია, მაგრამ ცუდი თამაშის გარდა მოხდა ის რაც ხდება ხანდახან...ბრაზილა-გერმანია, მანჩესტერი-რომა და კიდევ ბევრი..არ არის შენი დღე.. ასე რომ ჩვენი გუნდია მაინც და ეს ლინჩის წესი ცოტა ზედმეტი მგონია
mate
08 სექტემბერი 2023 23:42
49
და ისიც ვიცი რომ ამ კომენტარს დისლაიქებით აავსებთ, ანალიზი და უაზრო ლანძღვა სხვადასხვა რამეა..
mate
08 სექტემბერი 2023 23:47
13
ნორვეგია რომ მოგვიგებს 6:0, ეგეც ხდება ხოლმე იქნება?
გიორგი
09 სექტემბერი 2023 11:37
0
გულწრფელად რო გითხრათ ბ-ნო ვილი, დატოვე სანამ დროა თუ ჰალადიმ უნდა მოგცეს მინიშნება?

თუ ვილი წავა, არც ხიზანას ველი მთავარ მწვრთნელის რანგში. ;) სამწვრთნელო შტაბი ხართ გასაყრელები.
wolf
08 სექტემბერი 2023 23:15
1
ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავათ თქვენს მიერ გულწრფელად დასმულ შეკითხვაზე:"სად ვართ და სად უნდა ვიყოთ?" ასევე გულწრფელად მინდა გიპასუხოთ თქვენ სამწუხაროდ ჯერ კიდევ საქართველოში ხართ და წესით უკვე საფრანგეთში უნდა იყოთ. არ გვინდა ახლა გამართლებები: "წვიმდა", "მსაჯი ემხრობოდათ", "ნახეთ ის ფეხბურთელები სად თამაშობენ და რა პირობებში ვარჯიშობენ", "ჩვენებს მაგრად არ გაუმართლათ", "ჩვენთან შედარებით მაგათი მშპ კოეფიციენტი ძალიან მაღალია", "როდესღაც ხომ უნდა წაგვეგო","სამაგიეროდ ერთა ლიგაზე მაგრად ვითამაშეთ და ნახევარ ფინალში ვართ" და ბოლოს "არა უშავს ერთა ლიგით გავალთ". მოკლედ ჰა ოსლო და ჰა ნორვეგია.
პასუხი მუსიე სანიოლს!
09 სექტემბერი 2023 01:43
3
ნორვეგიაში საცხოვრებლად გადადის თუ ნაკრებს მიყვება? :D დაუბრუნეთ ხალხს ბილეთის ფული ჩემს თავს არ ვგულისხმობ რადგან არ მიყიდია
ნოდო
08 სექტემბერი 2023 23:36
1
ეს კიდევ არ წასულა?
კარგით რა
08 სექტემბერი 2023 23:06
0
ამ დალოცვილს ძირითადში დაეყენებინა ჩაკვეტაძე და დავითაშვილი იქნებ შეტევაში მაინც გამოგსვლოდა რამე.
გუჯა
09 სექტემბერი 2023 00:11
2
რა უნამუსო ყოფილა
გიორგი
09 სექტემბერი 2023 01:48
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული